10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბრობს
ფოტო: Getty Images / AP
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივია, როგორც ჯანმრთელობის სხვა გართულებები, რომლებსაც ზრუნვა, ექიმის ზედამხედველობა და მკურნალობა სჭირდება, მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი დღემდე მთელ მსოფლიოში უმეტესად მაინც ტაბუირებულია.
არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ მსგავსი დამოკიდებულება უამრავ ადამიანს უშლის ხელს, თავის პრობლემებზე ღიად ისაუბროს, დახმარება ითხოვოს და ფსიქოლოგისა თუ სპეციალისტის პროფესიული მომსახურებით ისარგებლოს.
საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სულ უფრო მეტი ადამიანი ღიად აფიქსირებს თავის მოსაზრებას და სხვებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, მათ შორის ცნობილი სახეებიც, რაც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმის დამარცხებას უწყობს ხელს.
ახლა სწორედ ასეთ რამდენიმე შემთხვევას გაგიზიარებთ, როცა ვარსკვლავებმა პირად გამოცდილებაზე საჯაროდ ისაუბრეს.
1. კრის ევანსი
ფოტო: Smart Communications
თვით კაპიტან ამერიკასაც არ უჭირს, რომ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად ილაპარაკოს: 2016 წელს Rolling Stone-თან მიცემულ ინტერვიუში კრის ევანსმა განაცხადა, რომ პრემიერების დროს ხშირად პანიკური შეტევები ემართება — ბევრ ადამიანში გამოჩენა მას შფოთვას უჩენს. ამასთან საბრძოლველად მსახიობმა მედიტაციიდან დაწყებული, ბუდისტური ტექსტების კითხვით დასრულებული, ყველაფერი სცადა და გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია, თუმცა როგორც თავად ამბობს, კრიტიკული მომენტები ხანდახან მაინც ახსენებს თავს.
2. რაიან რეინოლდსი
ფოტო: Evan Agostini/Invision/AP
რაიან რეინოლდსის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რა ძალა აქვს ძვირფასი ადამიანის გვერდში დგომას: მისმა ცოლმა, ბლეიკ ლაივლიმ ის არა მხოლოდ იმაში დაარწმუნა, რომ დედპულის როლს უნდა დასთანხმებოდა, არამედ ამ დიდი გამოწვევის გამო გაჩენილი შფოთვის დამარცხებაშიც დაეხმარა.
მსახიობმა 2017 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ დედპულის გადაღებების პროცესში საერთოდ აღარ ეძინა და მთელი ღამე სცენარს კითხულობდა, რადგან ეშინოდა, რომ კომიქსის ფანებს გულს დასწყვეტდა. თუმცა მას პარტნიორი დაეხმარა, რომ მძიმე პერიოდი გადაეგორებინა და თვითრწმენა დაებრუნებინა.
3. კარა დელევინი
ფოტო: Schiller Graphics/Getty Images
თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა მოდელმა, კარა დელევინმა განაცხადა, რომ მოზარდობის ასაკში დეპრესიით იტანჯებოდა, რის გამოც დამატებით კიდევ თავს დამნაშავედ თვლიდა. თუმცა, როგორც კი გააცნობიერა, რომ ერთადერთი ადამიანი არ იყო, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებდა, უფრო მარტივად გაუმკლავდა ამ გამოწვევას.
"თუ საკუთარ თავს შეიყვარებ, ყურადღებას არ მიაქცევ, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე და უბრალოდ ოცნებებს გაჰყევი, ნებისმიერი რამის მიღწევას შეძლებ. ჩემი გამოცდილების შესახებ განსაკუთრებით მინდა, რომ თინეიჯერებმა იცოდნენ: არა იმიტომ, რომ მე უნდა მომბაძონ, არამედ უბრალოდ მინდა იცოდნენ, რომ ის მძიმე პერიოდი გადავლახე და ეს მართლა შესაძლებელია", — თქვა დელევინომ.
4. ემა სტოუნი
ფოტო: FRAZER HARRISON / GETTY IMAGES
"ძალიან, ძალიან, ძალიან მშფოთვარე ბავშვი ვიყავი და ხშირად მემართებოდა პანიკური შეტევები", — განაცხადა ემა სტოუნმა. მსახიობის თქმით, 9 წლის ასაკში თავისი შფოთვის სახით "პატარა მწვანე მონსტრიც" დახატა. "როცა ამ მონსტრს ვუსმენდი, ეს მანადგურებდა", — იხსენებს სტოუნი. ამ ოსკაროსან კინოხელოვანს მენტალურ პრობლემებთან გამკლავებაში ფსიქოთერაპია და მსახიობობა დაეხმარა.
5. ჯონ ჰემი
საკულტო სერიალის Mad Men მსახიობმა, რომელიც ქრონიკულ დეპრესიას ებრძოდა, ღიად ისაუბრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დროულად დახმარების თხოვნას: "მკურნალობა მკურნალობაა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს იდაყვს, კბილს თუ ტვინს სჭირდება. ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც საკუთარ თავზე ნებისმიერი უარყოფითი ინფორმაციის განდობა სისუსტედ ითვლება, როცა სინამდვილეში, ის სიძლიერე უფროა. იმის თქმა, რომ დახმარება გჭირდება, სისუსტის გამოვლენა სულაც არაა. შორეულ პერსპექტივაში ეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან მალე შეძლებ მდგომარეობის გაუმჯობესებას".
6. ლედი გაგა
ფოტო: Getty Images
2014 წელს ლედი გაგამ საჯაროდ განაცხადა, რომ 19 წლის ასაკში გააუპატიურეს, რამაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა და დღემდე პოსტტრავმული სტრესით იტანჯება. მოგვიანებით მან იმაზეც ისაუბრა, რომ კლინიკური დეპრესიის დიაგნოზით ცხოვრობს: "მაქვს კარგი დღეები და მაქვს ცუდი დღეებიც". მომღერალი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს: ჯერჯერობით ბოლო ალბომი Chromatica სწორედ თავის ამ საკმაოდ მძიმე გამოცდილებას მიუძღვნა, მათ შორის სიმღერა 911, რომლის ვიდეოკლიპიც სერგო ფარაჯანოვის ფილმების გავლენით შეიქმნა.
7. ბილი აილიში
ფოტო: DANIEL MENDOZA / RECORDING ACADEMY
ბილი აილიშის შემოქმედების მსმენელებისთვის უცხო არ იქნება მისი ამ სიაში ხილვა: მუსიკოსი თავის სიმღერებში ისედაც ხშირად ახსენებს მენტალურ პრობლემებთან დაკავშირებულ თემებს. "უნდა შეგეძლოს, ნებისმიერს სთხოვო დახმარება და სანაცვლოდ ყველას უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, ვისაც ეს სჭირდება", — განაცხადა მომღერალმა.
8. სოფი ტერნერი
ფოტო: Getty Images
Game of Throne-ის მსახიობის თქმით, სხვადასხვა დროს კვებითი აშლილობით, დეპრესიითა და შფოთვით იტანჯებოდა.
"ახალგაზრდა ასაკში საკუთარ სხეულს გაფაციცებული შევისწავლიდი. ეს უბრალოდ აკვიატება იყო, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი. კალორიებს ვითვლიდი და ვშიმშილობდი", — განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში თერაპია დაეხმარა და ახლა გაცილებით მეტად უყვარს საკუთარი სხეული და თავდაჯერებაც მოემატა.
9. ჯოან როულინგი
ფოტო: Justin Tallis / AFP
შესაძლოა, ჯოან როულინგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცოცხალი მწერალია, თუმცა მასაც ედგა ცხოვრებაში ისეთი მძიმე პერიოდი, როცა თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ჰარი პოტერის ავტორი არ მიიჩნევს, რომ ამ განცდების გამო უნდა რცხვენოდეს: "რა არის სათაკილო? ძალიან რთული დრო მედგა და ამაყი ვარ, რომ ამას გავუძელი", — განაცხადა მან 2008 წელს. ეს გავლენიანი ბრიტანელი მწერალი ამავდროულად ობსესიურ-კომპულსურიი აშლილობის დიაგნოზს ებრძვის, რაც თავის ერთ-ერთ წიგნში The Casual Vacancy აღწერა კიდეც.
10. პრინცი ჰარი
ფოტო: KOEN VAN WEEL / GETTY IMAGES
"ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 12 წლის ასაკში დედის დაკარგვის გამო ჩემში ყველა ემოცია ჩავახშვე და ასე გრძელდებოდა დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში, რამაც დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ჩემს პირად ცხოვრებაზე, არამედ სამუშაოზეც. ამ მდგომარეობას კი ქვიშაში თავის ჩარგვით ვუმკლავდები და ვცდილობდი, დედაზე საერთოდ აღარ მეფიქრა", — ისაუბრა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა The Telegraph-თან ინტერვიუში 2017 წელს.
როგორც პრინცი ჰარიმ განაცხადა, ნელ-ნელა გაუსწორა თვალი საკუთარ პრობლემას და ასე მისი დამარცხებაც დაიწყო: "ჩემი გამოცდილებით, როგორც კი ამაზე საუბარს დაიწყებ, მაშინვე აღმოაჩენ, რომ საკმაოდ დიდი კლუბის წევრი ხარ".
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები