ჰოლ ჰოლი: საქართველოდან ამერიკამ ერთიანი, ძლიერი მესიჯი უნდა მიიღოს
„საქართველო ბერტოლდ ბრეხტის პიესის „კავკასიური ცარცის წრის“ ბავშვი არ არის. მას თავისი შეხედულებები და პოზიციები გააჩნია და დროა ქართველი ხალხის მისწრაფებებს მეტი პატივი მიაგონ.“ ეს არის ამონარიდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის წერილიდან, სადაც ის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის როლზე საუბრობს.
ბრიტანეთის ყოფილ ელჩს და ამჟამად ამერიკის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ნანა საჯაია ესაუბრა.
პრეზიდენტ ტრამპის პირველივე კვირა წინააღმდეგობრივი განკარგულებებით გამოირჩევა. საგარეო პოლიტიკაში რა ცვლილებებს ელოდებით?
პირველივე დღეებიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აპირებს იმის გაკეთებას, რასაც ამომრჩეველს საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირდებოდა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მიმაჩნია რომ ბევრი რამ ჯერ ისევ გაურკვეველია. ის აცხადებს, რომ მისი მთავარი ორი ამოცანა უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე ამბობს, რომ ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს, თუმცა უცნობია როგორ აპირებს ამის განხორციელებას.
რუსეთზე და მის პრეზიდენტზე გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრის შფოთვა გამოიწვია, უნდა ველოდოთ თუ არა გადატვირთვის მორიგ პოლიტიკას?
ჯერ-ჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ამერიკის რუსეთის პოლიტიკა მთლიანად გარდაიქმნება. თუმცა ნათელია, რომ პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს.
ამ ურთიერთობას არაერთხელ ეწოდა „ფლირტი“ ტრამპს და პუტინს შორის. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს რეგიონის ქვეყნებზე, მაგალითად, საქართველოზე და უკრაინაზე?
ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან პუტინით აღფრთოვანება იმითაა გამოწვეული, რომ მას ძლიერ ლიდერად ხედავს, რომელიც მტკიცედ იცავს რუსეთის ინტერესებს. ამის მსგავსად, ამერიკის ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია ტრამპისთვის. ახლა მთავარი კითხვაა რამდენად დაემთხვევა ამერიკის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს.
საქართველოსადმი ჩემი რჩევა იქნება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაამყაროს.
ბოლო სტატიაში წერთ, რომ რუსეთის მიერ შევიწროებული ქვეყნები ამერიკის გარეშეც უფრო პროაქტიურები უნდა იყვნენ. ამ მოცემულობაში, როცა რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს, რამდენად რეალისტურია ეს ხედვა?
რეალისტურია თუ არა საქართველოს მარტო აღუდგეს რუსეთს? ალბათ, არა. მაგრამ საქართველო მარტო არ არის. ის უფრო დიდი, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია. საქართველო ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ალიანსის ქვეყნებთან ძალიან მყარი კავშირები აქვს, ასევე აქვს ორმხრივი თანამშრომლობა ჩემს სამშობლოსთან, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოსთვის ეს კარგი მექანიზმია, რათა თავისი პრობლემები გაახმოვანოს და რუსეთის წინააღმდეგ მყარად იდგეს.
პუტინი ეცდება თავისი ინტერესები გაატაროს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. თუ მას არ დაანახე რა არის დასაშვები და რა მიუღებელი, მომავალში სხვა პრობლემები წამოიჭრება.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში თანაპარტიელთა უმრავლესობა ჰყავს, მის შეხედულებებს კონგრესში ბევრი რესპუბლიკელი არ ეთანხმება. გაძლევთ თუ არა ეს იმედს იმ თვალსაზრისით, რომ კონგრესი შემაკავებელ და გამწონასწორებელ როლს შეასრულებს?
კი და არა. წლის დასაწყისში საქართველოში სენატორები მაკკეინი და გრემი ჩავიდნენ და საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
ჩემი აზრით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკა უფრო ძლიერი და პატივსაცემი გახდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დიდება საქართველოს ან სხვა ქვეყნების ხარჯზე უნდა იქნეს მიღწეული.
საქართველოს და შეერთებულ შტატებს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების ღირებული ნაწილია, ის აქტიურად მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში. საქართველოს ასევე შეუძლია დაეხმაროს ამერიკას, პრეზიდენტ ტრამპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა რადიკალური ისლამის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველომ ამ ყველაფერის ჩვენება უნდა მოახერხოს.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად ითანამშრომლებს რუსეთთან. არსებობს შიში, რომ ამას შეიძლება საქართველოს ან უკრაინის ინტერესები შეეწიროს. იზიარებთ ამ შიშს?
არსებობს საფრთხე, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისას ნაკლები ყურადღება დაეთმობა საქართველოს და უკრაინას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებმა მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად შეერთებულ შტატებს აჩვენონ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მათ ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
საქართველო ნათელი მაგალითია იმისა თუ რისი მიღწევა შეიძლება ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერით. საქართველო სხვა ქვეყნებისთვის მოდელად რჩება.
ვისურვებდი საქართველოდან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გაერთიანებული, ძლიერი მესიჯი მიიღოს, მესიჯი თქვენს საერთო ღირებულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ ამ საკითხზე ითანამშრომლოს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა, იმედი მაქვს ქართული პოლიტიკური სპექტრი ამას უკან მოიტოვებს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები