ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შედის
ფოტო: ევროპული საქართველო
ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შედის. მან ამის შესახებ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მისთვის გასაგები და მისაღებია, მაგრამ მნიშვნელოვანია საკანონდებლო ორგანოში წარმოადგინოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და თემები, რომლებიც აქამდე ნაკლებად განიხილებოდა.
"ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეკრებას, მეც გახლდით პოლიტსაბჭოს წევრი და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ვემხრობი და ვუჭერ მხარს. თუმცა ჩემი სპეციფიური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფონიდან გამომდინარე, რომელიც მე ამ შემთხვევაში მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოკითხვა, რომელიც მე ვაწარმოე ბოლო ამ დროის განმავლობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი, რა თქმა უნდა, ვერ და არ წარმოვადგინო ევროპული საქართველო. ეს არის ისტორიული სვლა საქართველოს პარლამენტის რეალობაში და ევროპულ საქართველოს ამ მიმართულებით ექნება საკუთარი ადგილი. შევეცდები მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემი, ის თემები, რომელიც აქამდე, სამწუხაროდ, ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას", — აღნიშნა მან.
ჟურნალისტების კითხვას, ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს პარლამენტის წევრებს შორის, ნაკაიძემ უპასუხა, რომ ჯერ საქმიანობას გააგრძელებს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. თუმცა, მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო იქნება, გადაწყვეტილებას ამის მიხედვითაც მიიღებს.
მან მადლობა გადაუხადა ევროპულ საქართველოს, რომ მიეცა პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ამ გუნდთან ერთად დიდი გამოცდილება მიიღო.
ტარიელ ნაკაიძე ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეა. ის 2020 წლის არჩევნებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია პარლამენტში არ შედის. გადაწყვეტილება აკაკი ბობოხიძემ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაიძე ან ევროპულ საქართველოს დატოვებს, ან პარლამენტს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად, ევროპულმა საქართველომ სულ 5 მანდატი მიიღო. მართალია, პარტია ოფიციალურად პარლამენტში არ შედის, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც არჩევნებზე ევროპულ საქართველოს წარმოადგენდნენ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს. კერძოდ, დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტარიელ ნაკაიძემაც. კიდევ ერთი მანდატი კი ელენე ხოშტარიას ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა უკვე დატოვა ევროპული საქართველო და ახალი პარტია შექმნა.
ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა. განსხვავებული პოზიცია აქვს ლეიბორისტულ პარტიას, ასევე, ამ დროისთვის უცნობია ნაციონალური მოძრაობის საბოლოო გადაწყვეტილება.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები