საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში
ფოტო: თოდუას კლინიკა
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ქალებში ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის სიხშირით მე-4 ადგილზეა.
ამერიკის კიბოს ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წლისთვის ამერიკაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 13 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამავე დიაგნოზით 4 290 ქალი გარდაიცვალა.
დაავადების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა, სკრინინგის შედეგად კიბოს წინარე დაზიანებების აღმოჩენას და მათ დროულ მკურნალობას ენიჭება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმდინარეობაზე, დიაგნოსტირებასა და პრევენციის აუცილებლობაზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგმა, მარი კაჭარავამ ისაუბრა.
— რა სიმპტომებით უვლინდებათ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებს და როდის უნდა მიმართონ მათ ექიმს?
— საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე ნელა პროგრესირებს. დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად ხშირად 10-15 წელია საჭირო და შესაძლოა პროცესი სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
დაავადების ასეთი ლატენტური მიმდინარეობისას, მისი ადრეული გამოვლენის ერთადერთი საშუალება სკრინინგია. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია სკრინინგული კვლევის ჩატარება. ამისათვის ვიღებთ ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან, რომელსაც შემდგომში შევისწავლით მიკროსკოპის ქვეშ და ამგვარად კიბოს წინარე ცვლილებებს ადრეულად გამოვავლენთ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
- არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა;
- სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს;
- დისკომფორტი/ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
- წელის ტკივილი;
- უსიამოვნო სუნი/სისხლიანი გამონადენი.
— რა არის ამ ონკოლოგიური პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები?
— საშვილოსნოს ყელის კიბოს 99% ასოცირებულია სქესობრივი გზით გადამცემ ინფექციასთან — ადამიანის პაპილომა ვირუსთან, კერძოდ მე-16 და მე-18 ქვეტიპებთან. აღნიშნული ინფექცია ძირითადად თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა პერსისტენტულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.
ამ დაავადების განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
- სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება;
- მრავალი სქესობრივი პარტნიორი;
- თამბაქოს მოხმარება;
- დაქვეითებული იმუნური სისტემა;
- პირველი მშობიარობა მცირე ასაკში;
- დაუცველი სქესობრივი კონტაქტები;
- კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება (10 წელი და მეტი);
— რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის?
— ხშირად, როდესაც პაციენტს ვეკითხებით, თუ რამდენად ხშირად დადის გინეკოლოგთან საკონტროლო ვიზიტზე, აღმოჩნდება, რომ რაც იმშობიარა, მას შემდეგ არ ყოფილა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქალბატონი 60 წლის ან მეტის არის. სწორედ ეს გვაძლევს არასასურველ შედეგებს.
დაავადების პრევენციის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი სკრინინგია, როდესაც ყოველგვარი ჩივილის გარეშე პაციენტი მიბრძანდება ექიმთან და იტარებს პაპტესტს. ასე კიბოს წინარე დაავადებებს გამოვავლენთ, დროული მკურნალობით კი სიმსივნის შემდგომ განვითარებას ვიცილებთ თავიდან. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის წყლულოვანი დაავადება სწორედ კიბო წინარე მდგომარეობაა, რომელსაც თუ დროულად ვუმკურნალებთ, არასდროს გადაგვარდება სიმსივნედ.
პრევენციის კიდევ ერთი ნაბიჯი ვაქცინაციაა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები, რომლებიც 9-დან 11 წლამდე ასაკის გოგონებს უტარდებათ, საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. აშშ-მ ამ მიდგომით, დაავადების საერთო გავრცელება ელიმინაციისკენ წაიყვანა და ჩამოაყალიბა სკრინინგის ძლიერი სისტემა.
ვაქცინაცია 2 ეტაპად მიმდინარეობს — მას შემდეგ, რაც გაკეთდება პირველი აცრა, განმეორებითი ვიზიტისთვის საჭიროა 6-დან 12 თვემდე ვადა. ეს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიება ამცირებს არა მხოლოდ საშვილონოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკს, ასევე სხვა გინეკოლოგიური ორგანოების — ვულვის, ვაგინისა და ანალური მიდამოს კიბოს პრევენციასაც წარმოადგენს.
— როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა თოდუას სამედიცინო ცენტრში?
— სტატისტიკურად, საშვილოსნოს ყელის კიბო დიაგნოსტირდება ძირითადად 35-44 წლის ასაკში. დაავადების გამოვლენის საშუალო ასაკი 50 წელია, იშვიათია — 20 წლამდე ასაკში.
გლობალურ სტრატეგიაში, კიბოს ელიმინაციის 3 საფეხური შედის:
- პრევენცია პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ;
- კიბოს წინარე დაზიანებების სკრინინგი და მკურნალობა;
- დიაგნოზის შემთხვევაში კი მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომა, სადაც ჩვენი კლინიკის შემთხვევაში, შედიან ონკოგინეკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, მორფოლოგი, რადიოლოგი.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ზემოთხსენებული სამივე ეტაპისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი გვაქვს: პაპტესტი, კოლპოსკოპია, ბიოფსია, მორფოლოგიური კვლევა. შემდგომ უკვე, რადიოლოგიური კვლევების მთელი სპექტრი — ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გვაქვს სხვადასხვა მეთოდები შორეული მეტასტაზების გამოსავლენად და შესაბამისად, სრულფასოვანი მკურნალობისთვის.
ადრეულ სტადიებზე უპირატესობა ქირურგიულ ჩარევას ენიჭება. ადგილობრივად, საშვილოსნოს ყელში გავრცელებული კიბოს შემთხვევაში, კომბინირებული მკურნალობა იწყება ქიმიო და სხივური თერაპიებით. თუ დაავადება მეტასტაზირებულია, ვატარებთ ქიმიოთერაპიას.
— ამ ონკოდაავადების წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია თუ არა რეპროდუქციული სისტემის შენარჩუნება?
— თუ პათოლოგია კიბოს წინარე მდგომარეობაში ან საწყის სტადიაზეა და მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ქირურგიული ამოკვეთა ხდება, დანარჩენი გინეკოლოგიური ორგანოები კი ნარჩუნდება, რეპროდუქტოლოგის დახმარებით ორსულობა იგეგმება.
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკრინინგ პროგრამა უკვე წლებია არსებობს, ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე ძალიან გავრცელებულია.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალებში რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმებების მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, ძნელდება კიბოს წინარე მდგომარეობების აღმოჩენა და დროული მკურნალობა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები