ევროვიზიისთვის "კურკლშოუს" წოდების შემდეგ კონკურსის ფანები თორნიკე ყიფიანის დისკვალიფიკაციას ითხოვენ
ფოტო: GPB
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გარშემო შექმნილი ხმაური ამჯერად საქართველოს წარმომადგენელთან დაკავშირებული სკანდალით გრძელდება.
მას შემდეგ, რაც 15 მარტს ევროვიზიის წლევანდელ შოუზე საქართველოს სახელით მოასპარეზე თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერის პრემიერა შედგა, კონკურსის გულშემატკივრები და ევროვიზიის მიმომხილველი გამოცემები აქტიურად განიხილავდნენ კომპოზიციას და ქვეყნის წარმატების შანსებს მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაზე.
დადებით გამოხმაურებასთან ერთად, სიმღერის პრემიერას მოჰყვა უარყოფითი კომენტარებიც. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილს მიაჩნდა, რომ საკონკურსო კომპოზიციას შარშანდელი სიმღერა ჯობდა, რომელიც ასევე თორნიკე ყიფიანს უნდა შეესრულებინა, რომ არა პანდემიის გამო გაუქმებული ევროვიზია 2020.
16 მარტს კი საქართველოს წარმომადგენლის ფეისბუქანგარიშზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელმაც კონკურსის ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ თორნიკე ყიფიანმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი აგდებულად მოიხსენია, შესაბამისად, შეურაცხყოფა მიაყენა მის გულშემატკივრებსაც. ამავდროულად, პოსტში შეურაცხყმყოფელი და უშვერი კომენტარი მიემართა სიმღერის კრიტიკოსებსაც.
On.ge დაუკავშირდა თორნიკე ყიფიანს იმის გასარკვევად, იყო თუ არა პოსტი ნამდვილად მის მიერ შექმნილი და, ამ შემთხვევაში, ვის მიემართებოდა მისი კომენტარები. საქართველოს წარმომადგენელს არ დაუდასტურებია და არც უარუყვია სტატუსის ავთენტიკურობა.
მიუხედავად ამისა, უარყოფითი გამოხმაურება არა მხოლოდ პოსტზე, არამედ ევროვიზიის ფანების ჯგუფებშიც გამოჩნდა. კომენტარების ავტორების ნაწილი კონკურსიდან საქართველოს წარმომადგენლის მოხსნასაც კი მოითხოვს.
ფოტო: Facebook
ფოტო: Facebook
On.ge-მ ასევე სცადა, დაკავშირებოდა ევროვიზიის პროექტის პროდიუსერებს საქართველოდან, თუმცა, ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დარჩა. ამდენად, უცნობია, რა პოზიცია აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორი გაერთიანების — ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) — წევრია და პასუხისმგებელია კონკურსანტის და სიმღერის შერჩევაზე.
რა ხდება ევროვიზია 2021-ის გარშემო?
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ყოველთვის გამოირჩეოდა მის გარშემო შექმნილი ხმაურითა და უჩვეულო გამოხმაურებებით, თუმცა, წელს ჯერ კიდევ წინასაკონკურსო პერიოდში არაერთ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემური სიტუაცია.
კვიპროსი — სიმღერას, რომელიც წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, სამშობლოში ხმაურიანი განხილვა, დემონსტრაციები და სხვადასხვა რელიგიურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ჩარევაც კი მოჰყვა. 26 წლის ბერძენი მომღერლის, ელენა ცაგრინუს, სიმღერა El Diablo ("ეშმაკი") 2021 წლის ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით წარდგება, თუმცა, მისი მისამღერის ტექსტმა: I gave my heart to el Diablo ("ჩემი გული ეშმაკს ვუბოძე"), ჯერ კვიპროსელი მრევლის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, შემდგომ კი სიმღერის კონკურსიდან მოხსნის მოთხოვნით და მუქარისშემცველი გზავნილებით აქცია გაიმართა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მოთხოვნის შინაარსი გაიზიარა და სიმღერის კონკურსზე მონაწილეობა გააპროტესტა კვიპროსის წმინდა სინოდმაც.
ბელარუსი — მუსიკალური ჯგუფი და სიმღერა, რომელსაც ბელარუსი 2021 წლის ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. სიმღერის პრემიერიდან მალევე კონკურსის ფანებმა პროტესტი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ჯგუფი Galasy ZMesta ლუკაშენკოსა და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი იყო, რაც აისახა საკონკურსო სიმღერის ტექსტშიც. ამ მოტივით მათ მოითხოვეს სიმღერის მოხსნა ევროვიზიიდან. გამოხმაურებიდან მალევე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელარუსს პოტენციურად პოლიტიკური გზავნილის შემცველი სიმღერის შეცვლა მოსთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა დროულად არ შესრულდება, ქვეყანა, შესაძლოა, წლევანდელ კონკურსს გამოეთიშოს.
ჩრდილოეთ მაკედონია — კონკურსის ადგილობრივი გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონიის საკონკურსო სიმღერის გამოსვლასაც. ქვეყანას წლევანდელ ევროვიზიაზე 36 წლის მომღერალი, ვასილ გარვანლიევი წარადგენს, რომლის საკონკურსო სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრემიერიდან მალევე ჩრდილომაკედონიელმა ფანებმა ვიდეოში ბულგარეთის დროშის ფერების გამოყენება პოლიტიკურ მინიშნებად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო (მომღერლის წარმომავლობა ბულგარეთსაც უკავშირდება). ამ მიზეზით შეიქმნა ონლაინპეტიცია, რომელსაც 16 000 ადამიანი აწერს ხელს და მოითხოვს მომღერლის შეცვლას. საპასუხოდ, ჩრდილოეთ მაკედონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, წლევანდელ ევროვიზიაზე მათი მონაწილეობის საკითხი გადაიხედოს.
რუსეთი — ისევ და ისევ ადგილობრივი ფანების პროტესტი ამჯერად რუსეთის წარმომადგენელს, 29 წლის მანიჟა სანგინს ხვდა წილად. წარმოშობით ტაჯიკი მომღერალი, რომელიც ფემინისტია და აქტიურად უჭერს მხარს ლგბტქ+ უფლებებს, როტერდამში სიმღერას Russian Woman ("რუსი ქალი") შეასრულებს. პროტესტის მიზეზი არა მხოლოდ ეს უკანასკნელი საკითხი გახდა, არამედ მომღერლის ეთნიკური კუთვნილებაც. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ქსენოფობიური და სექსისტური კომენტარები, სადაც თავს ესხმიან მომღერალს და მის საკონკურსო სიმღერასაც, რომელიც ქალების უფლებრივი მდგომარეობის საკითხს ეხება.
ფოტო: EBU
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 18, 20 და 22 მაისს გაიმართება ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
-
"მადლობა ყველას" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ "მადლობა ყველას" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
გადახედვა
-
კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს კახა კალაძ: მნიშვნელოვანია, ამერიკასთან განახლებული ურთიერთობები სამართლიანობას ეფუძნებოდეს
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
"საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე "საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს" — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა

კომენტარები