მძღოლური ეტიკეტის 7 წესი, რომელსაც თუ იცავ, მეტს იმსახურებ
ფოტო: Roman Klčo
თუ ახალბედა მძღოლი ხარ, შეიძლება ამ სტატიის სათაურზე აღშფოთდე კიდეც: მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთებში "მძღოლურ ეტიკეტზე" არაფერი წერია. არადა ყველა ბილეთი გულდასმით გაქვს ნამეცადინები, პოლიციელის თითქოს უტყვი ზურგის ენაც კი იცი. "ლაზიერის გამბიტი" მანქანის მართვაზე რომ ყოფილიყო და არა ჭადრაკზე, მთავარ როლში შენ დაგამტკიცებდნენ: დასაძინებლად რომ წვები, ჭერზე გზაჯვარედინი ისახება და წითელ-ყვითელი მანქანები და ავტობუსები სულ სწორი თანმიმდევრობით დადიან.
თუმცა მართვის მოწმობის გამოცდის უმაღლეს ქულაზე ჩაბარება სულაც არ გაქცევს კარგ მძღოლად. ქართულ გზებს თავისი წესები აქვს. "კარგი მძღოლის" საპატიო ტიტული ამ დაწერილი და დაუწერელი კანონების ცოდნას და ზედმიწევნით შესრულებას მოაქვს. ამ სტატიაში რამდენიმე წესზე მოგიყვებით, რომელსაც თუ იცავ — მეტს იმსახურებ.
1. გზის დათმობის დროს თავის მსუბუქად დახრა და ხელის აწევა
ფოტო: Gummy / Vijay Verma
შეიძლება დიდი ხანია დგახარ საკუთარი კორპუსის გამოსასვლელთან, ქუჩაზე კი მანქანების ნაკადი არ წყდება და ვერა და ვერ შეუერთდი მოძრაობას. მარჯვენა ციმციმაც სცადე უკვე და მარცხენაც, ავარიულიც, სასოწარკვეთილი ქვითინიც, "I will survive"-ს სიმღერაც და ისევ ერთ ადგილას ხარ გაჩერებული. და ჩნდება ის: მძღოლი, რომელიც ჩერდება, წყვეტს მანქანების ნაკადს და ფარების მოკლე ანთებით განიშნებს, რომ გზას გითმობს. პირველი ინსტინქტი არის, რომ გადმოხტე მანქანიდან, ჩაეხუტო, ბავშვის ნათლობაზე დაპატიჟო და წეღან ნამღერი I will survive-ს ტიკტოკ დუეტი შესთავაზო. თუმცა არ ენდო პირველ ინსტინქტს, შეუერთდი მოძრაობას, თან დამთმობი მანქანის მძღოლს თავი მსუბუქად დაუკარი და ხელი ასწიე. ის ზუსტად სინქრონულად გაიმეორებს იგივე მოძრაობას, იმის აღსანიშნავად, რომ მადლობა მიიღო. რით არ არის ეს ტიკტოკ დუეტზე უკეთესი?
2. ნაცნობის დანახვისას ფარების აციმციმება
ფოტო: Fábio Lobo
ბავშვის ნათლობაზე დასაპატიჟებელი მძღოლების მეტი რა დადის: ხან რომელ ქუჩაზე შეიძლება შეგხვდეს ნაცნობი და ხან რომელზე. რა უჭირს, თუ ორი წამით გაჩერდები გზაზე, ფანჯრებს ჩამოწევ და უცებ მოიკითხავთ ერთმანეთს? უჭირს: მოძრაობა ჩერდება და კარგი მძღოლის სტატუსს ამ ორ წამში კარგავ.
კარგი მძღოლი ნაცნობის დანახვისას ფარებს აციმციმებს და ძალიან მოკლე სიგნალს იძლევა. ნათლობაზე კი მოგვიანებით, ტელეფონის ზარით ან თუნდაც მესინჯერში ლამაზი gif-ის გაგზავნით პატიჟებს.
3. სასწრაფოს გატარება ნებისმიერ ფასად
ფოტო: Drew Ellis
ეტიკეტის ამ წესს ალბათ დაკონკრეტება არც სჭირდება: სასწრაფოს მუდამ აქვს პრიორიტეტი. სიჩქარის მომატების და სახიფათო მანევრების ნაცვლად, რაც შეიძლება სწრაფად გადადი მარჯვენა ზოლში და დაუთმე გზა სასწრაფოს.
4. მწვანეს ანთებისთანავე დასიგნალების ნაცვლად ღრმად ჩასუნთქვა
ფოტო: Jared Howell
შუქნიშანზე დიდხანს დგახარ წითელზე, შენ წინ კიდევ ორი მანქანაა. 3...2...1 და აინთო მწვანე. მანქანები კი არ იძვრიან. სანამ გაბმული სიგნალის გადაწყვეტილებას მიიღებ, ღრმად ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, ისევ ჩაისუნთქე. შეიძლება გზაზე ქვეითი გადადის და ამიტომ არ დაიძრა პირველივე მანქანა მოწყვეტით, შეიძლება რაიმე სხვა პრობლემაა. კარგმა მძღოლმა იცის, რომ შუქნიშანზე მწვანეს ანთებისთანავე 100 კილომეტრ საათს არც ერთი მანქანა არ ავითარებს.
5. ნაგვის მენეჯმენტი მანქანაში
ფოტო: Jordan Jenkins
შეიძლება "ნაგვის მენეჯმენტზე" გაგეღიმა, მაგრამ კარგი მძღოლის ამოცნობა ამ წესითაც შეიძლება: ის არასოდეს ყრის ნაგავს ფანჯრიდან, არამედ უჩენს მას ადგილს მანქანაში, შემდეგ დღის ბოლოს ერთიანად აგროვებს და ურნაში აგდებს. მანქანაში უამრავი ნაგავი გროვდება: წყლის ბოთლები, ბანანის ქერქები, იოგურტის კოლოფები, კანფეტების შეფუთვები და, მწეველი მძღოლის შემთხვევაში, სიგარეტის ნამწვავებიც. ნაგვის რაოდენობა სამმაგდება დიდ გზაზე — თბილისიდან ბათუმამდე სასუსნაოების, ყავის ჭიქებისა და წვენების ერთი დიდი პარკი მაინც გროვდება. ამ ნაგვის ადგილი ქუჩაში არაა, ურნაშია.
6. სხვა მძღოლებზე ზრუნვა
ფოტო: Shutterstock
თუ რომელიმე მანქანა მოგდევს, გისიგნალებს და მძღოლი ხელებით რაღაცას განიშნებს, არ გეგონოს, რომ შენი ტოპ 8 სერიალი აინტერესებს ან ზოდიაქოს ნიშანს გეკითხება. დიდი შანსია, რომ საბურავი გაქვს დაშვებული ან საბარგული დაგრჩა ღია. აუცილებლად შეანელე, რომ გაიგო, რას განიშნებენ და პირველივე შესაძლებლობისას გააჩერე მანქანა, რომ გარეგნულად დაათვალიერო. თუ დაინახავ, რომ წინ მიმავალ მძღოლს კარი ან საბარგული ღია აქვს, აუცილებლად დაეწიე და ანიშნე შენც: კარგი მძღოლები ერთმანეთს ასე უფრთხილდებიან.
7. პარკინგისას საკმარისი დისტანციის დატოვება წინა და უკანა მანქანისთვის
ფოტო: Lee / Dribbble
მანქანას როდესაც ყიდულობ, არ იცი, რამდენი უნებლიე ბედნიერების მოტანა შეუძლია მას. მაგალითად, მოულოდნელი ბედნიერება მოაქვს პარკინგის თავისუფალი ადგილის დანახვას, მითუმეტეს, ისეთ ადგილას, რომელიც მუდამ გადაჭედილია ხოლმე მანქანებით. მერე ამ თავისუფალ ადგილში ზუსტად ჩატევა რა ბედნიერებაა? ცოტა წინ, ცოტა აქეთ აიღე, ცოტა იქით აიღე, ახლა უკან, ჰო, ეგ არის! პარკირების შემდეგ არ დაგავიწყდეს შეამოწმო, წინა და უკანა მანქანას თუ დაუტოვე გამოსასვლელად საკმარისი ადგილი. იცოდე, რომ შენზეც ზუსტად ასევე იზრუნებენ კარგი მძღოლები.
კარგ მძღოლობას მხოლოდ მორალური თვითკმაყოფილება და საზოგადო აღიარება არ მოაქვს — ალდაგმა წელსაც გადაწყვიტა, წაახალისოს პასუხისმგებლიანი მძღოლები და 30%-იანი ფასდაკლება შესთავაზოს ავტოდაზღვევაზე ყველას, ვინც 2020 წლის მანძილზე მართვის მოწმობაზე 100 ქულა შეინარჩუნა. საკუთარი ქულის შემოწმება ალდაგის პორტალზე შეგიძლია. იმიტომ, რომ მოდი, შევთანხმდეთ: თუ იცავ — მეტს იმსახურებ.
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
დისკუსია: გაგვიზიარე, კიდევ რა წესები უნდა დაიცვას კარგმა მძღოლმა: