ნინო ბურჯანაძე

23 Feb. 2021, 10:29

ბურჯანაძეები ხო? ირაკლი, კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება, ესეც გაიხსენე. შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს ჰკითხე. ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს დააკლებენ ამ სახელმწიფოს, მხოლოდ შევმატებთ. ამ სახელმწიფოს უჩვენოდ "გადასარევად" დააკლებენ, დაანგრევენ და დააკნინებენ კობახიძეები, ღარიბაშვილები და ივანიშვილები. მეტი რა უნდა დააკლონ, რაც დღეს გააკეთეს?! და ევროკავშირში მივდივართ, ხო? დაუჯდებათ ფასი.

ჩვენ ნამდვილად არაფერს დავაკლებთ ამ ქვეყანას, მხოლოდ შევმატებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ კომიკური, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დიქტატურა არ დამყარდეს საქართველოში. ცოტა ისეთი დიქტატურა რომ იყოს, კიდევ არაუშავს, ან შეგეშინდება, ან შეეგუები, მაგრამ კობახიძის დიქტატურა ნამეტანი სასაცილოა.

ნინო ბურჯანაძე TV პირველთან პასუხობს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ "თანამედროვე ბოლშევიკები: მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  2. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  3. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