ეს მზესუმზირა-სახლი მზესთან ერთად მოძრაობს და ენერგიას აგროვებს
ფოტო: My Modern Met
მე-20 საუკუნის მოდერნიზმის მთავარი იდეა ფორმის ფუნქციასთან თავსებადობა იყო. დღეს კი არქიტექტორი კოიჩი ტაკადა დიზაინერებს იწვევს, შექმნან ახალი არქიტექტურული მოძრაობა, რომელიც გარემოსთან პასუხისმგებლიანობაზე იქნება ორიენტირებული. მას სჯერა, რომ ახალ სტილში ფორმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ტაკადას მიერ შექმნილი "მზესუმზირა-სახლი" კერძო საცხოვრებელია, რომელიც ენერგიას თავისით გამოიმუშავებს. შენობა Bloomberg Green-ის დავალებით აშენდა და მისი მიზანი ევროპის მწვანე მომავლის სტანდანდარტებთან თანხვედრა იყო. სახლი ცენტრალური იტალიის რეგიონის, უმბრიის მზესუმზირების შთაგონებით შეიქმნა და ის ამ მცენარეს არამხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ ფუნქციურადაც ჰგავს.
"დიზაინერები და არქიტექტორები ამბობენ, რომ ხატვისას ესთეტიკურ შთაგონებას ბუნებისგან იღებენ, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს", — ამბობს სახლის არქიტექტორი. ბუნებისგან ვიზუალური შთაგონება ბიომიმიკრიის ერთ-ერთი სახეა, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები შენობებსა და საცხოვრებელ სივრცეებს ბუნებაში უკვე არსებული სხეულების მიხედვით ქმნიან. ტაკადას სჯერა, რომ ბიომიმიკრია არამხოლოდ ესთეტიკური სილამაზისთვის, არამედ გარემოსთვის სასარგებლო მიზნებით უნდა გამოვიყენოთ. "ჩვენ არამხოლოდ ვიზუალურად ბუნებრივი სახლები უნდა ავაშენოთ, არამედ შევცვალოთ გარემო დადებითი კუთხით სწორედ იმ სახლებში, რომელშიც ვცხოვრობთ, იმ უბნებში, სადაც ვმუშაობთ თუ ვთამაშობთ და, საერთო ჯამში, იმ პლანეტაზე, სადაც ცხოვრების პრივილეგია მოგვეცა", — აღნიშნავს ტაკადა.
ფოტო: My Modern Met
"მზესუმზირა-სახლი" ფორმით ბუნებრივობას მისდევს და ფუნქციურად მცენარის დანიშნულებას იმეორებს. სახურავი მზესუმზირასავით იმ მხარეს "იხედება", საითაც მზე გადაიწევს და თან ენერგიას აგროვებს. "მზესუმზირის ლოგიკით" მზის პანელი იმაზე 40%-ით მეტ ენერგის გამოიმუშავებს, ვიდრე ერთ ადგილას გაჩერებული შეძლებდა. შესაბამისად, შენობა იმაზე მეტ ენერგიას ქმნის, ვიდრე იყენებს და შეუძლია ზედმეტი ენერგია ენეგოსისტემაში დააბრუნოს. სხვა დამოუკიდებელი ფუნქციებიდან აღსანიშნავია წვიმის წყლის შეგროვება, ბუნებრივი ვენტილაცია და მბრუნავი ფასადის სისტემა, რომელიც სახლს მზისგან გადახურებისგან იცავს.
"მზესუმზირა-სახლი" სამ სართულზე შენდება და მასში 2-3-საძინებლიანი რამდენიმე ბინა ეტევა. მისი კონცეფცია გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მწვანე დასახლება და როგორ შეგვიძლია გარემოში უხეშად არ შევიჭრათ. ტაკადა შეგვახსენებს, რომ "კლიმატის ცვლილება პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი უნდა გახდეს და ეს ყველაფერი ჩვენი სახლებიდან უნდა დავიწყოთ". მისი თქმით, პლანეტის მომავლისთვის არქიტექტურა უფრო ბუნებრივი უნდა გახდეს. "ჩვენ გვჭირდება კინეტიკური, ცოცხალი აქიტექტურა, რომელიც გარემოს პატივს სცემს და მასში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას ხელს უწყობს", — აღნიშნავს არქიტექტორი.
ფოტო: My Modern Met
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
კომენტარები