თურქეთი და აზერბაიჯანი ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ისტორიის ფალსიფიკაციად და პოპულიზმად აფასებს
ფოტო: Armenpress
თურქეთმა უარყოფითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება და ისტორიული მოვლენების არასწორად ინტერპრეტაციის მცდელობა უწოდა. პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანმაც და განაცხადა, რომ ისტორიის ფალსიფიკაცია მიუღებელია.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-მ რადიკალური სომეხი წრეებისა და ანტითურქული დაჯგუფებების გამო მიიღო. მათი თქმით, 1915 წლის მოვლენები არ აკმაყოფილებს არცერთ პირობას, რომელიც საჭიროა გენოციდის განსაზღვრებისთვის.
თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ფაქტი პოპულიზმადაც შეაფასა განაცხადა, რომ ვერავინ ასწავლით საკუთარ ისტორიას. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის უდიდესი ღალატია.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ესაუბრა მის თურ კოლეგას, რომელსაც ძმად მოიხსენიებს და განიხილეს "მოვლენების დამახინჯების" საკითხი. მისი თქმით, ისტორიის გადაწერის მცდელობა პოლიტიკური მიზნებისთვის, დაუშვებელია.
Anadolu Agency-ის ინფორმაციით, მომხდარზე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ესაუბრა და მათ ბაიდენის გადაწყვეტილება ერთხმად დაგმეს.
ალიევმა აღნიშნა, რომ ბაიდენის საქციელი მიუღებელია და ეს დააზარალებს თანამშრომლობას რეგიონში. მანვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბაქო ყოველთვის ანკარის გვერდით იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი აღიარა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სომეხი ხალხის ტკივილს ხედავენ, პატივს სცემენ და ადასტურებენ ისტორიას, არა იმისთვის, რომ ვინმე დაადანაშაულონ, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
"ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვინც ოსმალეთის ეპოქის დროს მომხდარ სომეხთა გონეციდს ემსხვერპლა", — წერია ბაიდენის განცხადებაში.
1915 წლის 24 აპრილს სტამბულში სომხეთის ინტელიგენციის 800 წარმომადგენელი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი დახოცეს. ამის შემდეგ დაიწყო ეთნიკური სომხების მასობრივი მკვლელობები და დეპორტაცია, რის შედეგადაც მილიონნახევარი ადამიანი დაიღუპა.
სომეხთა გენოციდის ფაქტი პირველმა ოფიციალურად 1965 წელს აღიარა ურუგვაიმ, მას შემდეგ, აღიარებას კიდევ 21 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და კანადა.
2009 წელს, სომეხთა გენოციდი ასევე აღიარეს ავსტრალიამ და შვედეთმა. თურქეთი და თურქული ისტორიოგრაფია ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების ფაქტს დღემდე კატეგორიულად უარყოფს.
თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1915-1918 წლებში მიმდინარე მოვლენებს გენოციდი დაერქვას. სომხეთი კი აგრძელებს მსოფლიოს ქვეყნებისადმი მოწოდებას. საქართველოში მცხოვრები სომხები ყოველწლიურად მართავენ აქციებს და მოითხოვენ ხელისუფლებისგან გენოციდის აღიარებას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები