სამხრეთ აფრიკაში მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ლეგალური გახდა
ფოტო: Green Rush Daily
სამხრეთ აფრიკაში მარიხუანას ლეგალიზების მოთხოვნით გამართულმა მასობრივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. პირველი ინსტანციის სასამართლომ კანაფის პირადი მიზნებისთვის მოხმარება ლეგალურად სცნო.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკელებს შეუძლიათ საკუთარ სახლში გაზარდონ და მოიხმარონ მარიხუანა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის პარლამენტს გადაეგზავნება, რომელმაც არსებული კანონის უარყოფა და ახალი კანონის ამოქმედება უნდა უზრუნველყოს. ამისათვის პარლამენტს 24 თვე აქვს.
სანამ პარლამენტი კანონის არ მიიღებს, სამხრეთ აფრიკაში მარიხუანას კულტივაცია-მოხმარება პირადი მიზნებისთვის ჯერ კიდევ დასჯადი იქნება. სამაგიეროდ, თუ ვინმეს დაიჭერენ ამ დანაშაულისთვის, ბრალდებულს რეალური ბერკეტი ექნება საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე გარეთ პრინცი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყანაზე, ასევე მის მოსახლეობაზე.
"ბოლოს და ბოლოს, პოლიცია აღარ გაფლანგავს რესურსებს ადამიანების დევნაში მარიხუანის მოწევის გამო. ეს დროის ფუჭი ფლანგვა იყო. ახლა უფრო მეტად ნამდვილი კრიმინალის აღმოფხვრაზე კონცენტრირდებიან," - ამბობს პრინცი.
გარეთ პრინცი მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით გამართული პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა. სამხრეთ აფრიკის ნარკოპოლიტიკა მას პირადად შეეხო და მის პროფესიულ განვითარებას ხელი შეუშალა. როგორც ირკვევა, პრინცი სამართალმცოდნეობას ეუფლებოდა, როდესაც ის მარიხუანას მოხმარების გამო დააპატიმრეს. მან გადაიხადა ჯარიმა და სწავლა განაგრძო, თუმცა წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ლიცენზია არ მისცეს.
როგორც თავად ამბობს, ის რასტაფარის მიმდევარია, რომელიც აფრიკაში აღიარებული რელიგიაა. რელიგიის ამ მიმდინარეობაში ერთ-ერთი რიტუალის შესასრულებლად აუცილებელია კანაფის მოწევა. ამ არგუმენტით ხსნიდა თავის საქციელს პრინცი, მაგრამ ამან არ გაჭრა.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები