მანანა კობახიძემ ე.წ. კრებსებში მოხვედრის გამო იჩივლა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა
ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ეს ინფორმაცია ფორმულას დაუდასტურა. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურებს თავისი ინიციატივით მიმართა და პროკურატურაში უკვე დაკითხეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.
- ჩანაწერების მიხედვით, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მანანა კობახიძეს აიისას საქმის დეტალებზე სასაუბროდ დაურეკა და აცნობა, რომ საპატრიარქო საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს თვალს ადევნებს;
- კობახიძემ, რომელიც აიისას საქმეზე მუშაობდა, ზვიადაძეს აცნობა, რომ ეკლესიის პოზიციას იზიარებს.
დეტალები: ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ჩანაწერების ნამდვილობას, მათ შორის, ზვიადაძესთან, კობახიძის პასუხი ასეთია:
- "მამა გიორგი ზვიადაძესთან მე კონტაქტი მქონია, ამ პიროვნებას ვიცნობ. ასეთი შინაარსის შემცველი საუბრის რეალობას მე არ ვადასტურებ და ავთენტურობას ამ ტექსტისა მე არ ვადასტურებ".
- "კომუნიკაციის არსებობის ფაქტმა მე გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლებელია ვინმე ამ საუბარს ისმენდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, მე მქონდა ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს საკითხები გამორკვეულიყო".
არქივიდან: ფაილების გავრცელების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აიისას საქმეზე კობახიძის აცილება მოითხოვა.
- მოგვიანებით GDI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა კობახიძის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე;
- 2 დეკემბერს კობახიძე დააწინაურეს — ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და მეორე კოლეგიის თავმჯდომარე გახდა.
ე.წ. კრებსების ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა არაერთმა ადამიანმა ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.
- ჩანაწერების თანახმად, შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების (და არამარტო) კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მესიჯებს და აგროვებენ "კომპრომატებს" პირადი ცხოვრების შესახებაც.
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
კომენტარები