7 რჩევა Google-სგან დისტანციურად მუშაობისთვის
ფოტო: Geosoft
თანამედროვე კომპანიების მენეჯერთა უმრავლესობა მუდმივად ცდილობს, რომ კონტაქტი თავის გუნდთან და მის თითოეულ წევრს შორის იყოს უწყვეტი და ნაყოფიერი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, რიგი მიზეზების გამო, სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.
კომპანია ჯეოსოფტი Google Cloud-ის პარტინიორია საქართველოში. Geosoft-ი გვიზიარებს რეკომენდაციებს, თუ რა ხერხებით გავზარდოთ კომპანიის თანამშრომელთა პროდუქტიულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი გუნდის განვითარება დისტანციურად და არა მარტო დისტანციურად მუშაობის პირობებში.
ფოტო: Geosoft
შეამზადეთ თქვენი გუნდი დისტანციურად მუშაობისთვის:
დარწმუნდით, რომ გუნდის წევრებს გააზრებული აქვთ არასაოფისე გარემოში მუშაობის თავისებურებები და ყველას აქვს წვდომა Google Workspace-ის (ადრე G Suite) აპლიკაციებზე: Gmail, Editors, Drive, Calendar, Meet და სხვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით ზემოთ აღნიშნულში, შეგიძლიათ გადახვიდეთ უშუალოდ პრაქტიკულ ნაბიჯებზე:
1. შექმენით Google Groups, მეილ ჯგუფები
ამ ჯგუფებში გააერთიანებთ თქვენი გუნდის ყველა წევრის იმეილს. ასევე, შეგიძლიათ, შეურჩიოთ მას სამუშაო სახელი. ეს სია მოგცემთ საშუალებას, კორპორატიული Gmail-ით სწრაფად გააზიაროთ ინფორმაცია, ხოლო Google ჩათი უმჯობესია, სწრაფი დისკუსიისთვის გამოიყენოთ.
2. გააზიარეთ Google Drive-ზე
შეამოწმეთ, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე წვდომა შეეძლოს ყველა თანამშრომელს, რათა მათ დროულად გადადგან ყველა დაგეგმილი ნაბიჯი, შეეძლოთ დარედაქტირება, კომენტარის დართვა და ა.შ. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საზიარო Google Drive სივრცე, სადაც აიტვირთება ყველა მნიშვნელოვანი ფაილი და გუნდს მთლიან საცავზე ნებისმიერი მოწყობილობიდან ექნება წვდომა.
3. დაგეგმეთ გრაფიკი Google Calendar-ით
ვიდეოშეხვედრები დაგეგმეთ არა მყისიერად, არამედ რამდენიმე საათით ადრე, მაგალითად წინა დღეს, რათა გუნდმა შეძლოს დღის წესრიგის შედგენა. შეხვედრები მონიშნეთ კალენდარში, შეადგინეთ დროში გაწერილი დღის განრიგი და იმეილმოწვევას თან დაურთეთ შესაბამისი Google Docs-ის ფაილები, რის გარშემოც აპირებთ დისკუსიას. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ დაგეგმილი ვიდეოკონფერენციის შესახებ შეტყობინება ყველა თანამშრომელმა მიიღო და დაადასტურა და თითოეული მათგანი შესაბამის დროს ჩაერთვება.
დისტანციურად მუშაობის დროს მენეჯერების მთავარი გამოწვევაა, რომ შეინარჩუნონ გუნდის ორგანიზებულობა, მოტივაცია და ეფექტური კომუნიკაცია.
4. ვიდეო ჩართვები Google Meet-ით ჩაატარეთ
არასამუშაო სივცრიდან მუშაობა ზოგიერთისთვის შესაძლოა იზოლაციასთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ Google Meet კონფერენციები შესანიშნავი გზაა, რომ გუნდის წევრები ერთმანეთს არ გაეთიშონ. ყოველთვის უმჯობესია, ჩანდეთ ვიდეოთვალში, როცა მოსახერხებელია, ისაუბრეთ რელევანტურ საკითხებზე და დასვით კითხვები, რათა მიიღოთ პასუხები. თუ დროის სხვაობა არ გაძლევთ საშუალებას, ჩართოთ გუნდის ყველა წევრი, გააკეთეთ ჩანაწერი, მას შემდეგ, რაც მიიღებთ გუნდის ყველა წევრის თანხმობას.
5. გაუზიარეთ კოლეგებს მოკლე და გრძელვადიანი გეგმები
მუდმივად გაუზიარეთ ერთმანეთს მიზნები და ცვლილებები. მხოლოდ ჩათში წარმოებული დისკუსია და საზიარო ფაილებში გაკეთებული განახლებები არ არის საკმარისი. ვიდეოჩართვები და Gmail (კორპორატიული მეილი) მიმოწერა არის საუკეთესო საშუალება. ასევე გამოიყენეთ Google Currents, რომ გუნდმა თავი მუდმივად ტონუსსა და მზადყოფნაში იგრძნოს. აგრეთვე შეგიძლიათ შექმნათ შიდა საიტი Google Sites-ის დახმარებით, სადაც განათავსებთ მნიშვნელოვან რესურსს და გააზიარებთ ინფორმაციას კიდევ უფრო მარტივად.
ფოტო: Geosoft
6. იმუშავეთ ისე, თითქოს ოფისში ხართ
გააგრძელეთ დისტანციურად მუშაობა ისე, როგორც ამას ოფისში მუშაობის დროს გააკეთებდით. იმის გამო, რომ თქვენი გუნდი ოფისიდან არ მუშაობს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაკავებულები არ არიან. გადაამოწმეთ კალენდარი შეხვედრის დაგეგვამდე და ჩათის (Google Chat) საშუალებით გამოარკვიეთ, რამდენად კარგი დროა სასაუბროდ. ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ საკუთარი სამუშაო დრო კალენდარზე ანუ საათები,როდესაც იქნებით ხელმისწავდომი. ამ გზით თქვენი გუნდის წევრები წინასწარ მიიღებენ შეტყობინებას, რომ არ დაგეგმონ ვიდეოშეხვედრა თქვენს არასამუშაო საათებში.
სამუშაოს შესრულება სახლში ნიშნავს იმას, რომ თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ ოჯახის სხვა წევრების საჭიროებების გათვალისწინება.
7. ნუ გახარჯავთ მთელ დღეს მხოლოდ ვიდეოჩართვაზე
სამუშაო ვირტუალური გარემოს შესაქმნელად სხვა უამრავი საშუალება არსებობს. ასეთია Google Chat, Chat Rooms, გაზიარებული დოკუმენტები, Google Editors. დააკვირდით, რა უფრო ეფექტურად მუშაობს. მოგიწევთ, სცადოთ სხვადასხვა ხერხი, რათა სამუშაოზე გააკეთოთ მაქსიმალური კონცენტრაცია.
ფოტო: Geosoft
ეს გახლავთ რამდენიმე გზა Google Workspace აპლიკაციებით, თუ როგორ მოვახერხოთ დავალებაზე ფოკუსირება და დისტანციური მუშაობა ორგანიზებულად. თუ მსგავსი პლატფორმები ჯერ კიდევ არ გაქვთ კომპანიაში, კონსულტაციებისთვის გირჩევთ Geosoft.ge-ს, Google Cloud Partner-ს საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჯეოსოფტის ბლოგი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები