გამორთე სინათლე პლანეტისთვის — დედამიწის საათი 2021 დისტანციურად აღინიშნება
ფოტო: EarthHour
მარტის ბოლო შაბათს, ტრადიციულად, დედამიწის საათი აღინიშნება. ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ შექმნილი პროექტი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე ყურადღების გამახვილებას და კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, წელს უკვე მეთხუთმეტედ მართავს მასშტაბურ ღონისძიებას; ერთი გამონაკლისით — თითქმის ყველაფერი დისტანციურად.
27 მარტს მსოფლიოს 190-მდე ქვეყანასა და 7 ათასამდე ქალაქში, ზუსტად ერთი საათით — საღამოს ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე — ელექტროგანათების ყველანაირ წყაროს გამორთავენ. ეს არის პლანეტაზე ზრუნვის ერთგვარი სიმბოლო; ჩაბნელებულ ქუჩებში ანთებული სანთლებით გამოსახული "60+"-ის ნიშანი კი ადამიანებს ახსენებს, რომ გარემოს დაცვა წელიწადში მხოლოდ ერთ საათს არ უნდა მოიცავდეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესი ნაწილი დისტანციურად გაიმართება. ამასთან, წელს პირველად გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ "ვირტუალურ სფოთლაითში" — 27 მარტს ციფრულ პლატფორმებზე გამოქვეყნდება ვიდეო, რომლის გაზიარებითაც კამპანიაში ჩაბმას შეძლებთ.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც წლევანდელ დედამიწის საათს უკავშირდება საქართველოში, ახალი ვებსაიტია.
ვებსაიტის მთავარ გვერდზე დედამიწის საათამდე დარჩენილი დროის უკუათვლაა დაწყებული, მის სხვადასხვა გვერდებზე კი შეხვდებით წლევანდელი ღონისძიებების აღწერას და ბლოგების სერიას, სადაც ცნობილი ადამიანები დედამიწაზე ზრუნვასა და პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ფოტო: Earth Hour Georgia
დედამიწის საათი პირველად 2007 წელს, სიდნეიში აღინიშნა. ამის შემდეგ ეს ინიციატივა გლობალურ მოძრაობად ჩამოყალიბდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი ხელშეწყობით არაერთი პროექტის განხორციელება მოხერხდა — მილიონობით ხის დარგვა, ტყეების შექმნა, განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვა, ხმელეთის და საზღვაო ეკოსისტემების დაცვა და, რაც მთავარია, მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა კლიმატის კრიზისისაკენ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები