ალექსეი გონჩარენკო

25 Feb. 2022, 17:04

უპირველესად, ეს გახლავთ ქართული ეროვნული ინტერესების ღალატი. მეორე — ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უმეტესობას ახსოვს, იმ მომენტში, როდესაც რუსული ჯარები მოიწევდნენ და უკვე იყვნენ თბილისის მისადგომებთან, ვინ ჩამოფრინდა მაშინ თბილისში, რათა დამდგარიყო ქართველი ხალხის გვერდით — ეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ეს არის მორალური ღალატიც, როდესაც ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულეს მომენტში გამოდის საქართველოს პრემიერმინისტრი და ამბობს, რომ ჩვენთვის რთული იქნება სანქციების დაწესებაო. არ მაქვს სიტყვები ამაზე. მივმართავ ქართველებს, გამოდით დღეს ჩემს საყვარელ რუსთაველის გამზირზე, მიდით მთავრობასთან და უთხარით მათ, რომ ასე არ უნდა იყოს, რომ ეს არის ღალატი, რომ ასეთი პოზიცია არ შეესაბამება ქართველი ხალხის პოზიციას. 

დიპლომატიური ურთიერთობები უკვე გაწყვიტა ჩემმა პრეზიდენტმა რუსეთთან, მე ვიყავი კანონპროექტის ინიციატორი. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლებამოსილება, რომ გამოვაცხადო ის პერსონა ნონ გრატად, მაგრამ შემიძლია უკრაინელი ხალხის მხრიდან ვთქვა, თუკი ის არ შეიცვლის დაუყოვნებლივ თავის პოზიციას, უკრაინელი ხალხისთვის ის იქნება პერსონა ნონ გრატა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…