ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ფოტო: GETTY
საქართველოს მოქალაქეების ნაწილს Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერისა და ჩანაცვლების მიღება უკვე შეუძლია. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
რა არის ბუსტერი და როგორ მივიღოთ
ასე ჰქვია აცრის მესამე დოზას, რომელმაც დამატებითი დაცვა უნდა უზრუნველყოს. ამ ეტაპზე, ბუსტერის ყველასთვის არ არის ნებადართული. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ სრულად უნდა აიცრას პირველი და მეორე დოზით, ხოლო მესამე დოზა მიიღონ მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა. ესენი არიან:
- 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრები 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათი მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
- სამედიცინო პერსონალი;
- 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით. ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულმა პირებმა ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა — ფორმა №IV-100/ა.
რაც შეეხება ვადებს, იმისთვის, რომ ბუსტერის გაკეთება შეძლოთ, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული. ამ ეტაპზე რეგისტრაცია შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ოქტომბრის ბოლოდან ონლაინ დარეგისტრირებასაც შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ მესამე დოზა შეიძლება იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა — სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი. რაც შეეხება ასტრაზენეკას, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ვაქცინით ბუსტერი არ კეთდება, თუმცა ასტრაზენეკათი აცრილებს შეუძლიათ ბუსტერად გაიკეთონ ფაიზერი.
რა არის ჩანაცვლება და როგორ მივიღოთ
იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილ კატეგორიებში ვერ ხვდებით, ბუსტერ დოზას ვერ მიიღებთ. გამონაკლისია იმ ქვეყნებში გამგზავრება, რომლებსაც აღიარებული არ აქვთ სინოფარმი და სინოვაკი და იმისთვის, რომ საზღვარზე შეგიშვან, სხვა ვაქცინას ითხოვენ. თუმცა ეს უკვე აღარ არის ბუსტერ დოზა, ეს არის ე.წ. ჩანაცვლება და მათ შორის რამდენიმე სხვაობაა.
მაგალითად, თუ ბუსტერ დოზას იკეთებთ ერთხელ, ჩანაცვლება დაგჭირდებათ ორჯერ, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი მიზანია შეხვიდეთ იმ ქვეყანაში, სადაც მათ მიერ აღიარებული ვაქცინით ორჯერ აცრას ითხოვენ.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით იმ პირების აცრა, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში სინოფარმით ან სინოვაკით აცრიდან მინიმუმ 28 დღე უნდა იყოს გასული.
ამ ეტაპზე ჩანაცვლებისთვის წინასწარ რეგისტრაციას ვერ გაივლით. ამისთვის უნდა მიაკითხოთ ამცრელ პუნქტებს და წარუდგინოთ სამგზავრო ბილეთი/ჯავშანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა. ჩანაცვლებაზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლიათ ამცრელ პუნქტებზე მიხვალთ.
ჯანდაცვის სამინიტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია განმარტავს, რომ ჩანაცვლება არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც საზღვარგარეთ მიდის და არა აუცილებლობა.
"მიუხედავად იმისა, რომ სინოფარმიც და სინოვაკიც ჯამნოს ავტორიზებული და მაღალი ხარისხის ვაქცინაა და ძალიან ბევრი მილიონი დოზაა მსოფლიოში გამოყენებული, ევროპის გარკვეული ქვეყნები მაინც არ აღიარებენ და ამ ვაქცინით აცრილებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებენ. გვქონდა შემთხვევები, როდესაც სტუდენტები მიდიოდნენ სასწავლებლად და იქ პრობლემები ექმნებოდათ, ან სამკურნალოდ, ან მივლინების მიზნით და ა.შ. და იქ უწევთ კარანტინში ყოფნა. ჩანაცვლება ამ ადამიანების ხელშეწყობას ემსახურება — ვაქცინების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთ პირებს გავუჩინოთ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში ჩაანაცვლონ ის ვაქცინები. ანუ გაიკეთონ დამატებით ორი დოზა. საქართველოში ამ მიზნისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერი", — ამბობს ადამია.
ის ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა ეს არ გაიგონ ისე, თითქოს უკვე სინოფარმითა და სინოვაკით აცრილმა ადამიანებმა ფაიზერის ორი დოზა უნდა გაიკეთონ.
"ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ სინოფარმსა და სინოვაკს აუცილებლად ორი დოზით რევაქცინაცია სჭირდება. ორივე არის ძალიან მაღალი ხარისხის, ჯანმოს ავტორიზებული ვაქცინა, ეს ადამიანები ჩვეულებრივად ითვლებიან ორი დოზით აცრილებად. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიემგზავრებიან ქვეყანაში, რომელიც ამ ვაქცინას არ აღიარებს, მათ აქვთ შანსი, აიცრან ფაიზერის ორი დოზით", — აღნიშნავს ადამია.
მისივე განმარტებით, ჩანაცვლებისთვის მინიმუმ 28-დღიანი ვადა სავსებით საკმარისია და ეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაცვლების პირველი დოზიდან მეორემდე საზღვარგარეთ ვიზიტი გაუქმდა, მეორე დოზის მიღებას მაინც შეძლებთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ბუსტერ დოზის მიღება ბევრ ადამიანს სურს, თუმცა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, On.ge-მ ეკატერინე ადამიას ჰკითხა, რამდენად ელოდებიან, რომ მოქალაქეების ნაწილმა საზღვარგარეთ ვიზიტი შეიძლება დამატებითი დოზის მიღებისთვის გამოიყენოს, ან გააკეთოს ჯავშანი და შემდეგ გააუქმოს და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ასეთ ეფექტს არ ელოდებიან.
"ადამიანები პირველად ვაქცინაციაზე ვერ მოვიზიდეთ და მეორადი ვაქცინაციისთვის თუ კიდევ ორჯერ და ოთხჯერ გაიკეთებენ ვაქცინას და უფრო მეტად დაცულები იქნებიან, ნუ, სხვა რა გზაა. თუმცა ეს კეთილსინდისიერების თემაა... თუ იზამს, ამისთვის სხვა სამსახურები არსებობს. ცოტა მეეჭვება, ამ მიზნით ყველამ რევაქცინაცია მოინდომოს, ცოტა მეეჭვება. პირველ დოზაზე ვერ მოვიყვანეთ ხალხი და მაინცდამაინც ასეთ ეფექტს არ ველოდებით".
რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური შინაარსის კითხვაზე ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ ასე უპასუხა:
"თუ ახლა დავიწყებთ ხვერელებზე, ხვრელი ყველაფერში არსებობს და ამიტომ, ჯობია, ვენდოთ ჩვენს კეთილსინდისიერებას ყოველთვის".
გარდა ბუსტერისა და ჩანაცვლებისა, ვაქცინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ფაიზერით აცრას შეძლებენ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები. გარდა ამისა, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე აიცრებიან იმავე ასაკის ის ბავშვებიც, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება. რეგისტრაცია შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების აცრა ჯერ სიახლეა, მათთვის ბუსტერ დოზებზე საუბარიც ადრეა.
ამასთან, პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, პირველი დოზის შემდეგ დაორსულების შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–ის ვაქცინით.
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე? Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?
გადახედვა
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს
გადახედვა
-
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
გადახედვა
-
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
-
დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული დაღესტანში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა — მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის თიბისის მოსწავლის ბარათი — მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
-
გერმანიაში პლასტმასის ბოთლი წარწერით — "პოლონიუმ-210" იპოვეს გერმანიაში პლასტმასის ბოთლი წარწერით — "პოლონიუმ-210" იპოვეს
გადახედვა
-
ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
გადახედვა
-
საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი პირი ჯარში გაწვევის მიღებისთანავე ვალდებული იქნება საქართველოში დაბრუნდეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
-
მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები
კომენტარები