ხანგრძლივი მუშაობა ყოველწლიურად 745 ათასი ადამიანის სიკვდილს იწვევს — WHO
ფოტო: iStock / Getty Images
კვირაში 55 საათზე მეტხანს მუშაობთ? მაშინ, დროა, იმაზე დაფიქრდეთ, რომ სამსახური თქვენს სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ამაზე მიუთითებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი ერთობლივი კვლევა. მის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 745 ათასი ადამიანი იღუპება მუშაობით გადატვირთვისგან.
კვლევა, რომლის ანგარიშიც 17 მაისს გამოქვეყნდა Environment International-ის გამოცემაში, მუშაობით გადაღლასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გლობალურად გაანალიზების პირველი მცდელობაა.
2016 წლის სტატისტიკა, რომელიც კვლევაშიცაა მოხსენიებული, კონკრეტულ მიზეზებზე მიუთითებდა: მინიმუმ 55-საათიანი სამუშაო კვირის შედეგად, 398 ათასი ადამიანი ინსულტით, 347 ათასი კი — გულის დაავადებით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა მზარდია — 2000 წლიდან 2016 წლამდე, გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 41,5 პროცენტით, ინსულტით დაღუპულების კი — 19 პროცენტითაა გაზრდილი.
პროცენტული სხვაობები გამოხატულია სხვა მაჩვენებლებითაც: შეუსაბამო სამუშაო საათების მსხვერპლთა 72 პროცენტი კაცია. ამასთან, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ შუახნის ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც 45 წლიდან 74 წლამდე ხანგრძლივად მუშაობას განაგრძობენ.
ამჟამინდელი შეფასებით, მსოფლიო მოსახლეობის 8,9 პროცენტი კვირაში 55 საათზე მეტხანს მუშაობს. მათი უდიდესი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ყველაზე ნაკლები კი — ევროპაში ცხოვრობს.
ფოტო: Adam Eastburn / Dribbble
ეკონომიკური კრიზისი და დისტანციური მუშაობა
მნიშვნელოვანია ის მიზეზებიც, რომლითაც ექსპერტები მზარდი სტატისტიკის ახსნას ცდილობენ; ნაწილის აზრით, ეს გაუარესებული ეკონომიკური სიტუაციის შედეგია, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ მთავარი ფაქტორი ახალი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებაა, რომელიც სმარტფონებსა და ლეპტოპებს მოიცავს და სამუშაო დღის განსაზღვრული ხანგრძლივობის მოშლას იწვევს.
ორივე დასახელებული მიზეზი, რასაკვირველია, კიდევ უფრო გამწვავდა კორონავირუსის პანდემიის გამო, როცა ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმაც კი დიდი ზარალი მიიღეს, დასაქმებულთა უმეტესობამ კი მუშაობა სახლიდან განაგრძო. ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, განგრძობითი სახე ექნება პოსტპანდემიურ რეალობაშიც.
"კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანწილად შეცვალა ადამიანების მუშაობის სტილი", — აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ექიმი ტედროს ადანომ გებრეისუსი, — "დისტანციურმა მუშაობამ ბევრ სფეროში მოიკიდა ფეხი, რის გამოც სახლსა და სამსახურს შორის საზღვარი გაბუნდოვანებულია. ამას გარდა, ბევრმა კომპანიამ ფულის დასაზოგავად კადრები შეამცირა, თუმცა, ამან, რა თქმა უნდა, სამუშაოს ოდენობა არ შეცვალა, რის გამოც დარჩენილ კადრებს უფრო ხანგრძლივად მუშაობა უხდებათ.
"არცერთი სამუშაო არ ღირს ინსულტად ან გულის დაავადებად. მთავრობები, დამსაქმებლები და დასაქმებულები უნდა შეთანხდნენ იმ საზღვრებზე, რომლებიც მომუშავეების ჯანმრთელობას დაიცავს".
ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიოში ადამიანების ჯანდაცვა მეტად პრობლემური გახდება. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ ერთიანი პოლიტიკა, რომელიც სავალდებულო ზეგანაკვეთურ სამუშაოს აკრძალავს და სამუშაო დროის ლიმიტს დააწესებს.
"კვირაში 55 საათის განმავლობაში ან მეტხანს მუშაობა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის მომტანია", — ხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექიმი მარია ნეირა, — "დროა, რომ ჩვენ ყველამ, მთავრობებმა, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა გამოვიღვიძოთ და თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივად მუშაობა ნაადრევ სიკვდილს იწვევს".
ხანგრძლივი მუშაობა იწვევს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებასაც. Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები