სამშენებლო და სარემონტო მასალები ციფრულ სივრცეში ნოვასგან
ფოტო: ნოვა
ნებისმიერი მეგობარი, რომელმაც რემონტი თუ მშენებლობა სულ ახლახან დაასრულა, როგორც წესი, დამღლელი და შრომატევადი პროცესისთვის გვამზადებს ხოლმე. ასეთი მეგობრები ყველას გვყავს და ისინი დაუზარებლად გვიზიარებენ ხოლმე თავიანთ გამოცდილებას: სად ვიყიდოთ ესა თუ ის მასალა: საიზოლაციო სისტემებიდან დაწყებული კერამიკული ფილებით დამთავრებული, მათ ყველაფრის ფასი და ხარისხი იციან ქალაქში.
და რას იტყოდით, ასეთი მეგობარი თავად კომპანიას რომ შემოეთავაზებინა არამხოლოდ მაღაზიების, არამედ - ვებ-გვერდის სახითაც?
ყიდვის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, ნოვამ ვებ-გვერდი შექმნა, მასშტაბური ციფრული მაღაზია, სადაც თითოეული პროდუქტის ნახვა, დათვალიერება, ფასების შედარება, ყიდვა და თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით გამოწერილი ნივთის მიღებაა შესაძლებელი.
ონლაინ-მაღაზია, სადაც სამშენებლო თუ სარემონტო მასალები და სახლისა და ეზოსთვის განკუთვნილი ყველა საჭირო მასალა თუ ხელსაწყო იყიდება; კონსულტანტები კი შენი პირადი ონლაინ-ასისტენტები ხდებიან: ისინი ითვალისწინებენ შენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს და მათზე მორგებულ მასალებს გთავაზობენ.
ეს და უამრავი სხვა დეტალი, რომელიც მშენებლობასა თუ რემონტში ხდება ხოლმე საჭირო, ერთიანდება სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია ნოვას სახურავის ქვეშ: კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებელმა, შერჩევიდან დაწყებული პროდუქციის გამოცდით დამთავრებული, მიიღოს ამ სფეროში კარგი გამოცდილება.
დაარსების ამბავი
ნოვა 15 წლის წინ რისკიანი და გაბედული ადამიანების მიერ დაარსდა. მაშინ დამფუძნებლებს ჰქონდათ ამბიცია, არამხოლოდ შემოეტანათ ბაზარზე საერთაშორისო, ცნობილი ბრენდები, არამედ, დაარსებიდან ცოტა ხანში ადგილზე ეწარმოებინათ ქართული პროდუქტი.
მაშინ იარლიყი „დამზადებულია საქართველოში“, მით უმეტეს, სამშენებლო სფეროში, არც თუ ისე საამაყო, მეტიც, სარისკო ნაბიჯადაც კი მიიჩნეოდა. თუმცა ნოვაში მტკიცედ სჯეროდათ, რომ საუკეთესო პროდუქტის შეფასების მათეული კრიტერიუმების ჩამოყალიბებით ქართულ პროდუქტსაც არანაკლებს შექმნიდნენ.
ასეც მოხდა: დღეს ნოვა სასახურავე მასალებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებსა და მათ აქსესუარებს, ავზებს, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანებს და სხვა პროდუქტებს წარმატებით აწარმოებს.
„დღეს ნოვა საუკეთესო საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა ხარისხი ეჭვს არ ბადებს. ზუსტად ამან გვიბიძგა კომპანიაში ქართული წარმოების ხაზის განვითარებისკენ, რადგან ვიცოდით რა სურდა მომხმარებელს: სისწრაფე, ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი“, — ამბობს PR-სა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო თურმანიძე.
ქართული ბიზნეს-გარემოს დასტაბილურებასა და ქართული კომპანიებისთვის წარმოების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფო პროგრამამ — აწარმოე საქართველოში, რომლის დახმარებითაც კომპანიამ 2017 წელს შეძლო წარმოების კიდევ უფრო გაფართოება. შეიქმნა გარემო, სადაც შესაძლებელი გახდა რისკების მინიმალურ დონეზე დაყვანა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.
რისი ყიდვა შეგვიძლია ნოვაში
გარდა ვებ-გვერდისა, დღეს ნოვა მომხმარებელს თბილისში ბათუმსა და ქუთაისში, სამ მეგაცენტრში მასპინძლობს. აქ ორი ტიპის ადამიანი მოდის: ის, ვისთვისაც მშენებლობა და რემონტი პროფესიაა და ის, ვისაც სურს, თავად შექმნას, გაარემონტოს ან ააშენოს რაღაც, ან სულაც, შეაკეთოს გაფუჭებული ნივთი და ახალი სიცოცხლე მიანიჭოს.
„სწორედ ამიტომაც, ჩვენს დახლებსა თუ ონლაინ-მაღაზიაში შეხვდებით როგორც პროფესიონალურ ხელსაწყოებს და მასალებს, ისე — ყველასათვის ადვილად მოსახმარებელ, მარტივ და მსუბუქ ნივთებს“, — აცხადებს ნინო თურმანიძე.
გარდა სამშენებლო და სარემონტო მასალებისა, აქ შეიძენთ უამრავ ისეთ პროდუქციას, რომელიც ხშირად გინახავთ სახალისო „გააკეთე თავად“ ე.წ. DIY ვიდეოებში. ასეთი მასალებითა და ხელსაწყოებით კი უამრავი საინტერესო და უნიკალური ნივთის დამზადება შეგიძლიათ.
50 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით უკვე ჩაეშვა ნოვას მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში.
თუკი მასალების მრავალფეროვნება დაგაბნევთ, თქვენი საჭიროების მიხედვით შესაბამის პროდუქტს ნოვას კონსულტანტები აგარჩევინებენ. ისინი აქ ნებისმიერ საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი - შესაბამისად, ნოვაში შოპინგი საინტერესო ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის იქნება.
ნოვას მიზანია შეუქმნას მომხმარებელს კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, დღევანდელ რეალობაში კი ამ კომფორტს კომპანია ერთი საიტის ქვეშაც გთავაზობთ.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა

კომენტარები