13 ლგბტქ პერსონაჟი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს
ფოტო: HBO
ტელესერიალების განვითარებასთან ერთად, ჩვენს ეკრანებზე უფრო მრავალფეროვან და კომპლექსურ პერსონაჟებს ვხდებით. ისტორიები მეტად ჩახლართული, გულწრფელი და ემოციურად დატვირთული ხდება.
ახალი სახეები ქვიარ პერსონაჟებშიც შეინიშნება. თუკი, აქამდე ლგბტ გმირები სტერეოტიპების გამყარებას უფრო ემსახურებოდნენ ვიდრე მათ დანგრევას, ახლა ისინი საკუთარი თემის ღირსეული წარმომადგენლები ხდებიან.
ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საბოლოოდ დასრულდა საუკეთესო გეი მეგობრის და გაბრაზებული ლესბოსელი პერსონაჟების დრო. მაგრამ აშკარაა, რომ ჰოლივუდში ისწავლეს, როგორ შექმნან ლგბტ პერსონაჟები, რომლებსაც პიროვნების მხოლოდ ერთი მახასიათებელი არ გააჩნიათ.
ამ სიაში, სწორედ ისეთ გმირებს ნახავთ, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს და სტერეოტიპულ ჩარჩოებს გასცდნენ.
1. ბილ პოტსი
შავკანიანი, ლესბოსელი პერსონაჟის გამოჩენა Doctor Who-ს მოყვარულებისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იყო. ბილის ემოციური ისტორია გულგრილს არავის დატოვებს. ის ამაყობს საკუთარი თავით და მაყურებლისთვის საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ დარჩე ერთგული საკუთარ თავთან, დროსა და სივრცეში მოგზაურობისას.
2. რაიმონდ ჰოლტი
მკითხველო,
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ეს აღწერა ისე დამწერა, როგორც თავად რაიმონდ ჰოლტს შეეფერება, იუმორისტული სერიალიდან Brooklyn 99. დიდი ფსიქოლოგიური ანალიზი არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ რაიმონდი საერთოდ არ ჰგავს იმ სტერეოტიპულ პერსონაჟებს, რომლის ხილვასაც მიჩვეულები ვართ ეკრანზე. რაიმონდი ყოველთვის ახალისებს მაყურებელს და მისი პიროვნება ძალიან მრავალფეროვანია. ნუ დაივიწყებთ იმასაც, რომ როზა დიაზიც არანაკლებ საინტერესო პერსონაჟია და მისი დამსხვრეული სტერეოტიპიც ბევრი გვინახავს.
პატივისცემით
სტატიის ავტორი.
3. დერელი
თუკი Crazy Ex-Girlfriend-ის მაყურებელი ხარ, შეუძლებელია დერელი შენი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი არ იყოს. ის გზა, რომელიც დერელმა საკუთარი სექსუალურობის აღმოსაჩენად გაიარა, ძალიან შთამბეჭდავია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დერელმა ყველა ბისექსუალისთვის შექმნა ჰიმნი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს არაა გამოგონილი სექსუალური ორიენტაცია და თუკი გსურთ, ვინმეს გამოუტყდეთ რომ ბისექუალი ხართ, ეს სწორედ ამ სიმღერის ფონზე უნდა გააკეთოთ.
4. სოფია ბურსეტი
სოფიას პერსონაჟი Orange is the new black-ში ძალიან კომპლექსური და საინტერესოა. ტრანსგენდერმა მსახიობმა, ლავერნ კოქსმა, ეს როლი სრულიად გაითავისა და მაყურებლის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. სოფია ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც სწორად მიაჩნდა და არასდროს აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ სხვები მასზე.
5. კალი ტორესი
გრეის ანატომიის გულშემატკივრები ნამდვილად განებივრებულნი არიან განსხვავებული, საინტერესო და საყვარელი ლგბტ პერსონაჟებით, თუმცა კალი ტორესი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია. პირველი სეზონიდან მოყოლებული, კალიმ უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა. ის არის თავის საქმის პროფესიონალი, ძლიერი ქალი, საუკეთესო დედა, ემოციური, კომპლექსური და მისაბაძი გმირი, რომელსაც მაყურებელი მუდამ გულშემატკივრობს.
6. ნომი მარკსი
მიუხედავად იმისა, რომ sense8 ნაადრევად შეწყვეტილი სერიალების სიას შეუერთდა, ნომი მარკსის პერსონაჟმა მაინც მოახერხა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პერსონაჟის ისტორიას არაფერი აქვს საეროთი მის სექსუალურ ორიენტაციასთან და ეს მისი პიროვნების მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია.
