ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ერთ-ერთი გამარჯვებული ლამარა აბჟანდაძეა
დღეს ვაქცინაციის წამახალისებელი პირველი ლატარია გათამაშდა. ყოველდღიურ ლატარიაში 100 და 500 ლარი გათამაშდა და გამოვლინდა 160 გამარჯვებული.
ერთ-ერთი გამარჯვებული ცნობილი ბლოგერი და პედაგოგი ლამარა აბჟანდაძეა, ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა:
"ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დასჭირდა? მაგრამ იმწამსვე მომახარა ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე რა თქმა უნდა ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე, გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე..
ყველას გირჩევთ, აიცრათ. ხოლო ვინც აცრილები ხათ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა".
90 წლის ბლოგერი ასტრაზენეკას ვაქცინით 2021 წლის აპრილში აიცრა. ის აქტიურად მოუწოდებს საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.
"უკვე 91 წლის ვხვდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც, მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ასტრაზენიკით ერთ–ერთმა პირველმა ავიცერი", — წერდა ის აგვისტოში.
ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღე 12 საათზე იმართება. აცრილმა მოქალაქეებმა იმის გასაგებად მოიგეს თუ არა, მითითებულ ველში უნდა ჩაწერონ პირადი ნომერი.
ლატარიის საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს და გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.
ლატარიაში მონაწილეობას იღებენ, როგორც სრულად აცრილები, ისე ერთი დოზით აცრილი მოქალაქეები. კომპანია გამარჯვებულებს შემთხვევით შერჩევითობის პრინციპით გამოავლენს.
თუ წამახალისებელ გათამაშებაში ვერ მოიგეთ, გული არ დაგწყდეთ, რადგან ვაქცინაციის შემთხვევაში თქვენ უკვე გამარჯვებული ხართ. აცრის შემდეგ ინფიცირების შემთხვევაში მომაკვდინებელი ვირუსს უფრო მარტივად დაამარცხებთ, თქვენი გადარჩენის შანსი კი 99%-ზე მაღალია.
გაიგეთ მეტი:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები