აღმოსავლეთ ევროპის 5 ფილმი, რომელიც 2021-ის ოსკარებამდე უნდა ნახოთ
2021 წლის ოსკარებისთვის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 25 ფილმი იბრძოლებს.
მომდევნო ოსკარის დაჯილდოება 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში განაცხადების მიღება უკვე შეწყდა და ამ წლის სიაში ნომინაციის მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის 25 ფილმი იბრძოლებს. დაწყებული სლოვაკეთით და დამთავრებული ყირგიზეთით, ფილმებს შორის ისტორიული დრამები ჭარბობს, თუმცა ასევე ინდივიდუალურ ამბებზე დაფუძნებული რამდენიმე ალტერნატიული, არტ-ჰაუსი ფილმიც გამოირჩევა.
წარმოგიდგენთ რეგიონიდან წარდგენილი ფილმებიდან რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარს:
1. ბოსნია და ჰერცეგოვინა: Quo Vadis, Aida?
რეჟისორი: იასმილა ჟბანიჩი
სრებრენიცა, 1995 წლის ივლისი. აიდა გაეროს თარჯიმნად მუშაობს. როდესაც სერბთა რესპუბლიკის არმიამ ქალაქი დაიპყრო, აიდას ოჯახი იმ ათასობით ადამიანს შორის მოხვდა, რომელიც გაეროს ბანაკებში ეძებდა თავშესაფარს. როგორც კი აიდა საიდუმლო ინფორმაციაზე იღებს წვდომას, ის სერიოზული გადაწყვეტილებების წინაშე დგება, რომლებიც მისთვის ძვირფასი ადამიანების მომავალს გადაწყვეტს, მაგრამ თვითონ დიდი საფრთხის ქვეშ ექცევა.
მართალია, ოსკარზე ფილმი ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სახელითაა წარდგენილია, თუმცა Quo Vadis, Aida? ერთობლივი საერთაშორისო პროდუქტია, რომელიც მაყურებელს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და ამოუხსნელი ბოლოდროინდელი ისტორიის ძალიან გულწრფელ და ემოციურ ხედვას სთავაზობს.
2. რუმინეთი: კოლექტივი
რეჟისორი: ალექსანდერ ნანაუ
2015 წლის 30 ოქტომბერს ბუქარესტის ღამის კლუბ Colectiv-ში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა ხალხი მოიცვა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა, 180 კი დაზარალდა. ინციდენტის შემდგომ კვირებში სიცოცხლისთვის არასახიფათო ჭრილობებისგან კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, რაც საავადმყოფოების უყურადღებობის შედეგად მოხდა.
ინციდენტის შემდეგ რეჟისორმა ალექსანდერ ნანაუმ Gazeta Sporturilor-ის ჟურნალისტებს ადევნა თვალი — იმ სპორტული გაზეთის, რომლის რამდენიმე მწერალიც ამ ხანძარში მთავრობის პასუხისმგებლობაში დაეჭვდა. მომდევნო წლებში ჟურნალისტების გუნდმა პანდორას ყუთი გახსნა, რომელმაც რუმინეთის ჯანდაცვის სისტემაში კორუფციის მთელი ქსელი გამოააშკარავა.
ნანაუს კოლექტივი ძლიერი, ინტენსიური და მამაცია და ის ყოველდღიურად და სულისშემძვრელად ასახავს იმას, თუ როგორ მოახერხა ჟურნალისტების პატარა გუნდმა, დაუღალავ გამოძიებაზე, თვითმხილველებსა და მეგანგაშეებზე დაყრდნობით გამოეაშკარავებინა, რომ რუმინეთის ბოლოდროინდელი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან იყო მჭიდრო კავშირში.
3. უკრაინა: ატლანტისი
რეჟისორი: ვალენტინ ვასიანოვიჩი
ვალენტინ ვასნიანოვიჩის ფილმის სათაური, შესაძლოა, იდეალური სახელმწიფოს შესახებ ძველი ბერძნული მითის პატივის მიგება იყოს, თუმცა ეკრაზე ატლანტისი მშვიდობიან უტოპიას ნამდვილად არ წარმოგვიდგენს.
ფილმის მოვლენები მომავლის გამოგონილ ომისშემდგომ უკრაინაში მიმდინარეობს და მოგვითხრობს სერგეის ამბავს — ვეტერანის, რომელიც მოხალისე მესაფლავეების გუნდს უერთდება იმ იმედით, რომ საკუთარ პოსტტრავმულ სტრესს შეიმსუბუქებს. ის დაცარიელებული პეიზაჟიც კი, სადაც მას მუშაობა უწევს, მალევე ხდება ფონზე უფრო მეტი, როდესაც ფილმი ომის პიროვნულ და ეკოლოგიურ შედეგებს ხდის ფარდას.
ფილმის პრემიერა 2019 წელს შედგა ტორონტოს კინოფესტივალზე, ხოლო ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე Orizzonti-ს სექციაში საუკეთესო ფილმის ტიტულიც მოიპოვა, რის გამოც მომავალ ოსკარებზე მას წარმატების კარგი შანსები აქვს.
4. რუსეთი: ძვირფასო ამხანაგებო!
რეჟისორი: ანდრეი კონჩალოვსკი
კონჩალოვსკი, რომელიც თავის ქვეყანას უკვე მესამედ წარადგენს ოსკარის სცენაზე, ამჯერად დაბრუნდა ისტორიული დრამით, რომელიც 1962 წლის მოვლენებს ასახავს, როდესაც რუსეთის მთავრობამ ნოვოჩერკასკის ერთ-ერთი ქარხნის გაფიცული მუშების მასობრივი დახვრეტა ბრძანა. ამბავი პარტიის აქტივისტის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი.
ეს ფილმი წინა წლის ოსკარებზე წარდგენილი კანტემირ ბალაგოვმის Beanpole-ის მსგავსი ჟანრისაა, თუმცა ძვირფასო ამხანაგებო! სრულიად განსხვავებულ სტილშია შესრულებული და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. ფილმი შავ-თეთრადაა გადაღებული, კვადრატულ ფორმატში, და ის რუსეთის ბოლოდროინდელი საბჭოური ისტორიის საკამათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ეპიზოდის შთამბეჭდავ, არტ-ჰაუსულ ხედვას გვთავაზობს.
5. საქართველო: დასაწყისი
რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი
ბოლოდროინდელ ფესტივალებში დეა კულუმბეგაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი დასაწყისი კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა მთელი მსოფლიოდან ძალიან დადებითად შეაფასეს.
ფილმი მოგვითხრობს იანაზე — საქართველოს ერთ-ერთ სოფელში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიდერის ცოლზე. სოფლის ტაძარს მოძალადე ექსტრემისტების ჯგუფი ცეცხლს წაუკიდებს, რაც ხალხში ქაოსს დაატრიალებს, ფილმი კი პარალელურად იანას შიდა ბრძოლებს წარმოგვიდგენს საკუთარი ქორწინებისა და პატრიარქალური საზოგადოების მიმართ.
დასაწყისი ნამდვილი ჰიტი იყო 2020 წლის სან-სებასტიანის კინოფესტივალზე, სადაც მას ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ნიჟარა, გადაეცა. ფილმმა აგრეთვე საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში გაიმარჯვა, რის გამოც ის მომავალ ოსკარებზე ძალიან ძლიერი კონკურენტი იქნება.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.
ამავე თემაზე:
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები