საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დასახელდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ნომინაციაში გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ წელს Central Banking Awards-ის უკვე მეორე ჯილდოა ეროვნული ბანკისთვის. 17 მარტს Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკადაც აღიარა.
დაჯილდოების კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც ეროვნული ბანკის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეზერვების მართვის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ისე გასულ წელს პანდემიით გამოწვეული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დროული და ეფექტიანი ნაბიჯები.
გასულ წლებში რეზერვების მართვის სფეროში ჯილდოები გადაეცათ ბრაზილიის, მექსიკის, შვეიცარიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის ცენტრალურ ბანკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევების მსოფლიო აღიარება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რისკების მართვის სფეროში, მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების დანერგვის ლოგიკური შედეგია. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის.
ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა.
ეროვნულ ბანკში ახალი საინვესტიციო პოლიტიკა შემუშავდა და თანმიმდევრულად დაინერგა, აქტივების პასიური მართვიდან მათ აქტიურ მართვაზე შესაბამისი რისკების პარამეტრების დადგენით გადავედით. ლიკვიდობის რისკების უკეთ მართვის მიზნით რეზერვები ტრანშებად დაიყო და შეიქმნა აქტივების სტრატეგიული განაწილების მეთოდოლოგია და სისტემა.
ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან ფუნქციონირებს პორტფელის მართვის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. სწორედ მრავალფუნქციური და საიმედო საინფორმაციო ტექნოლოგიები გახდა რეზერვების მართვის სფეროში წარმატების კიდევ ერთი წინაპირობა. ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიმართულებით შექმნილმა ინფრასტრუქტურამ, 2020 წლის პანდემიის პირობებში, ეროვნული ბანკის შეუფერხებელ საქმიანობას შეუწყო ხელი. წინასწარ შემუშავებული გეგმის საფუძველზე განხორციელდა მყისიერი გადასვლა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რამაც სებ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების, მათ შორის რეზერვების მართვის პროცესის, სრული დატვირთვის გაგრძელების საშუალება მოგვცა.
რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება. სწორედ ასეთ სტრესთან გვქონდა საქმე 2020 წელს, როდესაც პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო პროცესები ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობაშიც გადაიზარდა.
შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება რეზერვების გამოყენების თაობაზე და იმავდროულად, ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტებით, მისი ადეკვატური დონის შენარჩუნებისათვის მათ შევსებაზეც იზრუნა. ამ მიზნით, გაგრძელდა პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გაფორმდა სავალუტო სვოპის ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან და საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ცენტრალურ ბანკთან რეპოს ხაზი გაიხსნა. ერთის მხრივ, მოხდა თანხების მიწოდება სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის სხვადასხვა ტრადიციული თუ Covid-19-ის ფონზე ამოქმედებული საგანგებო მექანიზმებით. ხოლო მეორეს მხრივ, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის პირობებში, ფინანსური სექტორის უცხოური ვალუტის ბანკნოტებით მომარაგება განხორციელდა. ყოველივე ამას რეზერვების დიდი ნაწილის მობილიზაცია სჭირდებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების უდიდესი ნაწილი დაბალი საკრედიტო რისკის საიმედო და მაღალლიკვიდურ ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. ამ მიდგომამ ეროვნულ ბანკს შიდა ბაზარზე აშშ დოლარის საჭირო ლიკვიდობის შეუფერხებლად მიწოდების საშუალება მისცა.
სწორედ რეზერვების რისკების მართვის სფეროში სწორმა სტრატეგიულმა მიდგომამ და პანდემიის საპასუხო ნაბიჯებმა განაპირობა Central Banking-ის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკისთვის 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდოს მინიჭების თაობაზე.
Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.
დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის "საზაფხულო შეხვედრების" ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ორ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა

კომენტარები