საქართველოში კიბოს სრულფასოვანი მკურნალობა ისევ პრობლემურია — IDFI
ფოტო: Kimberly Carney
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ მოქალაქეებისათვის მსგავსი დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. კვლევის თანახმად, გამოიკვეთა შემდეგი:
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, ყოველწლიურად, სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 544-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამ მიზეზით;
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა კატეგორიების მიხედვით ონკოლოგიური მკურნალობისათვის გათვალისწინებული თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებლები 70%-დან 100%-მდე მერყეობს;
- ყველაზე დაბალი თანადაფინანსების მქონე ბენეფიციარებს შორის არიან ის პირებიც, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა;
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს, მოთხოვნილი იყო, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ანაზღაურება, 2019 წელს [ნოემბრის მდგომარეობით] ეს თანხა უკვე 68 მილიონ ლარამდე გაიზარდა;
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობაზე მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების პროცენტული მაჩვენებელი 2015-2019 წლებში 72%-დან 75%-მდე მერყეობდა;
- სოციალურად დაუცველი [სარეიტინგო ქულით 70,000-მდე] მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული 100%-იანი დაფინანსების მიუხედავად, ონკოქირურგიულ ოპერაციებზე გაცემული დაფინასების მაჩვენებელი, 2019 წელს 76%-მდე არის შემცირებული;
- სარეიტინგო ქულით 70 000-დან 100 000-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ ონკოლოგიურ მკურნალობაზე მოთხოვნილი თანხიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 68% ფინანსდება. ქირურგიული მომსახურების დაფინასების მაჩვენებელი, მხოლოდ 55%-ს შეადგენს.
- 2020 წელს, აგვისტოს მდგომარეობით, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური ოპერაციის დაფინანსების მოთხოვნით 446 განცხადება შევიდა [მოთხოვნილი თანხა 11,3 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება — 235 განცხადებაზე, 1,3 მლნ ლარი], მედიკამენტების დაფინანსებს მოთხოვნით — 3011 განცხადება [მოთხოვნილი თანხა 12,9 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება — 2,431 განცხადებაზე, 4,3 მილიონი ლარი], ხოლო სხვა სერვისებზე — 2394 განცხადება [ მოთხოვნილი თანხა 8,4 მილიონი ლარი, დადებითი გადაწყვეტილება 1,155].
IDFI-ის კვლევაში აღინშულია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების ძირითად ნაწილს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილი და ანაზღაურებული თანხების მაჩვენებლები აჩვენებს, რომ პროგრამა 100%-იანი თანაგადახდის პირობებშიც ვერ უზრუნველყოფს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ონკოლოგიური მკურნალობის მინიმალური სამედიცინო საჭიროებების სრულფასოვან დაფინანსებას.
2020 წლის 1 სექტემბრიდან არაქირურგიულ მკურნალობაზე დადგენილი ლიმიტების ზრდა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მსგავსი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, თუმცა კვლევაში განხილული საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებას ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებისათვის ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, კვლავ გამოწვევად რჩება ონკოლოგიურ ოპერაციებზე დაწესებული ლიმიტები, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებლები და სხვა.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ონკოლოგიური მკურნალობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების მიღმა დარჩენილი, საჭირო რესურსების გარკვეულ დაფინანსებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები. თუმცა, მათი შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით ხშირ შემთხევაში დაფინანსების პროცენტი მინიმალურია. ამასთან, პროგრამის მართვის სპეციფიკა, დაფინანსების გაცემის არაერთგვაროვანი პრაქტიკა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები დაფინანსების არასამართლიანი გადანაწილების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
"ასევე, ცალკეული პროგრამების დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განსხვავებული შესაძლებლობები ეძლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებელ მოსახლეობას. მაგალითად, მუნიციპალური ბიუჯეტში გათვალისწინებული განსხვავებული პროგრამები, ამბოლატორიულ პალიატიური მზრუნველობის პროგრამით შეზღუდული რეგიონები და სხვა", — აღნიშნულია კვლევაში.
მათივე თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რომელიც მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მათ შორის პანდემიის შედეგად არსებული მოლოდინების გათვალისწინებით ორგანიზაციაში არსებული მოდელით დაფინანსების ან/და ონკოლოგიური მკურნალობის არსებული ხარისხის შენარჩუნებასთან დაკავშირებით არსებულ მნიშნელოვან საფრთხეზე საუბრობენ.
"შესაბამისად, მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაფინანსების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. მათ შორის მიზანშეწონილია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიწყოს მსჯელობა საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებებზე სავალდებულო დაზღვევის სიტემის დანერგვის შესახებ", — აღნიშნავენ IDFI-ში.
2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრი ამოქმედდა, რითაც, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, შესაბამისი მონაცემების დამუშავება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და სტატისტიკური მონაცემების სანდოობა გაიზარდა. კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი — 8,7 ათასი ახალი შემთხვევა 2017 წელს იყო. მომდევნო წლებში კვლავ გაიზარდა და 2019 წელს 10 ათასი ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.
წყარო: კიბოს პოპულაციური რეგისტრი
ფოტო: IDFI
ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსგავსი დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღესდღეობით, საქართველოში 40 000-მდე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტია აღრიცხული.
საქსტატის მონაცემებით, ყოველწლიურად, სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2019 წელს სიმსივნის მიზეზით გარდაცვლილთა მაჩვენებელი, [7 873 შემთხვევა] დაახლოებით, 2,5 ჯერ აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს [3085 შემთხვევა]. ბოლო ათწლიან პერიოდში არსებული მზარდი ტენდენციის ერთ-ერთ ფაქტორად IDFI-ში სკვდილიანობის მიზეზების სტატისტიკის აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიური ცვლილებები მიაჩნიათ.
კერძოდ, 2014 წლამდე არსებული სტატისტიკა შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს, ხოლო 2014 წლიდან რეგისტრირებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამასთან, 2015-2017 წლებში გარდაცვალების მიზეზების მონაცემები დაზუსტდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის (ვერბალური აუტოფსია, კიბოს რეგისტრი და სტაციონალური ელექტრონული სისტემა) საფუძველზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებისა, მხოლოდ ბოლო პერიოდის მონაცემების მიხედვითაც, როდესაც ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ხდებოდა აღრიცხვა, სიმსივნის მიზეზით გარდაცვალების მზარდი ტენდენციაა.
ფოტო: IDFI
- კვლევა სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
კომენტარები