ფარული ჩანაწერების გავრცელება და უკანონო მოსმენა სერიოზულ გამოწვევად რჩება — IDFI
ფოტო: Anelo / Shutterstock
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები, ასევე, დამნაშავეთა დაუსჯელობა სერიოზულ გამოწვევად რჩება. ორგანიზაციის განცხადებით, უკანონო ფარული მეთვალყურეობისა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციით შანტაჟის ყველა შემთხვევა დროულ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის 2018-2020 წლების სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რიცხვი და მათი დაკმაყოფილების ჯამური მაჩვენებელი შემცირდა. IDFI-ის კვლევის მიხედვით, ეს უკავშირდება კომპიუტერული სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან სამი წლის განმავლობაში ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობების მნიშვნელოვნად კლებას. ორგანიზაციის მიხედვით, ამ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებული შუამდგომლობათა რიცხვი 7 150-დან (2018 წელს) 1 348-მდე შემცირდა (2020 წელი).
"ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადის გაგრძელებასთან, ფარულ ვიდეოჩაწერასა და ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი მზარდია. უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების მაჩვენებელიც. ასევე, 2018 წლის შემდგომ იზრდება განხილულ შუამდგომლობათა შორის გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების პროცენტული წილი და მათი დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელიც. 2020 წელს ეს უკანასკნელი 98,5%-ს აღწევს. ბოლო წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირემაც იმატა", — წერია IDFI-ის კვლევაში.
ორგანიზაცია იმასაც აღინიშნავს, რომ საქართველოში ფარული მეთვალყურეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, რადგან, IDFI-ის შეფასებით, ის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარ გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემა და სათანადო პროცედურული გარანტიები, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა", — აცხადებს IDFI.
ორგანიზაციამ ძირითადი მიგნებები ასეთია:
- 2020 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით ჯამში 997 შუამდგომლობა განიხილეს. ამ შუამდგომლობების 62% თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა;
- სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობა 2018 წლიდან თანდათანობით იზრდება და 2021 წლის პირველივე კვარტალში სოლიდურ ნიშნულს, წინა სრული წლის თითქმის ნახევარს — 2 403-ს აღწევს;
- 2018 წლიდან დღემდე სტაბილურად იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაუდებელი აუცილებლობისას სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ პროკურატურიდან შესული შუამდგომლობების რაოდენობა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი ჯამში 36 იყო, 2019 წელს — 81, 2020 წელს — 107, ხოლო 2021 წლის პირველივე კვარტალში შუამდგომლობების რიცხვი უკვე 32-ს აღწევს;
- სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის რაოდენობის პარალელურად, ბოლო წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შეჩერების მექანიზმის გამოყენების სიხშირეც გაიზარდა. 2020 წელს ამ მექანიზმის გამოყენების ნიშნულმა 116-ს მიაღწია (115 მათგანი გამოყენებული იყო სასამართლოს განჩინებაზე, ხოლო 1 — პროკურორის დადგენილებაზე);
- 2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და მოსმენასთან დაკავშირებული შუამდგომლობების სრულად დაკმაყოფილების ყველაზე მაღალი — 92%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2018 წელს შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 88%, ხოლო 2019 წელს 84% იყო;
- 2020 წელს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული 3 442 შუამდგომლობა შევიდა. გასული წლების მსგავსად, შუამდგომლობათა ყველაზე დიდმა რაოდენობამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიყარა თავი;
- წინა წელთან შედარებით, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ შესულმა შუამდგომლობებმა მნიშვნელოვნად, 51%-ით დაიკლო. ასევე, აღსანიშნავია ამ შუამდგომლობათა დაკმაყოფილების კლების ტენდენცია: 2018 წელს შუამდგომლობათა 95,7%, 2019 წელს 94,6%, ხოლო 2020 წელს 94,2% დაკმაყოფილდა;
- 2018 წლის შემდგომ იზრდება განხილულ შუამდგომლობათა შორის გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობების პროცენტული წილი. 2018 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული შუამდგომლობების მხოლოდ 1%-ს შეადგენდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობა, 2019 წელსპროცენტული წილი 4%-მდე, ხოლო 2020 წელს 6% -მდე გაიზარდა;
- 2018 წელს ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობათა 92,6% დაკმაყოფილდა, 2019 წელს — 84,7%, ხოლო 2020 წელს ყველაზე მეტი — 98,5%;
- სერიოზულ გამოწვევად რჩება ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და უკანონო მოსმენის ფაქტები და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მყარი გარანტიების არარსებობას ცხადყოფს.
-
მეცნიერებმა IBM-ის კვანტური ჩიპით ერთ-ერთი უდიდესი დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა IBM-ის კვანტური ჩიპით ერთ-ერთი უდიდესი დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
ბირთვული იარაღის გამოცდა უშუალოდ აფეთქების გარეშე — ახალი მიგნება ფიზიკაში ბირთვული იარაღის გამოცდა უშუალოდ აფეთქების გარეშე — ახალი მიგნება ფიზიკაში
გადახედვა
-
სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot) სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)
გადახედვა
-
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
-
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა
გადახედვა
-
5 უფასო აპლიკაცია, რომელიც კალორიების დათვლაში დაგეხმარება 5 უფასო აპლიკაცია, რომელიც კალორიების დათვლაში დაგეხმარება
-
სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
-
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ? ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს
გადახედვა
-
"საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს "საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს
გადახედვა
-
რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგა დღეში, თუ სულ ზიხარ? რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგა დღეში, თუ სულ ზიხარ?
-
"ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს "ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ
-
"თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე "თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად
გადახედვა
-
პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
გადახედვა
-
"ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
გადახედვა
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
გადახედვა
კომენტარები