თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება
ფოტო: GPB / EBU / On.ge
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსამდე სულ რაღაც 49 დღე რჩება. სანამ როტერდამში ჯერ კიდევ წინასაკონკურსო სამზადისი მიმდინარეობს, უკვე ცნობილია რიგითობა, რომლითაც ღონისძიების 33 მონაწილე ქვეყანა ორ ნახევარფინალში გადანაწილდა.
საქართველოს წარმომადგენელი, თორნიკე ყიფიანი 20 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება მაყურებლის წინაშე მე-10 ნომრად.
ქვეყნების რიგითობა შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:
თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში 10-10 მონაწილე ქვეყანა გადავა. მათთან ერთად 22 მაისის გრანდიოზულ ფინალური შოუში ვიხილავთ ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეულის ქვეყნებს (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი) და მასპინძელს — ნიდერლანდებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ევროვიზია თავისი არსებობის 65-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო. მიუხედავად ამისა, წლევანდელ ღონისძიებას ბოლო ევროვიზიის — 2019 წლის კონკურსის — გამარჯვებული ქვეყანა, ნიდერლანდები უმასპინძლებს.
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა ფორმატით ჩატარდება მასშტაბური მუსიკალური კონკურსი წელს. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორები ბევრ სიურპრიზს და დაუვიწყარ შოუს გვპირდებიან.
ფოტო: EBU
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში თავდაპირველად 41 ქვეყანას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, შიდასაორგანიზაციო საკითხების დროულად მოუგვარებლობის გამო კონკურსზე უარი ჯერ სომხეთმა თქვა, შემდეგ კი ბელარუსმა მიიღო დისკვალიფიკაცია პოლიტიკური კონტექსტის მქონე სიმღერისთვის.
65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს თან ახლდა ხმაური რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც. კვიპროსში საზოგადოების ნაწილი და ეკლესია კვლავ აპროტესტებს ქვეყნის სახელით "არაქრისტიანული სიმღერის" მონაწილეობას.
კონკურსის და მისი ფანებისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამო ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები საქართველოს წარმომადგენლის მოხსნასაც ითხოვდნენ წლევანდელი ღონისძიებიდან. თუმცა, რადგან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის გაგება არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოვახერხეთ, მხოლოდ დღეს, რიგითობის გამოცხადებით გახდა ცნობილი, რომ თორნიკე ყიფიანი კვლავ მიიღებს მონაწილეობას 2021 წლის ევროვიზიაზე.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა


კომენტარები