ყველას გული აგვეწვა — რას სწერენ გურჯაანელი ბავშვები უკრაინელ თანატოლებს
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. სახელმწიფო ლიდერების, ორგანიზაციების წარმომადგენლებისა თუ ცნობილი ადამიანების გარდა, მოსახლეობაც ცდილობენ, უკრაინელების დახმარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
საქართველოში რიგითი მოქალაქეები უკრაინელებს თავშესაფარს, საჭირო ნივთებს, ფინანსურ დახმარებასა თუ სიტყვიერ მხარდაჭერას სთავაზობენ. მიმდინარე მოვლენებმა ზრდასრულების გარდა ბავშვების ყურადღებაც მიიპყრო, რომლებიც ომსა და მეგობარ ქვეყანაში თანატოლების დაღუპვას განსაკუთრებულად განიცდიან.
ამ ბავშვებს შორის გურჯაანის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების მოსწავლეებიც არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, უკრაინელი თანატოლები წერილებით გაამხნევონ. წერილები გურჯაანის ახალგაზრდულმა საბჭომ შეაგროვა და მათ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად გააგზავნიან.
1. "ჩვენ ეს ამბავი რომ გავიგეთ, ყველას გული აგვეწვა."
2. "უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. მხარს გიჭერთ."
3. "არ ინერვიულოთ. დედაჩემმა უნდა ტასაცმელები გამოგიგზავნოთ."
4. "მე თქვენი მჯერა."
5. "არ მინდა, იღუპებოდნენ ბავშვები. ჩვენ ხომ ჯერ ახლა ვიწყებთ სამყაროს შეცნობას."
6. "ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ გვერდით ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ. მიყვარხართ. თქვენთვის ვლოცულობ."
7. "გამარჯობა, მე თიკა ვარ, 12 წლის. ამ წერილით მინდა, გაგამხნევოთ და გამძლეობა გისურვოთ. მინდა, რომ ეს ომი მალე დამთავრდეს, რადგან ომში ჩემი ბიძაშვილიცაა წასული. ძალიან მიყვარხართ.
8. "ძვირფასო უკრაინა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მხარეს ვართ. ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენთვის ვლოცულობთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიცვათ საკუთარი თავი. გაძლიერდით, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! დიდება უკრაინას!"
9. "ყველამ ვიცით, როგორი პატრიოტები ხართ თქვენი ქვეყნის..."
10. "მადლობას გიხდით 2008 წელს გაწეული დახმარებისთვის. ახლა კი ჩვენი დრო დადგა. ქართველი მოქალაქეები თავგანწირვით იბრძვიან თქვენ გვერდით, მაგრამ ვინც ვერ იბრძვის თქვენ გვერდით, სულით და გულით თქვენთვის ვლოცულობთ".
11. "გამარჯობა, მე ნატა ვარ. უკრაინა ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ ახლა ომია და თქვენ მხარეს ვარ. 18 წლის რომ ვიყო, თქვენს დასახმარებლად მოვიდოდი, მაგრამ 11 წლის ვარ. ძალიან მიყვარხართ".
12. "გამარჯობა, მე საქართველოდან ვარ. უკვე ვიცი, რა მდგომარეობაში ხართ და წერილს ამიტომ გწერთ. მინდა გითხრათ, რომ მხნედ იყოთ, რადგან შეუძლებელი არაფერია. მალე ყველაფერი კარგად იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ მარტო არ ხართ — უამრავი ადამიანი თვალდახუჭული გენდობათ და მხარს გიჭერთ, რადგან მათ თქვენი სჯერათ. ირწმუნეთ საკუთარი თავის. არ დანებდეთ და იმედი არ დაკარგოთ. დავასრულე წერილი. იმედია, გაგამხნევებთ".
13. "ძვირფასო უკრაინა, ძალიან მიყვარხარ. იმედია, ომი მალე დამთავრდება, რადგან ხალხი კვდება და დახმარება გჭირდება. საქართველო და ნატო დაგეხმარება. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. პუტინი ყველაზე საშინელი ადამიანია, ვინც კი ვიცი. ზელენსკი, შენ საუკეთესო ადამიანი ხარ, რადგან შენი ქვეყანა და ხალხი გიყვარს. დიდება უკრაინას".
14. "გამარჯობა. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ. გამხნევდით, ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ და ერთად იყავით. როცა თქვენი ამბავი გავიგე, ძალიან მეწყინა. გავიგე, რა თქვეს გარდაცვლილ ხალხსა და პატარა ბავშვებზე. მინდა, ომი მალე დამთავრდეს — რა თქმა უნდა, თქვენი გამარჯვებით. სიყვარულით, ანი ოსიაშვილი".
15. "გამარჯობა, მე თქვენი გულშემატკივარი ვარ საქართველოდან. ძალიან ვწუხვარ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო. მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს. იმედი მაქვს, მალე ომი დამთავრდება და ყველაფერი იდეალურად იქნება. ყველგან მშვიდობა და სიჩუმე დაისადგურებს. დიდება უკრაინას".
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა















კომენტარები