გაიცანით გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს ფინალისტები აქ. ახლა
ფოტო: TBC
2 ივნისს თიბისი კონცეპტის საკონფერენციო დარბაზი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ამ დღეს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო გადაეცემათ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩართულ ქალებს და იმ ორგანიზაციებს და პროგრამებს რომლებიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი.
ჯილდო, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში დააწესა, ექვს კატეგორიაში გაიცემა. ფინალისტები არიან:
მომავლის ლიდერი
მომავლის ლიდერი 18-დან 30 წლამდე გოგოა, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს. ამ ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
ანა რობაქიძე, ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი Clientela-ში — ანამ ამერიკული გამოცილებით საქართველოში შექმნა კომპანია Clientela-ს ქართული ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს უდიდეს კონგლომერატებთან. ანა 2018 წელს ფორბსის 30 Under 30-ის სიაში, ტექნოლოგიის კატეგორიაშიც მოხვდა.
მარიამ გაგუა, Fennec Tech Studio-ს თანადამფუძნებელი და საქართველოს ბანკის პროდუქტების მენეჯერი — მარიამი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მას 6-წლიანი გამოცდილება აქვს კომპიუტერული ინჟინერიისა და ტექ პროდუქტების მენეჯმენტის მიმართულებით. ის თავისი პლატფორმით აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ტექნოლოგიების დარგს ქალებში და ზოგადად, ახალგაზრდებში.
მარიამ ლომთაძე, Dev Degree პროგრამის სტაჟიორი Shopify-ში — მარიამი 19 წლისაა და დაახლოებით 10 წლიდან დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებით. ამჟამად კარლტონის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს და Shopify-ში Dev Degree პროგრამაშია ჩართული.
ICT სფეროს ჩემპიონი
ICT სფეროს ჩემპიონი გახდება ის ქალი, ვისაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღები პოზიცია უჭირავს და სხვებს კარგ მაგალითს აძლევს. ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
მაკა მახათაძე, IT Academy Step-ის ქართული ფილიალის თანადამფუძნებელი და დირექტორი — მაკა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. 2015 წელს მან დააარსა IT Academy STEP-ის ქართული ფილიალი, რომელიც აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.
ნათია ხუხუნაიშვილი, IT Service Development-ის მენეჯერი — ნათია კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია. მას დიდი წვლილი მიუძღვის მაღალი დონის სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის პორტალ My.gov.ge-ის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემის შემუშავებაში.
სოფო ჭყოიძე, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი და ოპერაციების უფროსი ოფიცერი — სოფოს კომერციულ და ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის ხუთ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად Pulsar AI-ის ოპერაციების უფროსი ოფიცერია. კომპანია სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. სოფოს მრავალ მიღწევას შორისაა ფორბსის 30 Under 30-ის სიაში მოხვედრა ტექნოლოგიების მიმართულებით.
ტექნოლოგიური სტარტაპი
ტექ-სტარტაპის ნომინაციაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელსაც ფლობს ან მართავს ქალი და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ინოვაციური პროდუქტების, სერვისებისა თუ ბიზნესმოდელების შექმნაში.
CityPay.io — CityPay.io რეგიონში პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ბაზარზე ინოვაციური გადახდების პროგრამა დანერგა — ის ნებისმიერ ბიზნესს კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებას აძლევს.
Phubber — Phubber ციფრული პლატფორმაა სოციალური შოპინგისთვის. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის პროდუქტები.
Quickcash.AI — Quckcash.AI B2B ფინტექ პლატფორმაა. უფრო კონკრეტულად კი ის მომხმარებლებს ბიზნესის კრედიტუნარიანობის შემოწმების ინოვაციურ გზებს სთავაზობს. Quckcash.
ქალების გაძლიერების პროგრამა
ეს ნომინაცია აღიარებას მოუტანს იმ პროგრამას, პროექტს თუ საზოგადოებრივ ინიციატივას, რომელიც ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობას უწყობს ხელს. ამ ნომინაციაში წარდგენილი არიან:
ქალთა კოდირების სკოლა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების ამ პროგრამის მეშვეობით ქალები სხვადასხვა უნარს ითვისებენ — სწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტს, მანქანური დასწავლის პროგრამებს და სხვა საკითხებს. 5 წლის განმავლობაში პროგრამამ ტექნოლოგიურ სამეწარმეო ეკოსისტემაში 5000-ზე მეტი გოგო ჩართო.
ინჟინერიის სკოლა გოგოებისთვის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) — ამ პროექტის მთავარი მიზანია, გოგოებში ტექნოლოგიებისა და ინჟინერიისადმი ინტერესი გააძლიეროს, დაეხმაროს მათ ინჟინერიის კუთხით კარიერის განვითარებაში. სტუდენტებს ამ სკოლაში ტექნოლოგიების დარგში უკვე წარმატებული გოგოები უწევენ მენტორობას. ამჟამად მასში 100 ბენეფიციარია ჩართული.
ქალების ეკონომიკური გაძლიერება (ინოვაციური განათლების ფონდი) — პროგრამა დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში 18-დან 35 წლამდე ქალებს სოციალური მედიის, ვებ დეველოპმენტისა და ბიზნეს იდეებზე მუშაობის უნარებს უვითარებს. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, რითაც იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, კარიერის შენებისკენ ახალი გზები გაუკვალეს.
მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
ნომინაციაში გაიმარჯვებს ის ორგანიზაცია, რომელმაც ქალებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში თანაბარი, მრავალფეროვანი გარემო შექმნა. ამ ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი — ბიზნესისა და ტექნოლოგიების პროექტების დიდი ნაწილი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალების გაძლიერებაზე, ხელს უწყობს მათ, ჰქონდეთ წვდომა განათლებაზე ტექნოლოგიური მიმართულებით, მუშაობს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისა და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
ჯეოლაბი — ჯეოლაბი სხვადასხვა სახის შეხვედრასა და ლექციას უწევს ორგანიზებას ახალი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჯეოლაბს 2015 წლიდან აქვს სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა გოგონებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სფეროში მათ მოტივირებას და გაძლიერებას.
Smart Academy — Smart Academy თანამედროვე საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტრენინგ კურსებს, ვორქშოპებს, მასტერკლასებსა თუ საჯარო ლექციებს სთავაზობს. სმარტ აკადემიის თანამშრომელთა 60% ქალია. ის არაფორმალური განათლების ერთ-ერთი დიდი სივრცეა საქართველოში და ცდილობს ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებას.
ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი
ეს ნომინაცია იმ ქალის ან კაცის წვლილს აღიარებს, რომელიც დარგის ლიდერია და გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს. ნომინანტებს შორისაა:
ლილი ფულარიანი — ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, ლექტორი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების თანადამფუძნებელი — ლილი ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტია. ასწავლის სოციალური მედიის მარკეტინგს, ვებსაიტის მენეჯმენტსა და სხვა ციფრულ ინსტრუმენტებს. მან თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია "ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები" დააარსა და რეგიონებში ბავშვებსა და ქალებს ციფრულ ტექნოლოგიებზე ცოდნას უზიარებს.
მაკო ქურთიაშვილი, Smart Academy-ის გენერალური მენეჯერი, Smart Web-ის მმართველი პარტნიორი, ნიკოლა ტესლას სკოლის თანადამფუძნებელი, HIRO-ს სტრატეგიული მრჩეველი — მაკო 2011 წლიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 2018 წლიდან მაკო სმარტ აკადემიის გენერალური მენეჯერია. 2020 წლიდან კი სასწავლო სივრცე ნიკოლა ტესლას სკოლა დააარსა, სადაც ბავშვებს განათლების მიღებაში უწყობს ხელს.
მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი და თანადამფუძნებელი — მერაბ ლაბაძე ფიზიკოსი და განათლების პოლიტიკისა და ადმინისტრირების სპეციალისტია. მერაბმა 2010 წელს ინოვაციური განათლების ფონდი დააარსა, რომელიც საქართველოში ICT და STEM მიმართულებით განათლების გავრცელებასა და საგანმანათლებლო პროცესებში ინოვაციური მეთოდების დანერგვას ემსახურება.
----
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო საქართველოში წელს დაარსდა. გრეის ჰოპერი ამერიკელი პროგრამისტი, ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული მეცნიერი ქალი, გამორჩეული მათემატიკოსი და წარმატებული საზღვაო ოფიცერი იყო.
თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.
-
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
კომენტარები