ბუასილის მკურნალობის მეთოდები და ქირურგ-პროქტოლოგის რჩევები
ფოტო: თოდუას კლინიკა
ჰემოროიდული კვანძები ნორმალური ანატომიური წარმონაქმნებია და ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს. ასაკის მატებასთან ერთად, მითუმეტეს თუ გენეტიკური წინასწარგანწყობაც შეინიშნება, ეს კვანძები ეტაპობრივად დიდდება და მრავალი დისკომფორტის თუ გართულებების განვითარების მიზეზი ხდება. ბუასილის პროგრესირება და გამწვავებების ეპიზოდები გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, ასევე მრავალი სხვა მავნე ფაქტორის მოქმედების შედეგია. მათ შორის ფაღარათის, შეკრულობის, ალკოჰოლის თუ ცხარე საკვების ჭარბი გამოყენების, ხანგრძლივი ჯდომის და ა.შ.
ჰემოროიდული კვანძების, ანუ ბუასილის მკურნალობის მეთოდებისა და პოსტოპერაციული პერიოდის შესახებ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგ-პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი ამ სტატიაში დეტალურად საუბრობს.
რამდენად საშიშია ბუასილი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს შორს წასულმა ფორმებმა?
თვითონ დაავადება, როგორც წესი, სიცოცხლისთვის საშიში კონდიცია არ არის, თუ რა თქმა უნდა, ძლიერი სისხლდენის გამო არ შექმნა სერიოზული პრობლემები. შორს წასულ ფორმებში კვანძის გამოვარდნა შეინიშნება, რომელიც ბოლო სტადიაზე უკან აღარ ბრუნდება. ეს ხშირად შეუკავებლობას, მუდმივ გამონადენს და სიცოცხლის ხარისხის მკვეთრ გაუარესებას იწვევს. სისხლნაკლებობასთან ერთად ადამიანს მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტის და ტკივილის განცდა აქვს, რაც ნერვულ სისტემაზე და ზოგადად ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
როდესაც პაციენტი პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე გვაკითხავს, ხშირად მხოლოდ დანიშნულებით შემოვიფარგლებით — ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება დაავადების სიმპტომების ალაგებას და მისი პროგრესირების შეჩერებას იწვევს. თოდუას კლინიკაში პირველ სტადიაზე, როგორც წესი, მედიკამენტებით ვმკურნალობთ. მეორე სტადიიდან სხვადასხვა სახის ამბულატორიული პროცედურები, ეგრეთ წოდებული უსისხლო ოპერაციები ტარდება, რომლებიც რთულ ქირურგიულ ჩარევას მომავალში 85%-ით გვარიდებს თავიდან. მესამე სტადიიდან შეიძლება როგორც მინი ინვაზიური, ასევე ოპერაციული მკურნალობის დანიშვნა. მე-4 სტადიაში კი, ოპერაციის გარდა სხვა მეთოდებს უმნიშვნელო შედეგი მოაქვს ან არაეფექტიანია.
რა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიაკითხოს პაციენტმა ექიმს?
სიმპტომები თავიდან მსუბუქია და დისკომფორტის სახით ვლინდება. ხშირია კვანძის შეგრძნება უკანა ტანის არეში, ასევე წვა და ქავილი. სისხლდენა ყველაზე ხშირი სიმპტომია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ჰემოროიდული დაავადების პროგრესირება სისხლდენის გარეშე მიმდინარეობს. პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებელია პაციენტმა მოგვმართოს, რომ უფრო მარტივად გადაილახოს ეს არასასურველი შეგრძნებები.
რომელი ასაკობრივი ჯგუფები შედიან ბუასილით ავადობის რისკ-ჯგუფებში?
ბუასილის გავრცელება სქესის მიხედვით თანაბრადაა განაწილებული. თუ მამაკაცებში ხანგრძლივი ჯდომა, ალკოჰოლის გამოყენება ან მძიმე ფიზიკური დატვირთვაა მაპროვოცირებელი ფაქტორი, ქალბატონებში მას ხშირად ორსულობა და მშობიარობა აპროგრესირებს.
ჰემოროიდული დაავადება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში იშვიათად გვხვდება. პირველი სიმპტომები ყველაზე ხშირად 18-25 წლიდან ვლინდებიან. თუმცა ჩემს პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები დაავადების ადრეული პროგრესირების, მაგალითისთვის იყო 12 წლის ასაკის მოზარდი, რომელსაც ბოლო სტადიის ჰემოროიდული დაავადება აღენიშნებოდა.
არის თუ არა რისკი, რომ მკურნალობის შემდეგ ჰემოროიდული კვანძები კიდევ გადიდდება და ხელახალი ჩარევა გახდება საჭირო?
ზოგადად, ამ დაავადებას რეციდიული ხასიათი აქვს და პერიოდული გამწვავებებით მიმდინარეობს. ხშირად პირველი სტადიის მქონე პაციენტებში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ თუ ისევ მეორდება სიმპტომები ხელახალი მკურნალობა ინიშნება, თუმცა განმეორებითი შემთხვევებისას, მედიკამენტებთან ერთად, რომელიმე მინი ინვაზიური პროცედურის ჩატარება — ინფრაწითელი ფოკულაცია, შიდა ჰემოროიდული კვანძების ლიგირება, ლაზერულ ოპერაცია ან რადიოტალღებით კვანძების მოშორება თავიდან გვარიდებს დაავადების შორეული ფორმების განვითარებას და მომავალში უფრო რთული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობას. სწორად შერჩეული და ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში რეციდივი პრაქტიკულად არ ვლინდება.
არის თუ არა სხვა დაავადებები, რომელთა სიმპტომებიც ბუასილის მსგავსია?
თითქმის ყველა პროქტოლოგიური დაავადების სიმპტომი ჰგავს ბუასილისას, თუმცა მათი მკურნალობა განსხვავებულია. ხშირად ბუასილის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ანალური არხის და სწორი ნაწლავის სიმსივნურ პროცესებს, ამიტომ პაციენტს ხშირად ჰემოროიდულ დაავადებაში ერევა, თუმცა ის ბევრად უფრო საშიში მდგომარეობაა. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი, ბუასილის ან მსგავსი სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს სხვა დაავადებების მასთან მსგავსება, შესაბამისად, თვითმკურნალობა დაუშვებელია და ჯობს, პროფესიონალთან მიხვიდეთ, მან დაგისვათ დიაგნოზი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს მკურნალობის საკითხი.
როგორია პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პერიოდი და რა საშუალებებსა და მიდგომებს სთავაზობს თოდუას კლინიკა პაციენტებს ამ პროცესის მეტნაკლებად მსუბუქად გადასატანად?
საწყის სტადიებზე მინი ინვაზიური პროცედურები საკმაოდ ეფექტიანია და ასევე მსუბუქი გადასატანი, რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, არაა საჭირო. ინფრაწითელი ფოტოკოაგულაციის თუ ჰემოროიდული კვანძების ეტაპობრივი ლიგირების შემთხვევაში პაციენტს მხოლოდ ალკოჰოლის და მწარე საკვების მიღება ეკრძალება და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. რაც შეეხება ლაზერულ ჩარევას, ამ დროს, ძალიან მცირე ზომის 2-3მმ ზომის 3 ჭრილობაა, შესაბამისად, რეაბილიტაცია ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული ოპერაციის დროს. რადიოტალღებით მოკვეთის შემთხვევაში გვაქვს ჭრილობები, თუმცა ნაკერების გარეშე, შესაბამისად ოპერაციის შემდგომი პერიოდი ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს.
როდესაც ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციას ვაკეთებთ, ყველაზე მძიმე პერიოდი პირველი ღამე და მეორე დღეა. ჩვენს კლინიკაში ტკივილების შესამსუბუქებლად ეპიდურალურ ანესთეზიას ვაკეთებთ — ხერხემალში ყენდება კათეტერი, საიდანაც შეგვყავს გამაყუჩებელი ნივთიერება და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ყველაზე მწვავე პერიოდში, პაციენტი ტკივილს ვერ გრძნობს. მიუხედავად ყველაფრისა, ტრადიციულ ჰემოროიდექტომიას მაინც რთული რეაბილიტაცია ახასიათებს და კლებით ინტენსივობით 2 თვემდე მიმდინარეობს.
რა რეკომენდაციები გაქვთ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის და რა რჩევები გაქვთ ამ მეტად დისკომფორტული პათოლოგიის პრევენციისთვის?
ნომერი პირველი რეკომენდაცია არის სწორი კვება და კუჭის მოქმედების ნორმალიზება. რაც შეიძლება იშვიათად დაუშვით შეკრულობის და ფაღარათის მოვლენები, ჯდომითი სამსახურის შემთხვევაში კი 40 წუთში ან 1 საათში ერთხელ მაინც წამოდექით და დაკავდით ფიზიკური აქტივობით. თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმეების აწევისგან. ასევე უმჯობესია, ჰიგიენური ქაღალდის გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანოთ და დაიბანოთ თბილი წყლით ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები