10 ლიტერატურული კონკურსი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კითხვის შეყვარება რომ ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ამ სტატიაში სულაკაურის გამომცემლობის სასკოლო კონკურსების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც კითხვის პროცესს უფრო საინტერესოს და აზარტულს გახდის თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის თუ მოსწავლეებისთვის.
1. პატარა ილუსტრატორი
თუ ხარ I-III კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ხატვა, ეს კონკურსი შენთვისაა! აირჩიე საკონკურსო წიგნი, შეარჩიე ეპიზოდი, რომელიც წიგნში არაა დასურათებული და დახატე შესაბამისი ილუსტრაცია.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 4-6 გვერდებზე.
2. გამოეცით ილუსტრირებული წიგნი
თუ ხართ IV-VI კლასის მასწავლებელი და ეძებთ საინტერესო პროექტს მოსწავლეებისთვის, ეს კონკურსი თქვენთვისაა! შექმენით 5-10-წევრიანი ილუსტრატორთა ჯგუფი, წაიკითხეთ ერთ-ერთი საკონკურსო წიგნი და ამოარჩიეთ სცენები. თითო სცენისთვის შექმენით ერთი ილუსტრაცია.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 7-9 გვერდებზე.
კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულების ილუსტრაციებით დაბეჭდილი წიგნი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
3. შეცვალე მთხრობელი
თუ ხარ IV-VI კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და მათში მოყოლილი ამბების ინტერპრეტაცია, ეს კონკურსი შენთვისაა! წაიკითხე რომელიმე საკონკურსო წიგნი, შემდეგ შეარჩიე რომელიმე ეპიზოდი/ამბავი და მოაყოლე ან მთხრობელის ნაცვლად სხვა პერსონაჟს, ან ერთი პერსონაჟის ნაცვლად — მეორე პერსონაჟს.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 10-11 გვერდებზე.
4. ამოგზაურე წიგნის პერსონაჟი
თუ ხარ VII-VIII კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და საინტერესო ისტორიების შეთხზვა, ეს კონკურსი შენთვისაა! წაიკითხე ორი საკონკურსო წიგნი და დაწერე მცირე მოთხრობა, რომელშიც ერთ-ერთი წიგნის პერსონაჟს მეორე წიგნში ამოგზაურებ.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 12-14 გვერდებზე.
5. გააციფრულე ეპიზოდი
თუ ხარ VII-VIII კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და დაინტერესებული ხარ ვიზუალური პროგრამირებით, ეს კონკურსი შენთვისაა. წაიკითხე საკონკურსო წიგნი, აარჩიე ეპიზოდი და შექმენი ანიმაცია ან თამაში Scratch-ის ან MakeCode Arcade-ს გამოყენებით. შეგიძლია ამ ვიდეოგაკვეთილებით იხელმძღვანელო: 1. MakeCode-ის ვიდეოგაკვეთილი; 2. Scratch-ის ვიდეოგაკვეთილი; აქ შეძლებ, ივარჯიშო დამოუკიდებლად, შემდეგ კი რომელიმე რედაქტორის გამოყენებით, შეასრულო საკონკურსო დავალება.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 15-16 გვერდებზე.
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
6. შეცვალე ჟანრი
თუ ხარ IX-X კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და წერა, ეს კონკურსი შენთვისაა. წაიკითხე რომელიმე საკონკურსო წიგნი, შეარჩიე ერთ-ერთი ეპიზოდი და შეცვალე მისი ჟანრი — აქციე კომიქსად, პიესად ან სამეცნიერო ფანტასტიკად.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 17-18 გვერდებზე.
7. გამოეცი წიგნი ალტერნატიული ყდით
თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და გრაფიკულ დიზაინერობაზეც გიფიქრია, ეს კონკურსი შენთვისაა. წაიკითხე საკონკურსო წიგნებიდან ერთ-ერთი და შექმენი წიგნის ყდის შენეული ვერსია და შემოგვთავაზე წინა და უკანა ყდის და ყუის დიზაინები თავისი წარწერებით (წიგნის სათაური და ავტორი).
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 17-18 გვერდებზე.
კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულის ყდის დიზაინით დაბეჭდილი წიგნი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
8. დაგეგმე მარკეტინგული კამპანია
თუ ხარ XI-XII კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ხარ კრეატიული, ეს კონკურსი შენთვისაა. წარმოიდგინე, რომ მუშაობ სულაკაურის გამომცემლობის მარკეტინგის გუნდში. შენი მიზანია, შერჩეული საკონკურსო წიგნი აქციო ბესტსელერად. მიიღე მონაწილეობა ინდივიდუალურად ან შეადგინე მაქსიმუმ სამწევრიანი გუნდი. მოიფიქრე და დაგეგმე მარკეტინგული კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის/სერიის პოპულარიზაციას. ააწყვე პრეზენტაცია და დეტალურად გაწერე ის მარკეტინგული აქტივობები (სტატია, ვიდეო, პოსტერი...), რომლებსაც ჩაატარებდი კამპანიის ფარგლებში.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 21-22 გვერდებზე.
9. კონკურსი მასწავლებლებისთვის
თუ ხართ მასწავლებელი და გიყვართ მოსწავლეებთან ერთად საინტერესო ტექსტების განხილვა, ეს კონკურსი თქვენთვისაა! შეარჩიეთ ნაწყვეტი შემოთავაზებული ტექსტებიდან:
- საიდუმლო შვიდეული (წიგნი მეხუთე) — ენიდ ბლაიტონი, მერვე თავი, რა მოახსენეს პიტერს
- ძმები ლომგულები — ასტრიდ ლინდგრენი, პირველი თავი
- დეტექტივი სკალდაგერი — მეორე თავი, ანდერძი
მოიფიქრეთ და დაწერეთ მაქსიმუმ სამი აქტივობა, რისთვისაც შეგიძლიათ ეს ფორმა გამოიყენოთ.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანი კატალოგის 28-ე გვერდზე.
10. ფოტობლოგი მშობლებისთვის
თუ გიყვართ შვილებთან ერთად კითხვა და ფოტოების გადაღება, ეს კონკურსი თქვენთვისაა! აირჩიეთ საკონკურსო წიგნი, გადაიღეთ 1-2 ფოტო და დაურთეთ მოკლე რჩევები — გაგვიზიარეთ შვილთან ერთად კითხვისას მიღებული შთაბეჭდილება, რატომ ურჩევდით სხვა ბავშვებს/მშობლებს ამ წიგნის წაკითხვას.
დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო წიგნების, ვადის, პრიზების თუ ნამუშევრის გაგზავნის პროცედურების შესახებ გაეცანით კატალოგის 29-31 გვერდებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია ყველაზე წიგნიერის ფეისბუქ გვერდს დაუკავშირდე.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები