რატომ განუვითარდათ ინტელექტი ადამიანებს სხვა არსებებზე მეტად?
თუ ადამიანები და სხვა ცხოველები ერთსა და იმავე გარემოში ცხოვრობდნენ, რატომ არ განვითარდნენ ისინი ისე, როგორც ჩვენ? — ეს თითქოს მარტივი შეკითხვა ჩვენი ევოლუციის მრავალ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ თუ სოციალურ ფაქტორზე გვაფიქრებს.
ფოტო: Shutterstock
ადამიანები, სხვა ცხოველებთან შედარებით, განსხვავებულად განვითარდნენ. ჩვენ ჩვენი სხეულის ზომასთან მიმართებით გამორჩეულად დიდი ტვინი გვაქვს და, მასთან ერთად, იმ დონის ინტელექტიც, რომელიც დედამიწის სხვა ცოცხალ არსებებს არ გააჩნიათ.
ინტელექტს ბევრი ისეთი სარგებელი აქვს, როგორიცაა დაგეგმვისა და თანამშრომლობის, ახალი ტექნოლოგიების შექმნის და ერთმანეთის იმის შესახებ ინფორმირების უნარები, თუ რა მუშაობს და რა არა.
მიზეზი იმისა, თუ რატომ ვითარდება ცოცხალ ორგანიზმებში ესა თუ ის ნიშანი — მაგალითად, ზოლები ვეფხვებში, მკვეთრი ფერები პეპლის ფრთებზე ან დიდი ტვინი ადამიანებში — განპირობებულია იმ გარემოებით, თუ როგორ ეხმარება ეს თვისება მათ გადარჩენაში. ეს ორგანიზმები კი ამ სასარგებლო ნიშნებს შთამომავლობას გადასცემენ.
რამდენიმე ჰიპოთეზა თუ მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ადამიანის ინტელექტი. ერთ-ერთ მათგანს ბიოკულტურული რეპროდუქცია ეწოდება.
დიდი ტვინის ქონა ადამიანებს საშუალებას აძლევს, სხვა ცხოველებთან შედარებით მეტი ბავშვი გადაარჩინონ. ბიოკულტურული რეპროდუქციის თეორიის თანახმად, ის თუ როგორ გვეხმარება ინტელექტი შვილების გადარჩენაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე, განსაკუთრებით კი — როგორ ვუვლით ბავშვებს.
ერთმანეთის დახმარება
ბევრი ცხოველი ცხოვრობს პატარა თუ დიდ სოციალურ ჯგუფებად. ამასთან, ზოგიერთი სოციალურად განვითარებული სახეობის ფრინველი და ძუძუმწოვარი — მაგალითად, სურიკატები — ერთმანეთს საკვების მოძებნასა და პატარების დაცვაშიც ეხმარებიან. ამას თანამშრომლობითი გამრავლება ეწოდება. დამხმარე ცხოველებს საკუთარი პატარები არ ჰყავთ. ისინი თავიანთ გამრავლებას ოჯახის დომინანტური წევრის დახმარებას სწირავენ. ასეთი წევრი შეიძლება იყოს მისი დედა ან თუნდაც უფროსი და.
სურიკატებს თანამშრომლობითი გამრავლება ახასიათებთ.
ფოტო: Raju Soni / Shutterstock
ადამიანები ერთმანეთისგან მრავალი ფაქტორით განსხვავდებიან. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველა მშობელი ვერ და არ უვლის საკუთარ შვილს. მაგრამ ადამიანები ხშირად ზრუნავენ სხვების პატარებზე.
მშობლებმა და სხვა მომვლელებმა, შესაძლოა, წლები, ზოგ შემთხვევაში კი მთელი სიცოცხლე მიუძღვნან მოზარდებზე ზრუნვას. გარდა ამისა, მრავალი ადამიანი თავის უკვე ზრდასრულ შვილებსაც ეხმარება — ისევე, როგორც მათ შვილებს, ანუ საკუთარ შვილიშვილებს. სწორედ ამ დახმარებას უწოდებენ მეცნიერები ბიოკულტურულ რეპროდუქციას.
მომვლელები, შეიძლება, გენეტიკურად იყვნენ იმ ბავშვთან დაკავშირებული, რომელზეც ზრუნავენ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს ასე არც იყოს. წესები, თუ როგორ ზრუნავენ ადამიანები ერთმანეთზე, არა გენეტიკური თვალსაზრისით, არამედ იმ სახელებით განისაზღვრება, რომელთაც ერთმანეთს ვარქმევთ. აქ არ იგულისხმება საკუთარი სახელები, როგორც "სემი" ან "მერია", არამედ — "შვილი", "დეიდა", "მამიდა", "ბაბუა", "ბიძაშვილი" ან "მეგობარი".
ასეთი სახელების გამოყენება სიმბოლურ ენას საჭიროებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სახელები, რომლითაც სხვა ადამიანებს მივმართავთ, გამოხატავს იმასაც, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ მათ. მხოლოდ ადამიანებმა და ზოგიერთმა ჩვენმა წინაპარმა შეძლეს ასეთი სიმბოლური კომუნიკაციის განვითარება.
ჩვენ მეგობრებს შეიძლება "დაო", "ძმაო" ან "ბიძაშვილოთი" მივმართოთ. ბევრ საზოგადოებაში ახალგაზრდა ხალხი უფროს თაობას იმისდა მიუხედავად უწოდებს "დეიდას" ან "ბიძიას", გენეტიკურად არიან მათთან დაკავშირებულები თუ არა. ზოგიერთი რელიგიური ლიდერი კი "მამად", "დედად" ან "დად" მოიხსენიება. ეს სახელები პატივისცემის ნიშნადაა გამოყენებული და ამავდროულად იმ ინფორმაციის შემცველია, თუ რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ამ ადამიანებთან.
ჩვენ მშობლების მეგობრებს "დეიდა" ან "ბიძია" შეიძლება ვუწოდოთ.
ფოტო: View Apart / Shutterstock
რისთვისაა საჭირო დიდი ტვინი
სახელების ისე დარქმევა, როგორც ამას ადამიანები ვაკეთებთ, რთულია. დიდი ტვინი და ინტელექტია საჭირო იმისათვის, რომ ყველა ის სახელი თუ ცხოვრების განმავლობაში არსებული ურთიერთობა დაიმახსოვრო, რომელიც ოჯახის წევრებთან ან თუნდაც მეგობრებთან გქონია.
ბიოლოგიურად ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ ნათესავებს, როგორებიც, მაგალითად, შიმპანზეები არიან, ჩვენი ტვინის ზომის მხოლოდ მესამედი აქვთ. ისინი არ იყენებენ სიმბოლურ ენას და არც სახელებით მიმართავენ ერთმანეთს. დედა შიმპანზეები საკუთარ ახალშობილებზე როცა ზრუნავენ, მათ ამაში სხვა შიმპანზეები — თუნდაც მამები ან ბებია-ბაბუები — არ ეხმარებიან. ჩვილი შიმპანზეებიდან მხოლოდ ერთი მესამედი თუ აღწევს ზრდასრულ ასაკამდე.
ამის საპირისპიროდ, ის უამრავი ადამიანი, რომელიც საკვებით, ავადმყოფობისას დახმარებით, განათლებით, ფულადი სახსრებითა და სიყვარულით უდგას ერთიმეორეს გვერდში, უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანის ბავშვს გადარჩენის და გაზრდის გაცილებით დიდი შანსი აქვს. ინტელექტი ერთმანეთზე ზრუნვაში გვეხმარება და ნაწილობრივ ხსნის იმასაც, თუ რატომ უახლოვდება ადამიანების რაოდენობა რვა მილიარდს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები