105 წლის მორბენალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ფოტო: Brit Huckabay / NSGA
105 წლის ამერიკელმა ქალმა, მეტსახელად "ქარიშხალმა", 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა — შესაბამისი მანძილი მან 1 წუთში, 2 წამსა და წამის 95 მეასედში დაფარა. ჯულია ჰოუკინსი მიღწეული შედეგით პირველი ქალი და პირველი ამერიკელი მძლეოსანი გახდა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში, 105 წლის ან უფროსი სპორტსმენების კატეგორიაში, მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო.
სანამ ჯულია რეკორდს ამყარებდა, გარშემო მას მეგობრები და ოჯახის წევრები ამხნევებდნენ.
"შესანიშნავი იყო ამდენი მეგობრისა და ახლობლის ხილვა", — განაცხადა მოგვიანებით ჰოუკინსმა, —"თუმცა, წუთზე ნაკლებ დროში მინდოდა ამის მიღწევა".
თავისი შედეგით უკმაყოფილო მძლეოსანს ჰკითხეს, კიდევ თუ ირბენდა 100-მეტრიან დისტანციაზე, რაზეც დაუფიქრებლად გასცა დადებითი პასუხი.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჰოუკინსი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ლუიზიანელმა ქალმა, რომელიც წინათ სკოლის მასწავლებელი იყო, 101 წლის ასაკში 100-მეტრიანი დისტანცია 40,12 წამში დაფარა.
"სირბილი მიყვარს და მომწონს, რომ სხვებისთვის მოტივაცია ვარ", — ამბობს ჰოუკინსი, — "მინდა, იქამდე ვირბინო, ვიდრე ამას შევძლებ. სხვებს კი ვეტყოდი, რომ თუკი გინდათ, ასაკის მატებასთან ერთად ისევ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოთ, აქტიურად უნდა იცხოვროთ".
2019 წელს ჰოუკინსმა ოქროს ორი მედალიც მოიპოვა ნიუ-მექსიკოში გამართულ შეჯიბრზე, 50-მეტრიან და 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში.
"მიხარია, რომ ისე კარგად ვიასპარეზე, როგორც მოვახერხე, თუმცა, ისე კარგად ნამდვილად ვერ მოვახერხე, როგორც აქამდე მიასპარეზია", — დასძენს ჯულია, — "არ ვიცი, ეს იმის გამოა, რომ მოვხუცდი თუ ყველაფერი გარემოს დავაბრალო.
"წარმოიდგინე, რომ ამ ასაკში ასეთი რაღაცის გაკეთება ისევ შეგიძლია", — განაგრძობს იგი, — "უბრალოდ, ვცდილობ, სულ დაკავებული ვიყო. ვმოძრაობ. საერთოდ არ ვვარჯიშობ, მიუხედავად იმისა, რომ წინათ ვვარჯიშობდი, თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ აღარ მჭირდება".
დასასრულს ჰოუკინსმა განაცხადა, რომ მომავალი წლის მაისში, ფლორიდაში, სიამოვნებით იასპარეზებდა შეჯიბრებაზე.
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
კომენტარები