7 სასიყვარულო მარჩიელობა, რომელიც საბედოს ვინაობის დასადგენად ყველას გვიცდია
"სიყვარულო, ძალსა შენსა!" — ამ გრძნობის ძალით ბევრი სისულელე გაგვიკეთებია და საბედოს პოვნის დაჟინებული სურვილიც უმეტესობას გამოგვიცდია. იმიტომ, რომ სხვების ცხოვრებაში ადრე გამოჩენილი ცხოვრების თანამგზავრი ჩვენს უბედობას უკეთ გვაგრძნობინებს და მოშავო მაგიასაც აღარ ვერიდებით. ან უბრალოდ ძაფის ნაწყვეტს ვანდობთ ჩვენი მომავლის საიდუმლოებას.
საბედოს ვინაობის გაგება და მარტოობის დასასრულის განჭვრეტა არაერთი გზით გვიცდია და დარწმუნებული ვარ, ეს 7 ცრურწმენა ოდესღაც აუცილებლად გამოგიცდიათ.
1. თითზე დახვეული ძაფი
ალბათ საბედოს სახელით დაინტერესებულ ნებისმიერ თინეიჯერს, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილსაც კი, ერთხელ მაინც გადაუხვევია თითზე ძაფი და ანბანი გადაუთვლია, რათა იმ ერთადერთის სახელის პირველი ასო გაეგო.
შემდეგ მარჩიელობა იწყებოდა — ჯერ ყველაზე სასურველ კანდიდატებში ცდილობდი მოგეძიებინა შესაბამისი სახელის მიჯნური, ბოლოს კი უბრალოდ თავს უმტკიცებდი, რომ ჯერ კიდევ წინ გელოდა შეხვედრა ადამიანთან, რომლის სახელიც ძაფის მიერ ნაწინასწარმეტყველებ "ჭ" ასოზე დაიწყებოდა.
2. მარილიანი კვერები
მომავალი ცხოვრების თანამგზავრები ძირითადად სიზმრებში გვსტუმრობდნენ, მაგრამ ამ სიზმრებს ხელშეწყობა სჭირდებოდა და რა შეიძლება უცხიმოდ გამომცხვარ მარილიან კვერზე უკეთესი იყოს. დაძინებამდე მარილიანი კვერის პორცია და საწოლთან მოდგმული წყლიანი ჭიქა საბედოს დასიზმრების გარანტი იყო.
P.S. შესაძლოა წყლიანი ჭიქა რიტუალის ნაწილი არც არის და უბრალოდ მარილიანი კვერებისგან გამოწვეული წყურვილის მოკვლის ხერხია.
3. დაბადების დღის სანთლები
ფოტო: Mr T's Bakery
დაბადების დღეს და მიჯნურობას რა საერთო აქვს? რა თქმა უნდა დაბადების დღის სანთლები, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაგეთვალისწინებინა — ბალიში, რომლის ქვეშაც სანთელს ამოდებდი.
ამ რიტუალის დროს, დაძინება სასიყვარულო ყუთის გახსნის და ახალი აღმოჩენებისთვის კარის შეღებას ჰგავდა. გვჯეროდა, რომ სიზმრად ნანახი ადამიანი ადრე თუ გვიან რაშით აუცილებლად მოგვაკითხავდა, ხოლო თუ არასასურველ ადამიანს დაისიზმრებდი, მარტივად შეგეძლო გადაგეწყვიტა, რომ რაღაც არასწორად ქენი.
4. ძილში მოლაპარაკე ადამიანისთვის დასმული კითხვები
თუ ფხიზელი ძილი გქონდა, მიჯნურის სახელის გაგება ძალიან მარტივი იყო, მაგრამ მცირე გამართლება მაინც გჭირდებოდა, ოჯახის რომელიმე წევრის ძილში საუბრის სახით.
როგორც იცით, მძინარე ადამიანს წინასწარმეტყველების ნიჭი აუცილებლად აქვს და მისთვის დასმულ ნებისმიერ კითხვაზე სწორი პასუხის მიღება შეგიძლიათ. მთავარია პასუხად "წყალი მომიტანე" არ მოგიგოთ.
5. ქორწილში დამტვრეული თეფშის ნაწილი
ფოტო: Wedding Story
სხვისი ქორწილის ცრურწმენა თქვენი მომავალი საბედოს დასიზმრების ხერხიც რომ იყო? ნატეხის შეუმჩნევლად აწაპვნა ცალკე უნარებს მოითხოვდა, რადგან მათ სახლში წაღების მსურველთა კონკურენციაც მაღალი იყო.
ასე რომ, თუ ერთ ნატეხს მაინც ჩაიგდებდი ხელში, დაბადების დღის სანთლის ნაცვლად ძილის წინ ბალიშის ქვეშ უნდა ამოგედო. სიზმრად კი შენი პრინცი / პრინცესა გამოგეცხადებოდა, რომლის ლოდინის გარდაც სხვა საქმე აღარ გრჩებოდა.
6. ყავაში ჩახედვა
ფოტო: AllTime
სიყვარულისთვის მოშავო მაგიასაც არ უნდა ერიდო, უფრო სწორად ყავის ნალექისფერ მაგიას. ნალექით ნაქარგ სახეებს, რატომღაც, მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ამჩნევდა, უფრო მეტიც — ანბანის ნებისმიერი ასოს ამოცნობაც შეეძლო და გულის გახსნის შემდეგ, იქნებ ქორწინების ზუსტი თარიღი, ბავშვების სქესი, რაოდენობა და ნებისმიერი დეტალი გაგეგო, რასაც ცხოვრება გიმზადებდა.
7. კარტის გაშლა
ფოტო: Astrology Bay
კარტის გაშლის უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მისი ჯადოსნური მახასიათებლების გასააქტიურებლად მესამე თვალი, მაგიაა საჭირო, რატომღაც დამატებითი თვალი ჩვენს უმეტესობას ჰქონდა და ამიტომ მარტივად შეგვეძლო სიყვარულით დამწვარი ჩვენი გულებისთვის სასიხარულო ან არც ისე სასიხარულო ამბები გვეცნობებინა.
ამჯერად ეს ხერხები გავიხსენეთ. თქვენ თუ იცით საბედოს ვინაობის გაგების ისეთი ხერხი, რომელიც სტატიაში არ გვიხსენებია, კომენტარებში მოგვწერეთ.
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
კომენტარები