პერსონაჟს ტრანსგენდერი მსახიობი ჯეიმი კლეიტონი ასრულებს, რომელმაც არაჩვეულებრივად მოირგო სამართლიანობისთვის მებრძოლი ნაომის როლი.
7. რობინი
მოუხედავად იმისა, რომ Stranger thing-ის მესამე სეზონში, სტივისა და რობინის პერსონაჟების ურთიერთობას მაყურებელი ძალიან გულშემატკივრობდა, უდავოა, რომ რობინის პერსონაჟის გულწრფელი აღიარება, სუპერმარკეტის საპირფარეშოში, სეზონს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო.
ძალიან სენტიმენტალურო და ემოციური სცენა, ფანტასტიკის ჟანრის სერიალს უფრო მეტ ბუნებრიობას მატებს. რობინიც, ისევე როგორც სხვა გმირები ამ სიაში, ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ მისი სექსუალური ორიენტაცია.
8. რუ და ჯულსი
სიყვარული, სექსი, ნარკოტიკები ეს ის თემებია, რომლებსაც სერიალ Euphoria-ში ვხვდებით. რუს და ჯულსის ურთიერთობა კი შოუს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი მომენტია. ახალგაზრდების სიყვარული გულწრფელი, ტრაგიკული და მაყურებლისთვის ძალიან მიმზიდველია.
9. იან გალაგერი
არასტერეოტიპულ გეი პერსონაჟზე იშვიათი, ალბათ, არასტერეოტიპულ ბიპოლარული აშლილობის პერსონაჟია. იან გალაგერმა კი, სერიალიდან Shameless, მოახერხა და ორივე ფრონტზე გაიბრძოლა. მისი გულწრფელი ემოციები მაყურებელს მაშინვე მონუსხავს, რთულია იანი არ გიყვარდეს და მას არ გულშემატკივრობდე, თუნდაც მაშინ, როცა არ გესმის მისი.
იანის და მიკის სიყვარულის ისტორია, კი ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული, ტოქსიკური და ამავდროულად გულწრფელი და ემოციურია ტელესერიალების ისტორიაში.
10. მოირა
საკამოთო არაა ის ფაქტი, რომ სერიალში The Handmaid's Tale ქალების ცხოვრება ტრაგედიებითაა აღსავსე. მოირას პერსონაჟი შავკანიანი ქალია, რომელსაც უწევს დამალოს თავისი სექსუალური ორიენტაცია, რადგან მოერგოს იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელში ის ცხოვრობს. სამწუხაროა, რომ რეალურ ცხოვრებაში, ხშირია მსგავსი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ვერ ახერხებენ ბოლომდე გამოხატონ საკუთარი თავი.
11. პერსონაჟები სერიალიდან POSE
და კატეგორია არის... ყველა პერსონაჟი სერიალიდან POSE. ამ სიაში არსებული სერიალებისგან განსხვავებით, პოზა წარსულში გვამოგზაურებს. თუმცა ის პრობლემები, რომლებსაც სერიალის გეი, ტრანსგენდერი, ლესბოსელი თუ ბისექსუალი პერსონაჟები აწყდებიან, დღემდე ძალიან აქტუალურია. პოზაში პერსონაჟები ყოველთვის იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად და არასდროს ნებდებიან საზოგადოებაში დაწესებულ სტანდარტებს.
12. ერიკი
ყოველთვის, როცა ერიკი სერიალის Sex education კადრში ჩნდება, მთელს ეკრანს ანათებს. მისი პიროვნება ძალიან სახალისო, ემოციური და ექსტრავაგანტულია. სხვა პერსონაჟების მსგავსად, ერიკი თინეიჯერია, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი გამოხატოს და საზოგადოებაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს. მისი ხუმრობები, რეპლიკები და უბრალო გამოხედვაც კი ხშირად ძალიან სასაცილო და დასამახსოვრებელია.
13. ვილანელი
ალბათ, ამ სიაში ყველაზე ცივსისხლიანი პერსონაჟი, სერიალიდან Killing eve. ვილანელი ყველანაირ სტერეოტიპს მიწასთან ასწორებს, თანაც ისე, რომ წარბიც კი არ შეუტოკდება. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი კარგად ხვდება, რომ რეალურ ცხოვრებაში მისგან თავს შორს დაიჭერდა, სერიალის ყურებისას მას მაინც გულშემატკივრობს. ვილანელი ლგბტ პერსონაჟების სიას უფრო მრავალფეროვანს ხდის.
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა

















კომენტარები