8 რამ, რაც ქალმა გამოიგონა და ეს არ იცოდი
ფოტო: Wiki / Getty
მართალია, ქალებს საუკუნეების განმავლობაში შეზღუდული ჰქონდათ განათლების, პროფესიის არჩევის ან დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება და ზოგიერთ თანამედროვე საზოგადოებაშიც დღემდე შენარჩუნებულია ეს უთანასწორო გარემო, მაგრამ ისინი მაინც ახერხებდნენ, თავიანთი ცოდნა და შემოქმედებითობა საერთო სარგებლისთვის გამოეყენებინათ.
ოდესმე დაფიქრებულხართ, ვის გონებაში გაჩნდა ამა თუ იმ ნივთის შექმნისა და გამოგონების იდეა პირველად? მართალია, იშვიათად გვესმის მათი სახელები, მაგრამ მათ შორის ნამდვილად იყვნენ ქალებიც.
ახლა სწორედ ასეთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ შემთხვევაზე მოგიყვებით, როცა ქალებმა მნიშვნელოვანი მეცნიერული სიახლეები წარმოგვიდგინეს ან ყოველდღიურობისთვის უკვე განუყრელ ნაწილად ქცეულ გამოგონებებს მიაგნეს.
1. პატრიშა ბათმა პირველმა შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც დღეს კატარაქტის სამკურნალო ლაზერული ოპერაცია ტარდება
ფოტო: Wikimedia Commons
პროფესიით ოფთალმოლოგმა პატრიშა ბათმა თავის უმნიშვნელოვანეს გამოგონებაზე მუშაობა 1981 წელს დაიწყო და ხუთი წლის შემდეგ წარმატებასაც მიაღწია: მან შექმნა ლაზერული ოპერაციის მეთოდი, რომლითაც თვალის გავრცელებული დაავადების, კატარაქტის მკურნალობა საუკეთესო შედეგის მიღწევით შეიძლება. 1988 წელს მისი გამოგონება დააპატენტეს და ამით პირველი აფროამერიკელი ქალი გახდა, რომლის გამოგონებამაც მედიცინის დარგში პატენტის უფლება მიიღო.
2. ჰედი ლამარმა გამოიგონა უსადენო ტექნოლოგიები, რითიც ხელი შეუწყო WiFi-სა და Bluetooth-ის შექმნას
ფოტო: Wiki Commons / Flickr
ის, რომ ახლა ამ სტატიას ეცნობით, ამაში დიდი წვლილი ჰედი ლამარს მიუძღვის, რომელიც მეოცე საუკუნის ცნობილი მსახიობი, კინოპროდიუსერი და გამომგონებელია. ლამარმა მეორე მსოფლიო ომის დროს თავის მეგობართან, კომპოზიტორ ჯორჯ ანთეილთან ერთად შექმნა მოწყობილობა, რომლითაც სიხშირის გადაცემა ისე შეიძლებოდა, რომ მტერს ეს არ გაეგო. მოგვიანებით სწორედ ანალოგიური მეთოდი, ჰედი ლამარის მიგნება გამოიყენეს WiFi-სა და Bluetooth-ის განსავითარებლად.
ჰედი ლამარი – ბრწყინვალე გონება, რომელსაც WiFi-ს, GPS-სა და Bluetooth-ს უნდა ვუმადლოდეთ
3. ადა ლავლეისმა შექმნა პირველი კომპიუტერული ალგორითმი
ფოტო: Wiki Commons
ადა ლავლეისი ცნობილი პოეტის ლორდ ბაირონის ერთადერთი შვილი იყო, თუმცა ისტორიაში უბრალოდ სახელოვანი მშობლის ჩრდილქვეშ არ დარჩენილა: ლავლეისს მათემატიკა იტაცებდა და იმ დროის ცნობილი მათემატიკოსის, ჩარლზ ბებიჯის შრომებს შეისწავლიდა. ბებიჯს ხშირად "კომპიუტერის მამას" უწოდებენ, რადგან ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ფიქრობდა ჭკვიანი გამომთვლელის შექმნაზე, თუმცა ადა ლავლეისი უფრო შორს წავიდა, რადგან მიაჩნდა, რომ მსგავს მოწყობილობას კალკულატორზე უფრო მეტი ფუნქციის შესრულებაც შეეძლო, რისი მტკიცებულებაც მის 1842 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში აღმოაჩინეს. ასე იქცა ის ერთ-ერთ პირველ ადამიანად, რომელმაც კომპიუტერული ალგორითმი დაწერა.
4. სტეფანი კვოლეკმა შექმნა მტკიცე სინთეტიკური მასალა კევლარი
ფოტო: Wiki Commons
სტეფანი კვოლეკი ამერიკელი ქიმიკოსია, რომელმაც აღმოაჩინა რკინაზე მსუბუქი, თუმცა გაცილებით უფრო ძლიერი ნივთიერება — კევლარი. მან ამ შედეგს ერთ-ერთი ექსპერიმენტისას მიაღწია და დღეს სწორედ მის გამოგონებას, კევლარს იყენებენ ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტებისა და სხვა მსგავსი ნივთების დასამზადებლად.
5. მარი ვან ბრიტანი ბრაუნმა გამოიგონა სახლის უსაფრთხოების სისტემა
ფოტო: Wiki Commons
მარი ვან ბრიტანი ბრაუნი მედდა იყო, რომელიც გაზრდილი კრიმინალისა და პოლიციის უყურადღებობის გამო თავს უსაფრთხოდ სახლშიც არ გრძნობდა. სწორად ამის გამო 1966 წელს თავის ქმართან ერთად შექმნა უსაფრთხოების სისტემა, რომლითაც ოჯახთან ერთად თავს უფრო დაცულად იგრძნობდა: სახლის კართან დაყენებული კამერით, რომელიც ტელევიზორს უკავშირდებოდა, მას შეეძლო გაეკონტროლებინა, თუ ვინ გადაადგილდებოდა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე მიკროფონის საშუალებით სახლიდან გარეთ საუბარიც შეიძლებოდა. სამი წლის შემდეგ მან ეს გამოგონება თავისი სახელით დააპატენტა კიდეც.
6. მარია ტელკეშმა მზის ენერგია სახლის გასათბობად გამოიყენა
ფოტო: Wiki Commons
მარია ტელკეში უნგრული წარმოშობის ამერიკელი ბიოფიზიკოსია, რომელსაც მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო "მზის დედოფალსაც" უწოდებენ. 1948 წელს მასაჩუსეტსის შტატში მან ააშენა პირველი სახლი, რომელიც გასათბობად მთლიანად მზის ენერგიას იყენებდა.
7. ელიზაბეთ მეგიმ Monopoly-ის წინამორბედი შექმნა
ფოტო: Wiki Commons
ელიზაბეთ მეგი იყო მწერალი, ფემინისტი და ჯორჯიზმის სახელით ცნობილი იმ ეკონომიკური იდეოლოგიის მხარდამჭერი, რომლის ფილოსოფიაც იმაში მდგომარეობს, რომ მიწაზე მუშაობიდან მიღებული სარგებელი მთელმა საზოგადოებამ თანაბრად უნდა გაინაწილოს. 1900 წელს მეგიმ შექმნა სამაგიდო თამაში, სახელწოდებით მიწათმფლობელის თამაში (The Landlord's Game), რომლითაც თავისი მსოფლმხედველობის უკეთ წარმოჩენა სურდა: თამაში მონოპოლიისა და უსამართლო ეკონომიკური გარემოს პრობლემურობას წარმოაჩენდა. მან ეს თამაში 1904 წელს დააპატენტა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. 1935 წელს სათამაშოების კომპანია Parker Brothers-მა გამოუშვა თითქმის ანალოგიური სამაგიდო თამაში, სახელწოდებით მონოპოლია, რომელმაც უფრო დიდი აღიარება მოიპოვა და ყველამ დაივიწყა ელიზაბეთ მეგის პირვანდელი ვერსია.
8. მერი ანდერსონმა გამოიგონა კონტროლერი, რომლითაც მანქანის მინების გაწმენდა ავტომატურად შეიძლება
ფოტო: Wiki Commons
მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე არსებობდა გარკვეული გზები მანქანის მინების გასაწმენდად, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. 1903 წელს მერი ანდერსონმა ნიუ-იორკში სტუმრობისას შენიშნა, რომ ტროლეიბუსის მძღოლს თოვლჭყაპის გამო გადაადგილება გაუძნელდა, რადგან ხედვა შეზღუდული ჰქონდა, მინის გასაწმენდად კი ტრანსპორტიდან გადმოსვლა სჭირდებოდა, რაც, ცხადია, ძალიან მოუხერხებელი იყო. ამ ფაქტით შეწუხებულმა მერი ანდერსონმა, რომელიც თავად ინჟინერი არ იყო, დიზაინერი დაიქირავა, თავისი იდეის დახაზვა დაავალა და ასე შექმნა მოდელი, რომლის საშუალებითაც წინა საქარე მინის გასაწმენდად მანქანიდან გადმოსვლა საჭირო აღარ იყო. იმ პერიოდში მანქანები ჯერ დიდად პოპულარული არ იყო და არც ანდერსონის გამოგონებას მოჰყოლია დიდი გამოხმაურება, თუმცა მოგვიანებით ყველაზე აქტიურად სწორედ მისი პატენტი გამოიყენეს ანალოგიური პრობლემის მოსაგვარებლად.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები