82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და ვოლვო ქარ კავკასიას გეგმები
2021 წელი ვოლვო ქარ კავკასიამ გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით დაასრულა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გასული წლის მონაცემები 2020-თან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: ბაზრის წილი საქართველოში 6%, აზერბაიჯანში 2%, ხოლო სომხეთში 8%-ით გაიზარდა.
როგორ მოახერხა კომპანიამ გასული წლის შედეგების გაუმჯობესება და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ თემებზე ვოლვო ქარ კავკასიას დირექტორი, გაგა კოხრეიძეს საუბრობს.
"უკვე მესამე წელია პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ და გამოწვევებიც ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეპიდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, სიტუაცია ახლა მკვეთრად განსხვავებულია. ვოლვო ქარ კავასიის შემთხვევაში, 2020 წელთან შედარებით, 2021-ში ბაზრის წილი გავზარდეთ, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონის ქვეყნებში, ყველგან, სადაც ვოლვო ქარ კავკასია პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი სადილეროები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, ერევანსა და ტაშკენტში. ზრდის ტენდენცია გვაქვს გაყიდვებშიც, გასული წელი საქართველოს ბაზარზე 82%-იანი ზრდით დავხურეთ, 25%-ით გაიზარდა გაყიდვები აზერბაიჯანში, 105%-იანი ზრდაა სომხეთის ბაზარზე".
გაზრდილ მაჩვენებლებს კომპანიაში ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნიან, პირველი ეს არის სწორი მარკეტინგული სტრატეგია, პრემიუმ და დახვეწილი ავტომობილები, სწორი საფასო პოლიტიკა, მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.
"ყველაზე მაღალი მოთხოვნა ვოლვოს პატარა, საშუალო და დიდი ზომის SUV- ებზეა (XC40; XC60; XC90). ბოლო პერიოდში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა დატენვად ჰიბრიდ ქროსოვერებზე. ბაზარზე ჩვენც სწორედ ის ნიშა დავიჭირეთ, რაც ახალმა მოთხოვნამ გააჩინა. ჩვენს მომხმარებელს დამუხტვადი ჰიბრიდები შევთავაზეთ, რამაც გაამართლა. გაამართლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ სამ ქვეყანაში, სადაც ვოლვო ქარ კავკასიაა წარმოდგენილი. არც მოდელების არჩევანში გვაქვს შეზღუდვები და მზად ვართ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. ვოლვო ქარ კავკასიას საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით კი, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, მეორე ნახევარი სრულად ელექტრო.
ცხადია, ბიზნესში წარმატება მხოლოდ ციფრებით იზომება და ჩვენც თამამად ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე. როგორც საუბრის დასაწყისშიც გითხარით, გაიზარდა როგორც ბაზრის წილი, ასევე გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი".
ციფრულ სერვისებზე გადასვლის ტენდენცია პანდემიამდე დაიწყო. ეპიდემიის გავრცელებამ კი პროცესი დააჩქარა. ონლაინ მომსახურებაზე მოთხოვნა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე გაიზარდა. გამონაკლისი არც საავტომობილო სფეროა. რისკები იყო, თუმცა ვოლვო ქარ კავკასია, რომელიც მსოფლიო ტრენდს ყველა სეგმენტში მიჰყვება, ამ შემთხვევაშიც, ლიდერი აღმოჩნდა და რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა.
ვოლვო ქარ კავკასიამ 2021 წლის მაისში, პირველი ონლაინ მაღაზია გაუშვა, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ ავტომობილის შერჩევა, არამედ ონლაინ შეძენაც შესაძლებელია. ციფრულ მაღაზიაში 360 გრადუსით (როგორც ინტერიერის, ასევე, ექსტერიერის) ყველა საჭირო სპეციფიკაციასთან ერთად, კომპანიის მარაგში არსებული ყველა ავტომობილის დათვალიერება შეგიძლიათ. საქართველოს შემდეგ, უკვე დეკემბერში, ონლაინ მაღაზიები უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაეშვა, რომელიც ქართული საიტის ანალოგია. ახალი შეთავაზების შედეგად, მნიშვნელოვნად იზოგება ჩვენი მომხმარებლის დრო, რომელსაც შეუძლია სასურველი მოდელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას ციფრულ მაღაზიაში დაათვალიეროს ის და შეიძინოს კიდეც. ტესტ-დრაივისთვის კი შეგვიძლია ავტომობილი მომხმარებელს პირდაპირ სახლის კართან მივუყვანოთ. ჯერჯერობით ონლაინ შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპზე მომხმარებელი მაინც შოურუმში მოსვლას არჩევს, თუმცა ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ესეც შეიცვლება და მომხმარებელი ავტომობილს დისტანციურად, ღილაკზე თითის დაჭერით შეიძენს".
2021-ის ანგარიშში მოექცა ვოლვო ქარ კავკასიას ახალი შოურუმები. გასული წლის იანვარში ვოლვოს სტრანდარტებით გაიხსნა კომპანიის სრულფასოვანი შოურუმი უზბეკეთში, სადაც ვოლვოს შიდაწვის ძრავიანი და დამუხტვადი ჰიბრიდების სრული ხაზია წარმოდგენილი. მაღალი კლასის ავტომობილებთან ერთად, მომხმარებელს, ასევე, შესაძლებლობა აქვს სრული სერვისითაც ისარგებლოს. გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა pop-up შოურუმი სომხეთში. ეს არის ე.წ. დროებითი შოურუმი, შემდეგ ეტაპს კი უკვე 3S ანუ, სრულფასოვანი შოურუმი წარმოადგენს.
ახალ მისამართზე უმასპინძლებს კომპანია მომხმარებელს მალე თბილისშიც.
"ახალი 3S შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე 2020 წელს დაიწყო, რომლის ახალ 9-მეტრიან მინის ფასადს კომპანია სულ მალე ვიზიტორებს წარუდგენს. ახალი შოურუმი და სერვისცენტრი სრულად სკანდინავიელი ავტომწარმოებლის სტანდარტების მიხედვით შენდება. პროექტზე შვედ ავტომწარმოებელთან ერთად ქართულმა საპროექტო კომპანია გრავიტამ იმუშავა".
ნახევარგამტარების, მიწოდებისა თუ გადაზიდვების პრობლემის სრულად მოგვარებას მსოფლიო საავტომობილო ბრენდები არც 2022-ში ელოდებიან, თუმცა რიგმა კომპანიებმა უკვე იციან როგორ უპასუხებენ გამოწვევას. ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს კომპანია არა თუ არსებული მაჩვენებლების შენარჩუნებას, არამედ მის გაუმჯობესებას შეძლებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა



კომენტარები