TI: ქართულმა ოცნებამ მთლიანი კერძო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი მიიღო
"ქართული ოცნების შემოსავალი შვიდჯერ აღემატება მეორე ადგილზე
გასულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემოსავლებს და თითქმის ორჯერ
აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოსავლებს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
კვლევის ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, რომ კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.
ამ თანხის უდიდესი ნაწილი 21 310 211 ლარი (66%) მიიღო ქართულმა ოცნებამ, შემდეგ მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 811 045 ლარით, მესამეზე კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსია 1 674 908 ლარით.
მიღებულ შემოსავლების ყველაზე მსხვილი სამი კატეგორია არის:
- სახელმწიფო დაფინანსება;
- კერძო შემოწირულობები;
- საბანკო სესხები.
გარდა ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსისა, ყველა სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსება შეადგენდა.
მთლიანობაში, საარჩევნო სუბიექტებმა 21 726 165 ლარის კერძო შემოწირულობა მიიღეს.
ამ თანხის უდიდესი ნაწილი, 19 183 489 ლარი მიიღო ქართულმა ოცნებამ, შემდეგ მოდის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 998 001 ლარით, მესამეზე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 972 764 ლარით.
TI მიიჩნევს, რომ ამ ოდენობის შემოწირულობები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
საარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოწირულობა 19-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობას და 6-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებზე.
მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ მმართველი პარტიისა და დანარჩენების შემოწირულობებს შორის ამხელა სხვაობა საქართველოს საარჩევნო ისტორიისთვის უპრეცენდენტოა.
მათ ასევე დაადგინეს, რომ ყველა კვალიფიციური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულობების 85 პროცენტი 1 233-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი 15% - 65-მა იურიდიულმა პირმა; ფიზიკური პირებიდან 201 ადამიანი (თავად ან მისი ოჯახის წევრი) 935 იურიდიულ პირთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული.
201 ადამიანიდან 76 პირი ისეთ კომპანიებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღეს.
ამ 76 ფიზიკური პირიდან 55 ქართული ოცნების შემომწირველია, რომლებმაც საარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას მთლიანობაში 1 661 470 ლარი შესწირეს, ამ 55 ადამიანთან დაკავშირებულმა 49 კომპანიამ კი დაახლოებით 2 400 000 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო.
საარჩევნო პერიოდში სულ 122-მა სახელმწიფო თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა ფულადი შემოწირულობა.
TI-ის შეფასებით, მათგან 8 პირის შემთხვევა აჩენს გარკვეულ კითხვებს, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი საკუთარი შემოსავალი, რათა შეეწირათ პოლიტიკური პარტიისთვის.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები