სენაკის მერის ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიები ადგილობრივ ტენდერებს იგებენ — TI
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში ქალაქის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ, სს არქეოპოლისმა და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიამ, შპს ინდიკომ უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. ორგანიზაცია წერს, რომ ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა არქეოპოლისში.
TI-ის შეფასებით, შესაძლებელია, სატენდერო პირობები კონკრეტულ მიმწოდებლებზე ყოფილიყო მორგებული. როგორც ირკვევა, კომპანიებმა გზის საფარის აღდგენისა და კორპუსების ეზოებში შიდა გზების რეაბილიტაციის, ასევე, მოედნის მოწყობის სამუშაოები უნდა შეასრულონ. ტენდერების ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია.
როგორც TI წერს, აღნიშნულ მომსახურებათა შესყიდვა სენაკის მერიამ თავდაპირველად 2022 წლის იანვარში, მხოლოდ ორი ტენდერის მეშვეობით სცადა, რომლებშიც არქეოპოლისმა და ინდიკომ გაიმარჯვეს. მერიამ კომპანიებთან ხელშეკრულებები ვერ გააფორმა, რადგანაც ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატებოდა და ამ ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. სატენდერო კომისიამ ორივე ტენდერი შეწყვიტა, რადგან სენაკში საკრებულოს პარტიათა შორის არსებული დაპირისპირების გამო ამ დრომდე არ დაუწყია ფუნციონირება. როგორც ორგანიზაციის ანგარიშში წერია, კომპანიებს ამ ტენდერებში კონკურენტი არ ჰყოლიათ.
საერთაშორისო გამჭვირავლობას ინფორმაციით, სენაკის მერიამ 25 და 29 მარტს ორი შეწყვეტილი ტენდერის ნაცვლად ექვსი ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი, რომელშიც სს არქეოპოლისი გამოვლინდა გამარჯვებულად, ამჯერად 3 შესყიდვად დაიყო, ასევე 3 შესყიდვად დაიყო შპს ინდიკოს მიერ მოგებული ტენდერიც. ორგანიზაციის თქმით, ამ გზით მერიამ შეამცირა მომსახურებათა ღირებულება, რითაც თავიდან აირიდა ხელშეკრულების გაფორმებაზე საკრებულოს თანხმობის საჭიროება.
"როგორც წინა ორ შემთხვევაში, ასევე ახალ ტენდერებზე სენაკის მერიამ ფინანსური გამოცდილების საკმაოდ მაღალი მოთხოვნები წამოაყენა, რამაც, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეზღუდა ბაზარზე მოქმედი სხვა ალტერნატიული მიმწოდებლები და კონკურენცია, რადგანაც ამ მოთხოვნებს სენაკსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს", — წერია TI-ის ანგარიშში.
ორგანიზაცია წერს, რომ სს არქეოპოლისთან დაკავშირებულია სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდიაც — იგი 2019 წლის 8 თებერვლიდან 2020 წლის 12 ივნისამდე არქეოპოლისის დირექტორი იყო. TI-ის ინფორმაციით, ნანა ზარანდია ამავე დროს სენაკის მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა, როგორც წინა, შეწყვეტილი ორი შესყიდვის, ასევე ახალი ექვსივე შესყიდვის დოკუმენტებში ხელს აწერს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი არც სს არქეოპოლისთან და არც შპს ინდიკოსთან.
ამასთან, TI-ის ანგარიშის მიხედვით, ვახტანგ გადელიამ ხუთივე შესყიდვაზე აღნიშნა, რომ გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი როგორც შპს ინდიკოსთან, ასევე სს არქეოპოლისთან და ხელშეკრულებათა გაფორმებაზე უფლებამოსილება მერის პირველი მოადგილისთვის აქვს დელეგირებული. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია წერს, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოებები აჩენს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში სს არქეოპოლისისა და შპს ინდიკოს მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები