ნაციონალიზმის მემეტიკა და საქართველო
ბოლო წლების განმავლობაში ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ საინტერესო იყო და, მე თუ მკითხავთ, მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ამის მიზეზია გარკვეული რეფორმა ან სწრაფვა რეფორმისკენ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკურ წყობასა და მათ საერთაშორისო ურთიერთობებს.
ერთი შეხედვით, განვითარებული მოვლენები, კერძოდ, ლიბერალური დემოკრატიის რეცესია და ნაციონალისტური სულისკვეთების აღზევება, გასაკვირი უნდა იყოს მათთვის, ვინც “ევროპული მოდელის” მხარდამჭერია (რაღაც გაგებით, მეც ასეთ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები). გასაკვირი ეს რამდენიმე მიზეზის გამოა:
პირველ ყოვლისა, ევროპული ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკოსები ძირითადად ის ხალხია, ვინც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ძალაუფლება ზედმეტად ცენტრალიზირებულია და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკა შეზღუდულია მძიმე რეგულაციებით. მარტივად რომ ვთქვა, ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილონი ყველაზე მეტად თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდამჭერები არიან. ძალიან ლოგიკური იქნებოდა, რომ მთავარი საპროტესტო მუხტი სწორედ ლიბერტარიანელებში გაჩენილიყო და, შედეგად, მათი მსოფლმხედველობა ევროპის უფრო მეტ მოქალაქეს გაეზიარებინა, მაგრამ ეს ნამდვილად არ მომხდარა. ვინმე შეიძლება შემედავოს, რომ “მემარჯვენე” მუხტი მართლაც არსებობს, რომ, მაგალითად, უფრო მეტი ახალგაზრდა იზიარებს მოსაზრებას, რომ მთავრობისა და ცენტრალური სტრუქტურების ძალაუფლება უნდა შეიზღუდოს. უნდა ვაღიარო, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის ჭეშმარიტი. საქმე ისაა, რომ, ლიბერტარიანული იდეების გამოცოცხლების მიუხედავად, პოლიტიკური იდეოლოგიებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით ნაციონალიზმი სარგებლობს. თუ რატომ ვხედავთ ოცდამეერთე საუკუნეში ნაციონალიზმის აღზევებას, ამაზე არაერთი “ექსპერტი” საუბრობს და ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ ყველა ამ მოსაზრებას ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიების დაწინაურებას უყურებენ, როგორც რაღაც დისკურსის შედეგად დაწინაურებულ მსოფლმხედველობას. ანუ მარტივად რომ ვთქვა, ნაციონალიზმის პოპულარულობა გამოწვეულია ემიგრაციის ზრდით, ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებით და ა.შ. თითქოს ხალხი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ნათლად ხედავენ იგივე ემიგრაციის ან ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას, შემდეგ კი საკუთარი გამოცდილებით აკეთებენ დასკვნას, რომ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია “ცუდია” და რამე “ახლით” უნდა ჩანაცვლდეს.
მე ვფიქრობ, რომ მეტწილად ეს ასე არ არის. ანუ ნაციონალიზმის აღორძინება არ არის ცნობიერი პროცესი. ის არ არის ეკონომიკური თავისუფლების შემცირების ან ემიგრაციის “პასუხი”. ასე რამდენიმე მიზეზის გამო ვფიქრობ:
თანამედროვე პოპულისტი ნაციონალისტი პოლიტიკოსების ეკონომიკური გეგმები (მარინ ლე პენი, დონალდ ტრამპი, ა.შ…) საერთოდ არ გულისხმობს ბაზრების ლიბერალიზაციას. ასე რომ, ნაციონალისტი მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი სულისკვეთება, რომ “ჩვენ გვჭირდება ძლიერი მემარჯვენე მთავრობა, ეროვნული ღირებულებებით” სენტიმენტი სრული ფარსია. პროტექციონიზმი და ეროვნული ვალუტის ხელოვნური გამყარება როდის მერე გახდა “მემარჯვენე” ეკონომიკური პოლიტიკა, არ ვიცი.
ნაციონალისტების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი არის (1) ინდივიდუალური თავისუფლების, (2) სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის შეზღუდვა და (3) თანამედროვე ლიბერალების “პოლიტკორექტულობა”. თითქოს ეს რეპრესიული “შეზღუდვები” პირდაპირ არის გამოწვეული თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის წყობის მიერ. თითქოს (4) თანამედროვე ფემინიზიმი რეპრესიულია, სინამდვილეში გულისხმობს ქალებისთვის პრივილეგიების მინიჭებას. თითქოს იგივე ფემინიზმი “კიბოსავით” მოედო საზოგადოებას.
განვიხილოთ თითოეული ამ დებულების მაგალითი, რომელიც ნაციონალისტებს მოჰყავთ:
- ევროპის უამრავ ქვეყანაში იკრძალება გარკვეული ნაცისტური და ფაშისტური სიმბოლოების გამოყენება. ხშირად არსებობს გარკვეული სადამსჯელო ღონისძიებები მათთვისმ ვინც უარყოფს ებრაელების მასობრივ ხოცვას.
- მემარჯვენე კონსერვატორებს და ნეონაცისტებს ეკრძალებათ ლექციების ჩატარება გარკვეული უნივერსიტეტის კამპუსებში (მაგ. კალიფორნიის უნივერსიტეტში ბენ შაპიროს და მაილო იანიპულოსს საჯარო ლექცია არ ჩაატარებინეს).
- ლიბერალების პოლიტკორექტულობის გამო ნაციონალისტებსა და თვითმარქვია მემარჯვენეებს აფასებენ როგორც რასისტებს, ჰომოფობებს, ქსენოფობებს და ა.შ, ეს პოლიტკორექტულობა კი “ლიბერალი” პოლიტიკოსების დანერგილია.
- უამრავი ნაციონალისტის აზრით, ქალებისთვის კვოტები პარლამენტში და, ეგრეთ წოდებული, wage gap-ის ხელოვნური შემცირება ქალებისთვის პრივილეგიების მინიჭებაა. გარდა ამისა, თანამედროვე მოსაზრება, ფემინისტებისა და სოციალური თანასწორობის ადვოკატების მტკიცება, რომ ბუნებაში 2-ზე მეტი სქესი არსებობს, მითია და მათი მოთხოვნა, რომ დანარჩენი სქესის ადამიანები მოიხსენიონ მათივე არჩეული ნაცვალსახელებით, ძალადობაა.
ოთხივე მტკიცებაში არსებობს გარკვეული ოდენობის ჭეშმარიტება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ (2)-ის შემთხვევაში ბენ შაპიროსთვის და მაილო იანიპულოსისთვის ლექციის ჩატარება მთავრობას ნამდვილად არ აუკრძალავს. სხვა უნივერსიტეტები კი, რომლებმაც აკრძალეს გარკვეული პირების ლექციების ჩატარება, კერძო დაწესებულებებია. მითუმეტეს მსგავსი შემთხვევები, რომ ვინმეს აეკრძალა ლექციის ჩატარება პოლიტიკური ხედვების გამო, ძალიან, ძალიან მცირეა. აშშ-ის კამპუსებში ასევე ძალიან ცოტაა ანტინაციონალისტური პროტესტები. მაილო იანიპულოსიც და ბენ შაპიროც წელიწადში ათობით უნივერსტეტში ატარებენ საჯარო ლექციებს, თუმცა პროტესტით ან ბუნტით მათ ძალიან იშვიათად ხვდებიან.
ნაციონალისტების თანამედროვე ფემინიზმით უკმაყოფილება ასევე საფუძველს მოკლებულია, რადგან დღევანდელი ფემინიზმის საკამათო რეპუტაციის გამო ძალიან ცოტა ადამიანი ეძახის საკუთარ თავს ფემინისტს ან ცხოვრობს მისი დოქტრინებით. მაგალითად, 2016 წლის გამოკითხვებით, ბრიტანელების მხოლოდ 7 პროცენტი მოიაზრებს საკუთარ თავს ფემინისტად. VOX-ის გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში ფემინისტად თავს მხოლოდ 18 პროცენტი მოიაზრებს.
უფრო მეტიც, ეგრეთ წოდებული, “რადიკალური ფემინიზმის” ადვოკატების რიცხვი რეალურად ძალიან მცირეა.
მოკლედ რომ შევაჯამო, პოპულისტი ნაციონალისტი პოლიტიკური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალური დემოკრატიის ლოგიკური ჩამნაცვლებელი ნამდვილად არ არის და ნაციონალისტების დასავლური სოციალური წყობით უკმაყოფილება საფუძველს მოკლებულია. როგორც ხედავთ, უკმაყოფილების მიზეზები არა მარტო გაზვიადებულია, არამედ ლოგიკური ალტერნატიული მოდელიც კი არ არსებობს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ნაციონალიზმი არ არის რაღაც პირდაპირი და პროპორციული პასუხი. მაშ, როგორია ახალი ნაციონალიზმის ბუნება და რა არის მისი სწრაფი აღმოცენების მიზეზი? ამ კითხვას შეგვიძლია ვუპასუხოთ საქართველოს მაგალითზე.
რა დასამალია და, საქართველოს მოსახლეობა ძალიან კონსერვატიულია. ამ სიტყვას ცუდი ან კარგი გაგებით არ ვხმარობ. უბრალო ფაქტია, რომ საქართველოს ძალიან ჰომოგენური მოსახლეობა ჰყავს, სადაც 85 პროცენტამდე მართლმადიდებელი ქრისტიანია, დაახლოებით 9 პროცენტი კი მუსლიმი, რომელთაგანაც აბსოლუტური უმეტესობა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და საქართველო-თურქეთის საზღვართან არის ლოკალიზებული. ამასთანავე, მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ყველაზე მეტად საპატრიარქოს სცემს პატივს და ჰეტეროსექსუალია. მიუხედავად ამისა, ის სენტიმენტი, რომ მუსლიმები “ქვეყანას გვართმევენ” და ბოლო დროს ყველგან სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების გაწვრთნილი ჰომოსექსუალები და ფემინისტები არიან, საკმაოდ პოპულარულია.
ეროვნული ღირებულებების დაკარგვისა და უმოწყალო გლობალიზაციის შიში ვირუსივით არის გავრცელებული, რალურად კი ამ ყოველივეს “საფრთხე” არ არსებობს. მაშასადამე, თანამედროვე ნაციონალიზმი, 90-იანების ნაციონალიზმისგან განსხვავებით, მოქმედებს როგორც ერთგვარი კულტურული “მიმი”.
ტერმინი “მიმი” პირველად გამოჩენილმა მეცნიერმა რიჩარდ დოკინსმა დაამკვიდრა, რის მერეც ის ხშირად გამოიყენება კულტურულ კვლევებსა და ანთროპოლოგიაში. მემეტიკის თანახმად, მიმი არის რაღაც კულტურული ერთეული, რომელსაც ადამიანები ხშირად გაუცნობიერებლად იმიტირებენ. მაგალითისთვის გარკვეული ტრენდები მუსიკაში ან მოდაში მიბაძვის საფუძველზე მეორდება მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება საერთოდ არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონდეს. ამის ძალიან პრიმიტიულ მაგალითად რიჩარდ დოკინსს შებრუნებული ბეისბოლის კეპები მოჰყავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმებს ევოლუციური მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, ინგლისში, გარკვეულმა ჩიტებმა “ისწავლეს” სახლის კარებთან დატოვებული რძის ბოთლებისთვის თავსახურის მოხსნა, შემდგომ ეს ჩიტების მრავალმა სხვა სახეობამ გაიმეორა.
გარკვეული წეს-ჩვეულებები ხშირად ამ მიმების ხასიათს ატარებენ. მაგალითისთვის ქართველ ახალგაზრდებში ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ფლი მარკეტი, სოციალური კლუბები და ა.შ, მათი აღმოცენება კი, მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ ყოფილა ადგილობრივი მატერიალური გარემოებების შედეგი. ფლი მარკეტები ევროპაში თავდაპირველად მეორადებისა და ხელნაკეთი ნივთების ბაზარის ფუნქციას ატარებდა, ხოლო აღმოსავლეთში უფულო გაცვლის ადგილები იყო, ანუ შეგეძლოთ მისულიყავით ამ ბაზარზე და პროდუქტები გაგეცვალათ ვალუტის გარეშე.
თანამედროვე პოლიტიდეოლოგიების ასპექტები შეგვიძლია ასეთ კულტურულ მიმებად აღვიქვათ, რომლებიც ერთგან გაჩენის შემდეგ ვრცელდება სხვადასხვა საზოგადოებაში. მაშასადამე, გარკვეული სენტიმენტები, როგორებიცაა “ქვეყანას გვართმევენ” ან “ევროპა გვბილწავს”, სოციუმში იმკვიდრებს თავს არა როგორც პასუხი გარკვეულ მატერიალურ, სოციალურ პრობლემებზე, არამედ როგორც მიმი (თუმცა ცხადია რაღაც გარემოებები აუცილებლად უნდა არსებობდეს რომ ამ მიმმა ფესვი გაიდგას).
კულტურული მიმების გავრცელება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ინტერნეტის და სოციალური ქსელების პოპულარიზაციასთან ერთად. მაგალითისთვის ავიღოთ ქართული ნაციონალისტური ფეისბუქ-გვერდები, როგორებიცაა “ქართული ძალა”, “წითელი აბი”, “ანტი-ლიბერალური კლუბი”, “დომინანტი” და ა.შ. ამ გვერდის ადმინისტრატორები და გამომწერები ხშირად აკრიტიკებენ თანამედროვე სოციალურ წყობას. სოციალური ქსელი, ზოგადად, ინტერნეტი ევროპასა და ამერიკაში განვითარებულ გარკვეულ მოვლენებს ბევრად უფრო გლობალურ სახეს აძლევს, ვიდრე ის სინამდვილეში არის და, შედეგად, იქმნება ის შიში, ბრაზი, უძლურების შეგრძნება, რომ ქვეყანას გვართმევენ, ქალები კი მალე კაცების ჟლეტას დაიწყებენ და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მხარდამჭერი ჰომოსექსუალები მალე თეთრკანიან ჰეტეროსექსუალებს დაერევიან.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ახალი ნაციონალიზმი” საქართველოს ლიბერალური კურსისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მსგავსი “ნაციონალისტების” რიცხვი ძალიან მცირეა. და მომხრეებიც კი ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავს სტიკერების გაკრობით და მაზნიაშვილის სტენსილების გაკეთებით ირთობენ.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა

კომენტარები