რა უნდა ვიცოდეთ, სანამ გარუჯვას გადავწყვეტთ — დერმატოლოგ ზაზა თელიას რჩევები
ზაფხული, მზე, ნანატრი შვებულება და ზღვის სანაპიროზე გატარებული დღეები ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოდ, კანის დამწვრობით ან სხეულის სხვა დისკომფორტით შეიძლება დასრულდეს. ამის მიზეზი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი, დაუცველი მიღებაა.
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა მოემზადოთ ცხელი სეზონისთვის და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ ულტრაიისფერი სხივების ორ ძირითად ტიპს გამოვყოფთ:
UV (A) — გრძელი ტალღის სიგრძით ხასიათდება და მისი 95% აღწევს დედამიწამდე.
UV (B) — მოკლე სიგრძის სხივია, ამიტომ მისი მხოლოდ 5% გადალახავს ყველა შრეს და შთაუნთქმელად მოაღწევს დედამიწის ზედაპირამდე.
ეს მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რამდენიმე პრაქტიკული რჩევის უკეთ აღქმაში გამოგვადგება.
ფოტო: ციტო
ულტრაიისფერი სხივების ჭარბად, დაუცველად მიღებისას შექმნილ საფრთხეებსა და სავალალო შედეგებზე სარწმუნო სამედიცინო კვლევები მოწმობს. ორგანოები, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან: კანი და თვალებია.
ა) გარუჯვის პროცესში, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით უჯრედებში
პიგმენტი მელანინის დაჟანგვა ხდება. A ტიპის სხივები კანის ღრმა ფენებში აღწევს, აზიანებს კოლაგენის ბოჭკოებს და ქსოვილებს უკარგავს ელასტიურობას. UVB სხივებს მელანოციტებში მელანინის წარმოქმნის სტიმულირება შეუძლია (თუმცა ამ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს, ამიტომ ერთი შეხედვით "ჯერ არ გავრუჯულვარ", შესაძლოა რამდენიმე საათში ან მეორე დილას კანის დამწვრობის ნიშნებით გამოვლინდეს).
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ორივე ტიპის სხივს შეუძლია უჯრედის დნმ-ის დონეზე დაზიანება და კანცეროგენული მოქმედება.
ბ) ალბათ გსმენიათ თეთრი სიბრმავის შესახებ, რომელიც მაღალი გამოსხივების ხელსაწყოთი მომუშავე ადამიანებს ხშირად უვითარდებათ. გარდა ამ პათოლოგიისა, არსებობს სხვა დაავადებები, რომელიც სწორედ ულტრაიისფერ სხივებთან არის დაკავშირებული. რეალურად, ორივე ტიპის სხივს შესწევს ძალა დააზიანოს რქოვანა და თვალის სხვა გარსები, რის ხარჯზეც უარესდება მხედველობა. ეს პროცესი შედარებით ხანგრძლივ დროს მოითხოვს, თუმცა ქრონიკულ, შეუქცევად ხასიათს იღებს.
გ) დაბოლოს, რადგან ვთანხმდებით, რომ UVA/UVB სხივებს კანის და სხვა ორგანოების დამცველობითი ფუნქციის მოშლა და უჯრედის დნმ-ის დონეზე დაზიანება შეუძლია, იკვეთება ფაქტი, რომ მათი ჭარბი, მავნე მოქმედებით ქვეითდება იმუნიტეტი.
ფოტო: ციტო
ციტოს დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია თვლის, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ჯანმრთელობას და გაითვალისწინოთ შემდეგი პრაქტიკული რჩევები:
- გაუძელით ცდუნებას, ეწვიეთ ზღვის სანაპიროს დილის 11 საათამდე ან საღამოს 16:00 საათის შემდეგ.
- წაისვით მზისგან დამცავი გარეთ გასვლამდე 20 წუთით ადრე, განიახლეთ ყოველ 2 საათში, წყლიდან ამოსვლის და შხაპის მიღების შემდგომ.
- დამცავის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ წარწერაზე. პროდუქტს უნდა ეწეროს Broad Spectrum, ან UVA+UVB ანუ დაცვა ორივე ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან. მინერალური დამცავი მოქმედებს როგორც ერთგვარი ფარი, ამიტომ შემადგენლობის კომპონენტებს შორის მოიძიეთ: თუთიის ან ტიტანის დიოქსიდი. სასურველია პროდუქტს ეწეროს Water-resistent, ასეთი დამცავი წყლით/ოფლით ადვილად არ ჩამოირეცხება.
- გამოიყენეთ მზისგან დამცავის მსუყე რაოდენობა (1/4 ჩაის კოვზი მხოლოდ სახეზე), რაც მთავარია, მინიმუმ SPF 30.
- დაივიწყეთ მითი მზის ნაკლები მავნებლობის შესახებ ღრუბლიან ამინდში, ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს დედამიწამდე ღრუბლის გავლით, ამიტომ ასეთ ამინდშიც მაღალია დამწვრობის მიღების საფრთხე.
- თუ მზეზე დიდხანს ყოფნის სურვილი D ვიტამინის გამომუშავების სურვილით აიხსნება, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. აღნიშნულისთვის ყოველდღიურად, 20 წუთით გასეირნებაც კი საკმარისია.
- შეარჩიეთ ისეთი მზის სათვალე, რომელსაც ექნება სპეციალური ნიშანი: UVA/UVB.
- წელიწადის 365 დღის მანძილზე, მოღრუბლულ თუ მზიან ამინდში, მთაში თუ ბარში, შენობაში თუ გარეთ, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება.
- ზაფხულში, სანაპიროზე, აუცილებელია ატაროთ ქუდი, რომელიც სახის კანს დაგიფარავთ.
რა თქმა უნდა, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა არ არის გარანტია, რომ მათი ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაშიც კი, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან აბსოლუტურად დაცული ხართ, თუმცა ეს არის ის ძირითადი პუნქტები, რომლის შესრულებაც, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვევად აქცევს!
ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი სხეული და ეწვიეთ დერმატოლოგიურ კაბინეტს, თუკი მასზე უჩვეულო ლაქებს, ფერშეცვლილ ან გადიდებულ ხალებს შენიშნავთ.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები