რა გავაკეთოთ, როცა არაფრის კეთება არ გვინდა — 7 რჩევა
ფოტო: Julia Gnedina / Dribbble
დროდადრო ნებისმიერი ჩვენგანი განიცდის მოტივაციის ნაკლებობას. ასეთ დღეებში შესაძლოა, დაღლილობასა და გაღიზიანებას გრძნობდე ან უბრალოდ ვეღარ იღებდე სიამოვნებას იმისგან, რაც, ჩვეულებრივ, გხიბლავს და გაინტერესებს.
დროგამოშვებით მსგავსი გრძნობების ქონა ნორმალურია. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სტრესში ხარ ან შენთვის უჩვეულო სიტუაციასთან გიწევს გამკლავება. ეს გრძნობები დროებითია და უმეტესად, სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ხანდახან ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ შენს გონებასა თუ სხეულს განტვირთვა სჭირდება.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი გრძნობები შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის, მაგალითად დეპრესიის ან სხვა დარღვევის ნიშანი იყოს. თუ ისეთი რაღაცების მიმართ დაკარგე ინტერესი, რომელიც სხვა დროს სიამოვნებას განიჭებდა ან ზოგადად ცხოვრების შესახებ აპათიის გრძნობა ორ კვირაზე დიდხანს გრძელდება, უმჯობესია, პროფესიონალს მიმართო.
იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი გრძნობები მხოლოდ დროებითია, არსებობს გარკვეული გზები, რომლებიც განწყობის გამოსწორებასა და მოტივაციის დაბრუნებაში დაგეხმარება.
1. შეისვენე
ის, რომ არაფრის კეთების სურვილი არ გაქვს, შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ გადაღლილი და გადამწვარი ხარ. ხანდახან შესვენება და საკუთარ თავზე ზრუნვა საუკეთესო გზაა. ამაში საკუთარი თავისთვის მენტალური ჯანმრთელობის დღის მოწყობა დაგეხმარება. ასეთ დროს, უნდა ეცადო, გათავისუფლდე იმ მოლოდინებისგან, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გაქვს. ამის მაგივრად, უმჯობესია, ის გააკეთო, რაც თავს უკეთ გაგრძნობინებს და ენერგიითაც აგავსებს. შეგიძლია, ფუმფულა სავარძელში საყვარელ წიგნთან ერთად მოკალათდე. ხშირად, ყველაზე ელემენტარული დეტალებიც კი თავს უკეთესად გაგრძნობინებს, მაგალითად, შხაპის მიღება, წყლის დალევა, მსუბუქი ვარჯიში და ა.შ.
2. იყავი საკუთარი თავის მიმართ კეთილი
საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ შენი გამოცდილება ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია და დადებითი და უარყოფითი ემოციები სრულიად ბუნებრივია. საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა ნეგატიური ემოციების, სტრესისა და შფოთვის შემცირებას ემსახურება, ამიტომ თუ არაფრის კეთების თავი არ გაქვს, სცადე, საკუთარ თავს კეთილად მოეპყრა. მიეცი დრო საკუთარ თავს და მიიღე იგი.
შენ მნიშვნელოვანი ხარ — 10 უსაყვარლესი კომიქსი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ
3. გაისერინე
გასეირნება დროის გარეთ გატარებასა და ვარჯიშს აერთიანებს. ფიზიკური აქტივობა კი დეპრესიის სიმპტომების პრევენციისა და მათი მკურნალობისთვის ეფექტური მეთოდია. გარეთ ყოფნა მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებასთან ახლოს ყოფნა საერთო კეთილდღეობას, გაუმჯობესებულ განწყობას, პოზიტიურ სოციალურ ინტერაქციებსა და ბედნიერებას იწვევს. ამიტომ თუ ცუდ განწყობაზე ხან არ მოტივაციის ნაკლებობას განიცდი, გასეირნება შენი მენტალური კეთილდღეობისთვის, შესაძლოა, მშვენიერი ხერხი აღმოჩნდეს.
4. გაესაუბრე ვინმეს
როდესაც თავს ცუდად გრძნობ, შესაძლოა, სხვასთან საუბარი დაგეხმაროს. ვის შეგიძლია გაესაუბრო შენი გრძნობების შესახებ? იფიქრე, ვინ შეიძლება იყოს შენთვის მოტივაციისა და მხარდაჭერის წყარო.
თუ სხვა ადამიანებთან საუბრის განწყობაზე არ ხარ, შესაძლოა, უბრალოდ სახლიდან გასვლა და სხვა, თუნდაც უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნაც საინტერესო გამოცდილება იყოს. ესტუმრე რომელიმე ლამაზ კაფეს, მადლობა გადაუხადე სუპერმარკეტში გამყიდველს, მიესალმე და მოიკითხე შენი მეზობელი. მცირე, თუმცა დადებითი ინტერაქციები შენს განწყობაზეც კარგად აისახება.
5. დაიწყე პატარა ნაბიჯებით
როდესაც რაღაცის გასაკეთებლად ენერგიასა და მოტივაციას ვეძებთ, დაწყება ყველაზე რთული ეტაპია. ასეთ დროს პატარა ნაბიჯის გადადგმა საუკეთესო გამოსავალია. იმის მაგივრად, რომ გასაკეთებელი საქმეების სიას შენი დასტრესვის საშუალება მისცე, აირჩიე პატარა, უმნიშვნელო საქმე და გააკეთე ის. ასეთი შეიძლება იყოს ჭურჭლის გარეცხვა, საწოლის გასწორება, გარეცხილი ტანსაცმლის დაკეცვა, ერთ შეტყობინებაზე პასუხის გაცემა, შეხვედრის ჩანიშვნა, გადასახადის გადახდა და ა.შ.
ხანდახან ყველაზე მარტივი საქმეებიც კი სტრესულია, როდესაც ჩვენს სიაში მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ერთი მცირე საქმის მოგვარება თავდაჯერებით, მოტივაციითა და ენერგიით აგავსებს. თუ მხოლოდ ერთს დასჯერდები, არც ეგაა ტრაგედია. გახსოვდეს, რომ შენს თავს კარგად ყოფნისა და დასვენების უფლება აუცილებლად უნდა მისცე.
6. დაგეგმე
თუ ამჟამად მუშაობის მოტივაცია არ გაქვს, ის იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მომავლის გეგმების დაწყობაც არ შეგიძლია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, იმ მიზნებისა და შედეგების ვიზუალიზაცია, რომელთა მიღწევაც გინდა, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
კონკრეტული გეგმების დაწყობამ, შესაძლოა, სასიამოვნო მოლოდინით აგავსოს და შენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედოს.
7. დაწერე
როცა რთულ ემოციებთან გიწევს გამკლავება, ხანდახან მათ შესახებ დაწერა შესაძლოა, საუკეთესო გზა იყოს. წერა მენტალურ კეთილდღეობაზე დადებით გავლენას ახდენს. ეს აქტივობა დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებსაც ამცირებს. წერა, დამატებით, საკუთარ თავსა და გრძნობებში გარკვევის მშვენიერი შესაძლებლობაცაა.
5 სარგებელი, რომელიც წერას მენტალური კეთილდღეობისთვის მოაქვს
ან იპოვე შენთვის საუკეთესო გზა
რადგანაც თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, უმოტივაციობასა და დაღლილობას ყველა განსხვავებულად უმკლავდება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ხერხები შენთვის საკმარისი ან ეფექტური არაა, იპოვე ის, რაც შენს ინტერესებსა და სურვილებს შეესაბამება. ასეთი შეიძლება იყოს გემრიელი კერძის მომზადება, მუსიკის მოსმენა, მედიტაცია, ხატვა და ა.შ.
გახსოვდეს, რომ თუ აპათიის გრძნობა და არაფრის კეთების სურვილი დროებითი არაა, ეს შეიძლება, დეპრესიის ნიშანი იყოს. დეპრესიაზე, აგრეთვე, შეიძლება მიუთითებდეს უიმედობა, კვებისა და ძილის რუტინის დარღვევა, მუდმივად ცუდ განწყობაზე ყოფნა და ა.შ. ასეთ დროს, უმჯობესია, დახმარებისთვის კომპეტენტურ პირს მიმართოთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა



კომენტარები