პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში, 5 კვირაა არ უშვებენ ექიმებს — სააკაშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ექსპრეზიდენტის განცხადებით, მასთან სტილისტი მოთხოვნიდან ერთ დღეში შეუშვეს, ხოლო ექიმებს უკვე 5 კვირაა ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. სააკაშვილის თქმით, ეს ივანიშვილის ბრძანებით ხდება.
"მე თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე წერს განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში. ივანიშვილის ბრძანებით, უკვე 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე. პირველად ცხოვრებაში მაქვს ჰიპერტონიასთან დაკავშირებული პრობლემები, მაქვს ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესები", — თქვა მან.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილმა სხდომა უკვე დატოვა. პროცესზე ადვოკატებმა სააკაშვილთან ექიმების შეშვების შუამგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააყმაყოფილა. ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილსთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა დაავალოს.
"პატიმრის გააკეთა განცხადება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, და მას არ ეძლევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობა, რაც არის არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ, არის კონვენციური ვალდებულებების დარღვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან [...] როდესაც პატიმრის უფლებები ირღვევა და ირღვევა ასე უხეშად, ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებას, განჩინებით და ასევე, პროკურატურას, ზედამხედველობა გაუწიოს ამ საკითხს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, ან მინიმუმ, შესწავლილი იქნეს მისი განცხადების საფუძვლიანობა და დასაბუთება", — განაცხადა გვარამიამ.
საპასუხოდ, პროკურორმა განაცხადა, რომ მათთვინ ბუნდოვანია, თუ რომელი მუხლებითა და რომელი საერთაშორისო კანონმდებლობით ხელმძღვანელობს დაცვის მხარე ამ შუამდგომლობის დაყენებისას.
"სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდით, რომელი მუხლებით ხელმძღვანელობს დაცვის მხარე, როდესაც ამ შუამდგომლობას აყენებს. სასამართლომ დავალება რა ფორმით უნდა მისცეს პენიტენციურ სამსახურს, ისიც ვერ გავიგეთ, ვინაიდან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსამართლის მხრიდან ესეთ უფლებამოსილებას, რომ დავალება მისცეს პენიტენციურ სამსახურს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვერ გავიგეთ მოთხოვნა და დასაბუთება, და მათ შორის, თუნდაც რომელი საერთაშორისო კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ", — თქვა პროკურორმა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები