თინა ხიდაშელი

1 Apr. 2021, 18:43

მისთვის [პოზნერისთვის] ეს ქვეყანა ერთი დიდი სახინკლე ან სახაჭაპურეა, სადაც კარგად მღერიან, კარგად ცეკვავენ და კარგ საჭმელს ამზადებენ, კარგი ღვინო აქვთ, დილით ბორჯომი. მისთვის აქაურობა ქვეყანა საერთოდ არ არის, სუვერენიტეტი არ აქვს, სახელიც არ ჰქვია, უბრალოდ, ერთი დიდი რესტორანია თავის ცეკვა-სიმღერით.

ჩამოდის ჩვენთვის ყველაზე მთავარ დღეს 31 მარტს, იმისთვის რომ დაგვცინოს, მუცელი ამოიყოროს, გაილეშოს, პერიოდულად მერე ისევ დაგვცინოს სხვადასხვა ეკრანებიდან.

ზუსტად ამიტომ იყო სწორი გუშინდელი ამბავი რაციონალურად. ზუსტად ისეთი პასუხი უნდა მიიღოს, როგორც თავად უყურებს აქაურობას.

ასეთი პასუხი უნდა მიეღო ქოცების მეგობარი ვინოტელისაგანაც და ნაცების მეგობარი რუმსისგანაც. და ორივე თანაბრად დასაძრახისია, იმის მიუხედავად, ვინ ვისი მეგობარია. ყველაფერი სხვა უკვე ჩვენი ხელისუფლების კისერზეა. მწვანე კორიდორი, კომენდანტის საათის დარღვევა, საშვები, და ა.შ და ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.

ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…