7 სიახლე, რომელიც წიგნის ფესტივალზე გელოდებათ
ფოტო: პალიტრა L
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დიდი ხანია სხადასხვა ასაკის, გემოვნებისა თუ შეხედულებების მკითხველებს ერთ სივრცეში აერთიანებს. წელს გამომცემლობა პალიტრა L მკითხველებს ერთმანეთისგან განსხვავებულ, ჟანრობრივად მრავალფეროვან სიახლეებს სთავაზობს.
1. ლაზიერის გამბიტი - უოლტერ ტევისი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი მკითხველებმა რამდენიმე თვის წინ გაიცნეს, მაგრამ სულ სხვა ფორმატში - ნეტფლიქსის მიერ გადაღებული ლაზიერის გამბიტის ეკრანიზაცია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო და საქართველოშიც უოლტერ ტევისის ამ რომანის გამოცემას არაერთი თაყვანისმცემელი ელოდა!
დედის დაღუპვა და ბავშვთა თავშესაფარი, უმეგობრობა და მარტოობის გულსაკლავი შეგრძნება პატარა გოგონასთვის დიდი გამოცდა იყო, მაგრამ მის უფერულ ცხოვრებაში პატარა სხივი მაინც გამოჩნდა. ვუნდერკინდი გოგონას დაბინდულ გონებას მხოლოდ ჭადრაკი აფხიზლებს, მხოლოდ თამაშის დროს შეუძლია საღად აზროვნება და აი, დგება დრო ოსტატობის გამოცდისა, რომელიც ნებისყოფის გამოცდაც იქნება. როგორც წიგნის ავტორმა, ამერიკელმა მწერალმა უოლტერ ტევისმა ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუში განაცხადა, ბეტ ჰარმონის ცხოვრების ამბავი „გონიერი, ნიჭიერი ქალებისთვის გაღებული ხარკია“.
2. ცეცხლი და სისხლი - ჯ.რ.რ. მარტინი
მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე
ჯორჯ რ.რ. მარტინი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მწერალია. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც HBO-ს გახმაურებული სერიალის Game of Thrones ერთი სერია მაინც არ უნახავს. სერიალი სწორედ მარტინის წიგნების მიხედვით გადაიღეს. ცეცხლი და სისხლი ვესტეროსში ტარგარიენთა მეფობაზე მოგვითხობს: თუ როგორ გააერთიანა ეიგონ პირველმა ვესტეროსის მოქიშპე სამეფოები და დანებებულ თუ დახოცილ მტერთა ხმლებისგან რკინის ტახტი გამოაწრთო. სწორედ ის რკინის ტახტი, რომლის ხელში ჩასაგდებადაც თაობები იბრძოლებენ. ცეცხლი და სისხლი ეიგონის მეფობის გარდა, მისი შთამომავლების მეფობის წლებზეც მოგვითხრობს. წიგნის მიხედვით HBO უკვე იღებს სერიალს, რომელსაც House of the Dragon ერქმევა.
აღსანიშნავია, რომ პალიტრა L-ის სიახლეებში აღმოაჩენთ ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ ქალ-ავტორებს, მათი ტექსტების ახალ თარგმანებსა და გამოცემებს.
3. გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი - ბერნარდინ ევარისტო
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე
ბერნარდინ ევარისტო რვა რომანის ავტორია. ის პირველი შავკანიანი მწერალია, რომელმაც რომანისთვის გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი 2019 წელს ბუკერის პრემია მიიღო.
ამა ბონზუ — აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი — თავისი ბოლო წარმოდგენის, დაჰომეას უკანასკნელი ამორძალის, პრემიერისთვის ემზადება და, მიუხედავად იმისა, რომ 40 წელია, პრემიერებშია, ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება რომანი-საგა, 12 ქალის ცხოვრების ამსახველი თვალისმომჭრელი პანო, რომლის „ხატვაც“ პრემიერის შემდგომი ალაფურშეტით სრულდება. მანამდე კი ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და ჯიუტად და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია ელვარე ნიჭით დაჯილდოებული ლესბოსელის პირად ცხოვრებაში.
იუმორით, ირონიით, გულისტკივილით, სიყვარულით, მეგობრობითა და ურთიერთთანადგომით სავსე პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 92 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის პირადი და ოჯახური ამბებია მოთხრობილი.... ეს ამბები ხან გულის ამაჩუყებელია, ხან შთამაგონებელი, ხან კი დამთრგუნველი და შემაძრწუნებელი, მაგრამ ეს ნამდვილი ამბებია, ისეთივე ნამდვილი, როგორიც მილიონობით ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.
4. დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი - ელიფ შაფაქი
მთარგმნელი: გვანცა გარმელია
თურქი მწერალი ელიფ შაფაქი მიზნისკენ სწრაფვის, საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლის საუკეთესო მაგალითია. მისი ყველა წიგნი ბესტსელერია ბესტსელერია და მათ შორისაა დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი.
ავტორი, რომელიც ორ კულტურას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მსოფლაღქმას აერთიანებს, გამორჩეული თხრობის სტილით ახერხებს ერთმანეთისგან განსხვავებულ მკითხველებს საყოველთაო ადამიანურ პრობლემებსა და განცდებზე, ბედნიერების ძიებაზე მოუყვეს. წიგნში „დაუსრულებელ გატაცებათა ღმერთი“ მკითხველი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდა იმიგრანტებისა და მათი გარემოცვის პრობლემებს, თვითდამკვიდრების სურვილსა და სასიყვარულო თავგადასავლებს გაეცნობა.
5. გეიშას მემუარები - ართურ გოლდენი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
ფესტივალზე ასევე არ უნდა გამოგრჩეთ მსოფლიო ბესტსელერის, ართურ გოლდენის გეიშას მემუარების პირველი ქართული გამოცემა, რომელიც ია ქვაჩახიამ თარგმნა.
მწერალი მებადურის ქოხში გაზრდილი იაპონელი გოგონას დრამატულ ამბავს გვიყვება. გეიშების უცნაური ცხოვრების ამსახველ ამ მატიანეს, რომელსაც საიური გვთავაზობს, შესაძლოა, ბადალიც კი არ მოეპოვებოდეს. გეიშები განცდილზე ხმამაღლა არ საუბრობენ, ამ ქალების ხმა არსად ისმოდა საუკუნეების განმავლობაში. ვისაც გაინტერესებთ მათი იდუმალი სამყარო, ამომავალი მზის ქვეყნის უცნობი შუქ-ჩრდილები, ძველი კიოტო და მისი ლაბირინთები, ეს წიგნი სწორედ თქვენ გელოდებათ.
6. შენ - კეროლაინ კეპნესი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
ვისაც თრილერი გიტაცებთ, პალიტრა L მრავალფეროვბან არჩევანს გთავაზობთ.
სავარაუდოდ, წიგნის მაღაზიასთან ყველას თავისებური დამოკიდებულება აქვს - ძირითადად, დადებითი და სასიამოვნო. იქ ხომ სიმშვიდე, წესრიგი და სიმყუდროვეა. ხომ ვერავინ წარმოიდგენს, რომ წიგნის მაღაზიის სარდაფში გოგონაა გამოკეტილი? იმასაც ვერავინ დაუშვებს, რომ მისი დამატყვევებელი ახალგაზრდა, ქარიზმატული მამაკაცია - წიგნების ერთ-ერთი საუკეთესო კონსულტანტი.
კეროლაინ კეპნესის შენ სწორედ ამ წარმოუდგენელ ამბავს მოგვითხრობს, დაძაბულ, სახიფათო და მიმზმდველ ამბავს და სწორედ ამ თრილერის მიხედვით გადაიღო სერიალი ნეტფლიქსმა. თუ თრილერები გიტაცებთ, სერიაში ტოპ თრილერი ისეთ წიგნებს შეხვდებით, როგორიცაა მოკალი ევა ( Killing Eve) და ქალი ფანჯარაში (The Women in The Window).
7. TORESA MOSSY - სიბრძნე სიცრუისა
ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული გამოცემა ქართველი ავტორის, TORESA MOSSY-ს საბას ლაურეატი რომანია. სიბრძნე სიცრუისა _ ეს შვიდი ნოტის ამბავია და მას თვით ნოტი გვიამბობს. ეს არ არის მუსიკალური სიბრძნე სიცრუისა, ეს ადამიანთა ცხოვრებაა საფეხურებად, ტერციებად, ხან აღმავალ და ხანაც დაღმავალ ოქტავებად. თუ ცხოვრობ პროვინციულ ქალაქში, თუ ადამიანი ხარ, ვერსად გაექცევი ვერც ამ ქალაქს, ვერც საკუთარ თავს და ვერც ადამიანურ ვნებებს, სახელად ხან სისუსტე და უმწეობა, ხან შური და ღალატი, ხანაც სიკეთე, გულისხმიერება და ერთგულება რომ ჰქვია... და ეს წიგნი ამაზე(ცა)ა!
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა რატომ არის დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუშაობა
-
გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები
გადახედვა
-
მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს
გადახედვა
-
გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა
გადახედვა
-
საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის
-
მერია: ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება მერია: ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დააკავეს
გადახედვა
-
"ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს "ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს
გადახედვა
-
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა
გადახედვა
-
კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა







კომენტარები