რატომაა ციფრული დეტოქსი მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი
ფოტო: Burnt Toast / Dribbble
ციფრული დეტოქსი [Digital Detox] გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის დროსაც ადამიანი ტექნოლოგიების — სმარტფონის, ტელევიზორის, კომპიუტერის, ტაბლეტისა და სოციალური მედიის გამოყენებაზე უარს ამბობს. ციფრული მოწყობილობებისგან დეტოქსიკაცია რეალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე ყურადღების გაფანტვის გარეშე კონცენტრირების ერთგვარი საშუალებაა. ციფრულ მოწყობილობებზე უარის თქმით, თუნდაც დროებით, ადამიანებს მუდმივად კონტაქტზე ყოფნისგან გამოწვეული სტრესისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა ეძლევათ.
რატომაა ციფრული დეტოქსი აუცილებელი?
უამრავი ადამიანისთვის ციფრულ სამყაროში კომუნიკაცია და მუდმივად კონტაქტზე ყოფნა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ შენი მობილურისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებისგან ცოტა ხნით თავის შეკავება მოგინდეს. შესაძლოა, საკუთარ თავთან მარტო — ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის გარეშე დარჩენა გსურდეს ან ამის მიზეზი მათგან გამოწვეული სტრესისგან გათავისუფლება იყოს.
ზოგჯერ შესაძლოა იგრძნო, რომ მოწყობილობებზე დამოკიდებული ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ფსიქიატრების მიერ ოფიციალურ დარღვევად აღიარებული არაა, უამრავი ექსპერტი მაინც მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მუდმივი გამოყენება ქცევით ადიქციას წარმოადგენს, რომელმაც შესაძლოა, საბოლოოდ ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემები გამოიწვიოს.
ტექნოლოგიების გამოყენება სტრესის დონეს ზრდის
მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს გაჯეტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, კვლევები და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება სტრესის დონეს ზრდის.
ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ 2017 წლის გამოკითხვაში ზრდასრული ამერიკელების 18%-მა განაცხადა, რომ ტექნოლოგიები მათ ცხოვრებაში სტრესის უდიდესი წყაროა. უამრავი მათგანისთვის ამ სტრესის გამომწვევი მიზეზი მუდმივი კომუნიკაციისა და შემოსული შეტყობინებებისა თუ სოციალური მედიის შემოწმების აუცილებლობაა.
გარდა ამისა, შვედი მკვლევრების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მოზარდებში ტექნოლოგიებით ხშირი სარგებლობა ძილის პრობლემებს, დეპრესიის სიმპტომებსა და სტრესის დონის ზრდას იწვევს.
ციფრული მოწყობილობების გამოყენებამ შესაძლოა, ძილის პრობლემები გამოიწვიოს
კვლევების მიხედვით, ციფრული მოწყობილობების ხშირი გამოყენება, განსაკუთრებით ძილის წინ, ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე უარყოფითად აისახება. ერთ-ერთი ასეთი კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც ძილის წინ ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ, შედარებით ცუდად სძინავთ.
მკვლევრებმა დამატებით დაადგინეს, რომ ძილის წინ, საწოლში სოციალური მედიის გამოყენებას ძილსა და განწყობაზე უარყოფითი გავლენა აქვს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა 70% ძილის წინ საწოლში სმარტფონს იყენებდა და სოციალურ მედიას ამოწმებდა, 15% კი ამ აქტივობას, სულ მცირე, 1 საათს უთმობდა. შედეგების მიხედვით, ძილის წინ სოციალური მედიით სარგებლობა ზრდის შფოთვის, ინსომნიისა და ხანმოკლე ძილის ალბათობას.
ტექნოლოგიების ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს
ჟურნალ Child Development-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიების ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღიური გამოყენება მოზარდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების რისკის ზრდას იწვევს.
პენსილვანიის უნივერსიტეტში კი სოციალური ქსელების, მათ შორის, Facebook-ის, Snapchat-ისა და Instagram-ის გამოყენებასა და მენტალურ კეთილდღეობას შორის კავშირი გამოიკვლიეს. ექსპერიმენტების შედეგებმა აჩვენა, რომ სოციალური მედიის გამოყენებისგან თავის შეკავება დეპრესიის სიმპტომებსა და მარტოსულობის შეგრძნებას ამცირებს.
მუდმივი კომუნიკაცია სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას უშლის ხელს
მუდმივი კომუნიკაციის შეგრძნება პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის აუცილებელი საზღვრების დაწესებას უშლის ხელს. თუნდაც შვებულებაში ყოფნისას ხშირად ვერ ვუძლებთ შეტყობინებების ნახვისა და სოციალური ქსელების შემოწმების ცდუნებას.
საკუთარ ცხოვრებას მუდმივად სხვებისას ვადარებთ
თუ სოციალურ ქსელებში გარკვეულ დროს ატარებ, ალბათ, ერთხელ მაინც შეგიდარებია საკუთარი თავი და ცხოვრება შენი მეგობრების, უცნობებისა და ვარსკვლავების ცხოვრებისთვის. ასეთ დროს ხშირად გვიჩნდება იმის შეგრძნება, რომ სხვა ჩვენზე უკეთ გრძნობს თავს: უფრო წარმატებული, ჭკვიანი, ლამაზი თუ მდიდარია. მსგავსი შედარებები კი ხშირად ბედნიერების უფლებას აღარ გვაძლევს.
გჭირდება თუ არა ციფრული დეტოქსი?
გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უმჯობესია, ციფრულ დეტოქსს მიმართო:
- როდესაც ტელეფონი თან არ გაქვს, შფოთავ;
- სმარტფონის შემოწმების სურვილი რამდენიმე წუთში ერთხელ გიჩნდება;
- სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარების შემდეგ ცუდ განწყობაზე დგები, გაბრაზებული ხარ ან შფოთავ;
- შეპყრობილი ხარ შენს პოსტებზე სხვების რეაქციებისა და მოწონებების რაოდენობით;
- გეშინია, რომ რაღაც გამოგრჩება, თუ სოციალურ ქსელებს მუდმივად არ შეამოწმებ;
- ხშირად სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების გამო ძილზე უარს ამბობ;
- ტელეფონის შემოწმების გარეშე ერთ საკითხზე კონცენტრირება გიჭირს.
რა უნდა გააკეთო ციფრული დეტოქსისთვის?
ციფრული დეტოქსი ტექნოლოგიებსა და სოციალურ ქსელებზე სამუდამოდ უარის თქმას არ ნიშნავს. ციფრული სამყარო ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილია და, რა თქმა უნდა, უამრავი სარგებელიც აქვს. როგორც უამრავ სხვა შემთხვევაში, აქაც მთავარი ბალანსისა და ზომიერების დაცვაა. აუცილებელია, ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები ჩვენს სასასრგებლოდ და არა საზიანოდ გამოვიყენოთ.
იყავი რეალისტი
ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები დღეს უამრავი ადამიანისთვის სწავლის, მუშაობისა თუ მეგობრებთან კონტაქტის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი გზაა, შესაბამისად, შესაძლოა, ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელებისგან სრულ იზოლაციაში ყოფნა სულაც არ იყოს შენთვის ხელსაყრელი. სწორედ ამიტომ ციფრული დეტოქსი შენს განრიგს უნდა მოარგო. გამოიყენე ტექნოლოგიები და სოციალური მედია მაშინ, როცა აუცილებელია, შემდეგ კი საკუთარ თავს განუსაზღვრე დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის დროსაც სხვა აქტივობით მათი ჩარევის გარეშე დაკავდები.
დაუწესე საკუთარ თავს საზღვრები
განსაზღვრე ის აქტივობები, რომელთა დროსაც სოციალურ ქსელებსა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარს იტყვი. ასეთი შეიძლება იყოს: მეგობრებთან შეხვედრა, წიგნის კითხვა, საუზმე, სადილი თუ ვახშამი. აგრეთვე, სასურველია, მათ გამოყენებაზე უარი ძილის წინ რამდენიმე საათით ადრეც თქვა.
გამორთე შეტყობინების ფუნქცია
სოციალური ქსელების უდიდესი ნაწილი ჩვენთვის ყურადღების გაფანტვას შეტყობინებების დახმარებით ახერხებს. მეგობრის წერილი, ახალი ფოტო თუ პოსტი, სიახლეები — მათ შემოწმებაში ხშირად მთელ დღეს ვკარგავთ. განუსაზღვრე საკუთარ თავს დრო, რომლის განმავლობაშიც დაგროვილ შეტყობინებებს გაეცნობი და უპასუხებ.
იმოქმედე საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე
ციფრული დეტოქსის მზა რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ განსაზღვრე საკუთარი მიზნები. რისი მიღწევა გსურს: სოციალური ქსელების სქროლვისგან თავის დაღწევა, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევა თუ სერიალებისა და ფილმების ყურებაში ეკრანის წინ გატარებული საათების შემცირება? მიზნების განსაზღვრა შენთვის საჭირო ციფრული დეტოქსის რეცეპტს თავად გიკარნახებს.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა



კომენტარები