2020 წლის მარტის 10 მოლოდინი, რაზეც 2021-ში ცრემლებით გვეცინება
ფოტო: YouTube
უკვე ერთი წელი გავიდა, რაც COVID-19-ის მიერ შეცვლილ რეალობაში ვცხოვრობთ. დიახ, ავადსახსენებელი 2020 წლის მარტიდან ისე გავიდა თორმეტი თვე, რომ თავადაც ვერ გავაცნობიერეთ.
მეტიც — ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში მოხდა, ცუდ სიზმარს ჰგავს, რომელიც შეგრძნებების დონეზე კარგად გახსოვს, მაგრამ თან ძალიან შორეულად გეჩვენება.
ახლა უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებთ მომავალს: არაერთი სანდო ვაქცინა შეიქმნა და პანდემიის დასასრულსაც გაცილებით ოპტიმისტურად შევცქერით. თუმცა, რა ხდებოდა ერთი წლის წინ, როცა ჩვენს ყოველდღიურობაში პირველად გამოჩნდა კორონავირუსი? რისი გვეშინოდა? რისი იმედი გვქონდა?
პანდემიის საწყის ეტაპზე აქტუალურ, თუმცა დღეს უკვე კომიკურ მოგონებებად ქცეულ მოვლენებს გადავავლოთ თვალი:
1. ქართველებს არაფერი გვემუქრებოდა
ფოტო: Tenor
ჯერ რჩეული ერი ვიყავით, შემდეგ ღვთისმშობლის კალთა გვიცავდა, ბოლოს ე.წ. "სამი მუშკეტერის" ეპიდსიტუაციის მართვის უნარებს ვაქებდით, მაგრამ მოვიდა შემოდგომა და...
2. ტუალეტის ქაღალდი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც პანდემიისას უნდა მოგემარაგებინა
ფოტო: Gifer
სულ ცოტაც და ტუალეტის ქაღალდის შეკვრა ფულის კუპიურას ჩაანაცვლებდა.
3. კარანტინში ჯანსაღად კვებას დავიწყებდით
ფოტო: Giphy
კი, კი, მომატებული კილოგრამები მოხარშული ბროკოლისა და უცხიმო წვნიანების დიეტის დამსახურებაა.
4. ახალ უნარებს შევიძენდით და ცოდნას გავიმრავალფეროვნებდით
ფოტო: Giphy
ახალი უცხო ენა? რა პრობლემაა. კომპიუტერული პროგრამები? რა სალაპარაკოა. კემბრიჯის უნივერსიტეტის უფასო კურსები? ყველაფერს დავძლევ, თავისუფალი დროის მეტი რა მაქვს. ამ დროს როგორია ჩვენი შედეგი ერთი წლის თავზე? თქმადაც არ ღირს, ყველა მარტივად გამოიცნობს.
5. სახლში დაგროვილ წაუკითხავ წიგნებს გადავაბულბულებდით
ფოტო: Gifer
წიგნის თაროებს მტვერი მაინც თუ გადავწმინდეთ, ეგ ვიკითხოთ.
6. ნებისმიერი პროდუქტი საგულდაგულოდ უნდა გაგვერეცხა
ფოტო: Giphy
კი, იყო დრო, პურს ფეირით ვრეცხავდით.
7. ვირუსს ქუჩების მორეცხვით ვებრძოდით
ფოტო: Gifer
კარანტინის გამო დაცარიელებულ ქუჩებში ღამით ჩავლილი მანქანები, რომლებიც ქალაქის ქუჩების დეზინფექციას ატარებდნენ, განსაკუთრებით უცნაური სანახაობა იყო.
8. სახლიდან მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა
ფოტო: Giphy
მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, ბევრი დადებითი დისტანციურ შრომაშიც აღმოვაჩინეთ, ოღონდ ეს მათ, ვისაც სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა სახლში მიეცა და თანაც სხვა გარემო-პირობებიც უწყობდა ხელს, თორემ ბევრი ადამიანი საერთოდ უმუშევარი დარჩა, ნაწილმა კი "ბრძოლის წინა ხაზზე" (ექთნები, მედდები, სუპერმარკეტების კონსულტანტები) ძველებურად გააგრძელა მუშაობა.
9. ყველაფერი მალე დასრულდებოდა
ფოტო: Tenor
აი, დათბება და გაწყდება ვირუსი!
10. სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლებოდა
ფოტო: Tenor
მგელი და ცხვარი ერთად მოძოვს ბალახს!
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები