ნარიყალას ტურისტული ბილიკიდან გარე ვაჭრობის ჯიხურები აღებულია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ნარიყალას ტურისტულ ბილიკიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით, გარემოვაჭრეებმა თავიანთი ჯიხურებისა და სხვა სავაჭრო ინვენტარის ალაგება დაიწყეს. ადგილზე დარჩენილი ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, მერიის წარმომადგენელი გუშინ, 18 მაისს მივიდა მათთან და მოსთხოვა, რომ ყველაფერი აელაგებინათ და ვაჭრობა შეეწყვიტათ:
"გვითხრეს, რომ აქ რაც არის განლაგებული, ჯიხურები, მაცივრები, ყველაფერი წაგვეღო".
მისივე თქმით, ნარიყალას ტერიტორიაზე მომრავლებულმა სავაჭრო ობიექტებმა განაპირობა ის, რომ მერიის სამსახურმა საბოლოოდ ყველას აუკრძალა იქ მუშაობა.
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
გარემოვაჭრეების თქმით, მერიის წარმომადგენელმა მათ განუმარტა, რომ მათი ინვენტარი იერსახეს ამახინჯებდა:
"ქალაქს ამახინჯებსო და მართლაც ასეა, ვეთანხმებით, მაგრამ ველოდებით რომ უკეთესი ჯიხურებს დაგვიდგან. გვითხრეს, ათ დღეში დაგიდგამთ სხვა ჯიხურებს და თქვენს ნივთებს იქ შეიტანთო, თუმცა ჩვენ ამ ათი დღის არ გვჯერა".
თბილისის ზედამხედველობის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ გარემოვაჭრეებს 20 მაისამდე მისცეს ვადა ტერიტორიიდან ნივთების გასატანად.
"ალაგებულია ყველაფერი და ხვალისთვის დასრულდება, რადგან აკრძალულია გარევაჭრობა".
ზედამხედველობის სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლობის მხრიდან არანაირი დაპირება არ გაცემულა ახალი ჯიხურების დადგმასთან დაკავშირებით.
"ასეთ დანაპირებს ვერ გავცემდით, რადგან რეალურად ზედამხედველობას მაგის ბერკეტი და უფლება არ გააჩნია".
მისივე თქმით, მათ სამსახურში გარევაჭრობის ფაქტის შესახებ განცხადება შევიდა და ამის საფუძველზე მიიღეს ზომები.
ფოტო: ირაკლი მეძმარიაშვილი
ფოტო: ირაკლი მეძმარიაშვილი
17 მაისს, ირაკლი მეძმარიაშვილმა სოციალურ ქსელში მის მიერ ნარიყალას ბილიკზე და ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა რომ ტურისტული ბილიკის გასწვრივ ათეულობით რკინის სავაჭრო ჯიხური იყო დადგმული.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები