2021 წლის კანის კინოფესტივალის ჩატარების თარიღები ცნობილია
ფოტო: Valéry Hache / AFP / Getty
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის, კანის ფესტივალის ჩატარების თარიღები ცნობილია. წელს ღონისძიება 6 ივლისიდან 17 ივლისამდე გაიმართება.
ფესტივალი, რომელიც, ჩვეულებრივ, მაისის თვეში ტარდება ხოლმე, წელს ორჯერ გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო. თავდაპირველად, ღონისძიების ჩატარების თარიღებად 11-დან 22 მაისამდე პერიოდი განიხილებოდა, თუმცა საფრანგეთში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საჭირო გახდა, ფესტივალის გამართვა ივლისის თვემდე გადადებულიყო.
რადგან კანი საკურორტო ქალაქიცაა და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად მიიჩნევა, ივლისსა და აგვისტოში, როგორც წესი, სეზონის პიკია და სასტუმროებში ადგილები, ფაქტობრივად, არ არის, თუმცა კვლავაც პანდემიის გამო, გასული და წლევანდელი წლები გამონაკლისია. 2020 წელს ქალაქში გასამართავი ღონისძიებები ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა, რამაც ტურისტულ ბიზნესზე, ცხადია, მძიმედ იმოქმედა. აქედან გამომდინარე, კინოფესტივალის შუა ზაფხულში გადატანამ, როცა სასტუმროებისა და გასაქირავებელი ბინების ფასები ისედაც მაღალია, შესაძლოა, ღირებულების საგრძნობლად გაზრდის პრობლემაც წარმოშვას.
ფოტო: Shutterstock
ისტორიაში პირველად, პრესტიჟული ღონისძიება 2020 წელს არ ჩატარდა, მის ნაცვლად კი საფესტივალო ფილმების ნაწილი ოქტომბრის თვეში გამართულ მოკრძალებულ ცერემონიაზე აჩვენეს. შესაბამისად, ფესტივალის ორგანიზატორები ყველა გზას მიმართავენ, რომ წელსაც იმავე სცენარით არ განვითარდეს ისტორია. როგორც ცნობილია, თუკი ივლისში დაგეგმილი ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნება, თარიღები აგვისტოს მიწურულისკენ, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში, სექტემბრის დასაწყისში გადაიწევს. ეს უკანასკნელი ყველაზე არასასურველი ალტერნატივაა, რადგან სექტემბრის პირველ ნახევარში ვენეციის კინოფესტივალია დაგეგმილი.
სპაიკ ლი, რომელიც 2020 წელს უნდა ყოფილიყო კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, წელსაც შეითავსებს ამ როლს.
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
კომენტარები