გრემის წლევანდელ შოუზე ბიონსე არ იმღერებს — LA Times
ფოტო: Larry Busacca / Getty Images
2021 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია სულ რამდენიმე საათში დაიწყება. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, შოუ უჩვეულო ფორმატით ჩატარდება — აუდიტორიის გარეშე და ნაწილობრივ, წინასწარ ჩაწერილი პერფორმანსებით. მიუხედავად ამისა, პროდიუსერები დაუვიწყარ საღამოს გვპირდებიან.
ასევე იხილეთ:
დაუვიწყარ საღამოზე არ იმღერებს ბიონსე — მომღერალი, რომელიც გრემის წლევანდელ შოუზე ყველაზე მეტ ნომინაციაშია წარდგენილი.
12 მარტს The Los Angeles Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 კატეგორიის 9 ნომინაციაში წარდგენილმა მომღერალმა უარი თქვა, რიგით 63-ე გრემის დაჯილდოებაზე პერფორმანსით გამოსულიყო. ბიონსე ინფორმაციას არ გამოხმაურებია და არც ის დაუკონკრეტებია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას.
"სამწუხაროა, რადგან იგი ხმისჩამწერი აკადემიის მნიშვნელოვანი ნაწილია", — განაცხადა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარვი მეისონ უმცროსმა, — "ცხადია, დიდი სურვილი გვქონდა, რომ სცენაზე გვეხილა".
გასულ წლებში ბიონსეს არაერთხელ ჰქონია პერფორმანსი გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. შოუს უახლეს ისტორიაში კი იგი მესამე მომღერალია, რომელმაც ყველაზე მეტ ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, ცერემონიაზე შესრულებაზე უარი თქვა. 2019 წელს ასე მოიქცა კენდრიკ ლამარი, 2018-ში კი ბიონსეს ქმარმა, Jay-Z-მ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.
ბიონსეს შოუზე არგამოსვლის ამბის გავრცელების პარალელურად, ინტერნეტსივრცეში ხმისჩამწერ აკადემიას ქალებისა და არათეთრკანიანი მომღერლების წინააღმდეგ მიმართულ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. კრიტიკის საფუძველი ყველაზე მეტად კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ნომინაციებში არყოფნაა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით გრემის მომავალ დაჯილდოებებზე მონაწილეობაზეც უარი თქვა და ორგანიზატორები კორუმპირებულობაში დაადანაშაულა.
მიუხედავად ბრალდებებისა, მეისონი ამბობს, რომ ხმისჩამწერი აკადემია ყოველწლიურად იხვეწება, იძენს ათასობით ახალ წევრს და ცდილობს, კომიტეტებში მეტი ქალი და არათეთრკანიანი თანამშრომელი იყოს.
ბიონსეს და The Weeknd-ის არყოფნის მიუხედავად, ცერემონიაზე არაერთი ცნობილი მუსიკოსი და ჯგუფი იმღერებს, მათ შორის, ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში, Megan Thee Stallion, Cardi B, BTS და სხვა. შოუს კი ჰარი სტაილსი გახსნის.
გრემის 2021 წლის დაჯილდოება თავდაპირველად იანვრის მიწურულს იყო დაგეგმილი, თუმცა, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რამდენიმე კვირით გადაიდო. შოუ 15 მარტს, თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. მასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს On.ge შემოგთავაზებთ.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები