10 რამ, რაც GOT-ის ბოლო წიგნის გამოსვლის შემდეგ მოხდა
ფოტო: Phil Noble / Reuters
წელს 10 წელი გადის მას შემდეგ, რაც ჯორჯ მარტინის ცნობილი ფენტეზი სერიის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის, ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე ნაწილი გამოვიდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახალი ათწლეულიც დაიწყო. მოზარდები, ვინც მაშინ მეექვსე ნაწილს ელოდებოდნენ, დღეს უკვე ზრდასრულები არიან და რა გასაკვირია, რომ ზოგიერთი მათგანი ახლა უკვე შვილებთან ერთად ელოდება ისტორიის გაგრძელებას.
და მაინც — რამდენი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ვესტეროსი 2011 წელს მივატოვეთ?
1. დაიწყო და დასრულდა წიგნების მიხედვით გადაღებული სერიალი
ფოტო: HBO
რვა სეზონისა და 73 სერიის შემდეგ HBO-მ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის გადაღება 2019 წელს დაასრულა. ალბათ არც ის იქნება სიმართლისგან შორს, თუ ვიტყვით, რომ მარტინის წიგნების სერიის პოპულარობა დიდწილად სწორედ სერიალმა განაპირობა.
სერიალის შემქმნელები მადლიერები კი იყვნენ, მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდათ — არ დაადგა საშველი მეექვსე წიგნს (მეშვიდეზე რომ არაფერი ვთქვათ!), ამიტომ, დასასრულის მოფიქრება თავად მოუწიათ.
2. ითარგმნა წიგნები ქართულად, ხუთივე!
ფოტო: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა / Facebook
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერიალმა წიგნების სერია ბესტსელერების სიების სათავეებში მოაქცია. GOT-მა ერთგული გულშემატკივრების არმია საქართველოშიც შეიძინა, საბოლოოდ კი, სერიალის გამოსვლიდან მალევე წიგნების სერიის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა გამომცემლობა არეტემ დაიწყო. დღესდღეობით არა მხოლოდ ხუთივე წიგნია ქართულ ენაზე თარგმნილი, არამედ რეპრინტებიც კი მოესწრო.
3. 2012 წლის სამყაროს აღსასრული ჯერ არ დამდგარიყო
ფოტო: Centropolis Entertainment / Columbia Pictures
შესაძლოა, მარტინმა იმიტომაც გააჯანჯლა, რომ სამყაროს აღსასრულის იმედი ჰქონდა. თუმცა, ნურას უკაცრავად. 2012-საც გადავურჩით, კორონავირუსსაც და ისევ ველოდებით. რადგან ახლო მომავალში არც მეტეორის დაცემას უჩანს პირი და არც წარღვნას, მარტინისთვის საიმედო ჯერჯერობით ვერაფერია.
4. ტრამპმა მოსვლაც მოასწრო და წასვლაც
ფოტო: AP
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, განჭვრიტა თუ არა მარტინმა მსოფლიოს მომავალი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, თუმცა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ვადა ისე მოიხადა, GOT-ის წიგნის გამოცემას არ მოსწრებია.
5. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრინცები დაწვრილშვილდნენ
კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია შვილებთან ერთად საშობაო ბარათზე. 2018 წლის დეკემბერი.
ფოტო: Matt Porteous
ახალშეუღლებულ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ქორწინებიდან სამი თვის თავზე GOT-ის მეხუთე წიგნმა მოუსწრო. მას შემდეგ წყვილის სამივე შვილი ისე დაიბადა, პრინცი ჯორჯი ისე შევიდა სკოლაში და შარლოტი ისე წავიდა საბავშვო ბაღში, ვესტეროსის ისტორია აღარ გაგრძელებულა. ამით პრინცმა ჰარიმ ისარგებლა და სამეფო კარის თამაშები რეალურ ცხოვრებაში, მეგან მარკლზე ქორწინებით განაგრძო.
სხვათა შორის, ჰარისა და მეგანის შვილი, არჩიც, ისე მოევლინა ქვეყანას, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ზამთრის ქარები. იმედია, იმ დროისთვის მაინც მოხერხდება წიგნის გამოცემა, როცა არჩი ტიტულს მიიღებს.
6. დედოფალმა ელიზაბეთ II-მ კიდევ 9 დაბადების დღე გადაიხადა
ფოტო: Phil Noble / Reuters
გამოხდა ათწლეული, თუმცა, ნამდვილი დედოფალი არც თავის 95-ე დაბადების დღეზე მიიღებს სატახტოთა თამაშის გაგრძელებას საჩუქრად. არც ისაა გამორიცხული, მისი აღმატებულება სწორედ ამ სერიის დასრულებას ელოდებოდეს, რათა მშვიდად გადაულოცოს ტახტი მემკვიდრეს.
7. ინსტაგრამმა ინტერნეტი დაიპყრო და მარტინს პოტენციური მკითხველები წაართვა
ფოტო: Thomas Trutschel / Photothek / Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი ჯერ კიდევ 2010 წელს შეიქმნა, პოპკულტურაში იგი გასული ათწლეულის შუა წლებში დამკვიდრდა. განსხვავებით 2011 წლისგან, დღეს ხალხი, მათ შორის, ამ სტატიის ავტორიც, რომელმაც წლის დასაწყისში პირობა დადო, წელს მეტს წავიკითხავო, თავისუფალ დროს ინსტაგრამის "სქროლვას" უთმობს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ინსტაგრამი სწორედ მარტინთან და მის წიგნებთან საბრძოლველად შექმნეს.
8. მარტინისდა საუბედუროდ გამოიგონეს მიმები
ინსტაგრამის არ იყოს, მიმებსაც ვერ მივიჩნევთ 2010-იანი წლების შვილად, თუმცა, ამ ტერმინის დღევანდელი გაგებით აღწერილი კონტენტი სწორედაც რომ ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ბოლო წიგნის გამოსვლის შემდეგ არსებობს.
კვლავაც ინსტაგრამის მსგავსად, ამან მეტად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა მარტინი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელებული არაერთი მიმის შთაგონების წყარო გახდა.
9. ისე, პატრიკ როტფუსსაც არაფერი გაუკეთებია
ფოტო: Chris Weeks/Getty Images
ზარმაცთა საიდუმლო ორდენის წევრები არიან, შეთქმულების მონაწილენი თუ, უბრალოდ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, არ ვიცით, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება — მარტინმა ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ბოლო წიგნი 2011 წელს გამოსცა. როტფუსმაც — მეფისმკვლელის ქრონიკის მეორე წიგნი, ბრძენკაცის შიში, იმავე წელს დაბეჭდა. მერე იფიქრა, თხა თხაზე ნაკლებიო და ხელი აღარ გაუნძრევია — ნუ, ჩვენს დასანახავად მაინც.
10. On.ge-ის შექმნამდე ჯერ კიდევ 5 წელი იყო დარჩენილი
On.ge 2016 წელს შეიქმნა, როცა სატახტოთა თამაშის სერიის ბოლო წიგნის გამოცემიდან 5 წელი იყო გასული. გამოხდა კიდევ 5 წელი და, თავს არ ვიქებთ, თუმცა, ჩვენ ათიათასობით სტატიის დაწერა მოვასწარით. მათ შორის ბევრი — თავად მარტინზე და მის ლეგენდარულ საგაზე.
ეს ყველაფერი კი ხუმრობით, თუმცა, დასასრულს მაინც აღვნიშნავთ, რომ ჯორჯ მარტინმა ფენტეზის ჟანრს მართლაც ლეგენდარული ნაწარმოები და უნიკალური სამყარო აჩუქა. მოუთმენლად ველოდებით, როდის შევძლებთ ზამთრის ქარების წაკითხვას და მასზე სტატიების დაწერას (თითებს ვაჯვარედინებთ).
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით

კომენტარები