არიზონელმა კაცმა სამსახურისგან თავის დაძვრენის მიზნით საკუთარი გატაცება გაითამაშა
ფოტო: Coolidge Police Department
სკოლის, უნივერსიტეტისა თუ სამსახურის გასაცდენად მიზეზების მოფიქრება ბევრისთვის უცხო, ალბათ, არაა. პასუხისმგებლობებისგან თავის დასაძვრენად ხშირად მარტივ ტყუილებს ვიგონებთ, თუმცა 19 წლის არიზონელმა ბრენდონ სოულსმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: არიზონას სამართალდამცავების მიხედვით, ბრენდონმა სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, საკუთარი გატაცება გაითამაშა, რის გამოც ცრუ შეტყობინებაში ედება ბრალი.
10 თებერვალს სამართალდამცავებთან დაშავებული კაცის შესახებ შეტყობინება შემოვიდა. პოლიციელებმა ბრენდონ სოულსი გაკოჭილი და პირაკრული იპოვეს. სოულსმა მათ უთხრა, რომ სახლთან ახლოს ორი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს. დარტყმის შემდეგ სოულსმა გონება დაკარგა, ნიღბიანმა მამაკაცებმა იგი გაიტაცეს და იმ ადგილას დატოვეს, სადაც შემდგომ პოლიციელებმა სოულსი იპოვეს. სოულსმა გატაცების მიზეზად უდაბნოში მამამისის მიერ დამალული ფული დაასახელა.
გამომძიებლები სოულსის ჩვენებას რამდენიმე დღის განმავლობაში ამოწმებდნენ. მათ გამოიკვლიეს ვიდეოჩანაწერი და სოულსის მიერ ნახსენები ადამიანებიც გამოკითხეს. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სოულსს არც თავის არეში მიყენებული რაიმე სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
გამომძიებლებმა სოულსი რამდენჯერმე გამოკითხეს და, საბოლოოდ, დაასკვნეს, რომ მთელი ისტორია მისი გამოგონილია — უდაბნოში დამალული ფულის ჩათვლით. პოლიციის თქმით, სოულსმა საკუთარი გატაცების გათამაშება აღიარა.
ბრენდონ სოულსი მანქანის საბურავების მაღაზიაში მუშაობდა, სადაც მას საბურავების დაყენება და მაღაზიისთვის საჭირო ნაწილების ყიდვა ევალებოდა. მაღაზიის მენეჯერს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბრენდონ სოულსს ფეისბუქის ანგარიშზე მითითებული აქვს, რომ მაღაზიაში აღარ მუშაობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელი ემუქრება ბრენდონ სოულსს.
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები