7 წლის ბიჭი, რომელსაც გარეგნობის გამო დასცინეს, თავისნაირ უნიკალურ კატას დაუმეგობრდა
ფოტო: CHRISTINA HUMPHREYS
შვიდი წლის მეიდენი, რომელიც ამერიკის შტატ ოკლაჰომაში ცხოვრობს, ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალით (ასევე ცნობილი, როგორც "კურდღლის ტუჩი") და სხვადასხვა ფერის თვალებით დაიბადა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განსაკუთრებულობის გამო მას შეუძლია თამამად იამაყოს, ერთხელ სკოლის ავტობუსში მისი გარეგნობა აუგად მოიხსენიეს, რამაც მის თვითშეფასებაზე საშინლად იმოქმედა.
მეიდენის დედამ, კრისტინა ჰამფრეიზმა, გულგატეხილობის მიუხედავად, გადაწყვიტა, თავის ვაჟთან ერთად საჯარო ვიდეო გადაეღო, სადაც ამ ფაქტზე ღიად ისაუბრებდნენ. მათ მიერ ამ ისტორიის ღიად გაზიარებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც მეიდენს უკეთ აგრძნობინა თავი.
თუმცა მშობლებმა მისი გახარება კიდევ უფრო განსაკუთრებული მიზეზითაც შეძლეს.
ფოტო: CHRISTINA HUMPHREYS
ერთხელ სოცილურ ქსელში ცხოველთა თავშესაფრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გადააწყდნენ კატის შესახებ, რომელსაც გარეგნობის ზუსტად ისეთივე თანდაყოლილი ნიშნები ჰქონდა, როგორც მეიდენს.
მიუხედავად იმისა, რომ კატა ოკლაჰომადან 1500 კილომეტრით დაშორებით, მინესოტას შტატში იმყოფებოდა, ბევრი არ უფიქრიათ, ისე გადაწყვიტეს, რომ თავშესაფრიდან წამოეყვანათ.
ფოტო: CHRISTINA HUMPHREYS
მას შემდეგ მეიდენი და მუნი (Moon, მთვარე – ეს სახელი შეურჩიეს კატას), რომელთაც ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალი და სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ, საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
ფოტო: CHRISTINA HUMPHREYS
როგორც მუნი გადაარჩინეს მინესოტას ქუჩებში უპატრონოდ ყოფნას, ისე დაეხმარა ის მეიდენს მარტოობასთან გამკლავებაში.
და, რაც მთავარია, იმის გაცნობიერებაში, რომ განსხვავებულობა უცნაურად კი არა, უნიკალურად გაქცევს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები