სამხრეთ კორეაში ზეგანაკვეთური მუშაობისგან რამდენიმე კურიერი დაიღუპა
ფოტო: BBC
გათენებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, ცვლა უკვე 21 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ბატონ კიმს უკვე 400-ზე მეტი შეკვეთა ჰქონდა მიტანილი. 36 წლის კურიერი წინა დღის დილის 5 საათიდან მუშაობდა. მან კოლეგას მისწერა თხოვნით, რომ ამანათების შემდეგ რაუნდი გამოეტოვებინა.
"ეს ზედმეტად ბევრია. უბრალოდ, არ შემიძლია", — მისწერა მან.
ოთხი დღის შემდეგ ბატონი კიმი გარდაიცვალა. ის სამხრეთ კორეის იმ 14 მუშაკს შორისაა, რომლებიც ზეგანაკვეთურად მუშაობისგან დაიღუპნენ — მათი უმეტესობა კურიერები იყვნენ.
14 კურიერის ბედი პირდაპირ არ უკავშირდება ზედმეტ მუშაობას, თუმცა მათი ოჯახის წევრებმა სიკვდილის მიზეზად "კვაროსა" დაასახელეს — ეს ზედმეტად მძიმე სამუშაოს შედეგად გულის შეტევით უეცარი გარდაცვალების აღმნიშვნელი კორეული ტერმინია. სამხრეთ კორეაში კურიერებს COVID-19-ის პანდემიის გამო ონლაინ შეკვეთების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ. გაიზარდა შეკვეთები, გაიზარდა წნეხიც.
ერთ-ერთი გარდაცვლილი კურიერი 27 წლის იანგ დეოკ-ჯინი იყო, ტაეკვონდოს ყოფილი ენთუზიასტი, რომელმაც, მისი ოჯახის ცნობით, ღამის ცვლებში 18-თვიანი მუშაობის შემდეგ 15 კგ დაიკლო. დეოკ-ჯინი ამ თვის დასაწყისში ერთ-ერთ დღეს ღამის ცვლიდან დაბრუნდა დილის 6 საათისთვის და შხაპის მისაღებად შევიდა. ერთი საათის შემდეგ მამამისმა ის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა.
"ეს ბიჭი ძალიან გვიყვარდა. როცა გვითხრა, რამდენად მძიმე სამუშაო უწევდა, ვუთხარით, რომ არა უშავდა, თუკი შეწყვეტდა მუშაობას, მაგრამ ყოველთვის მპასუხობდა, რომ მისი მომავლის გეგმებისთვის იყო ასე საჭირო. ჩემი ბრალია, რომ ასე მძიმე სამუშაოზე უარი ვერ ვათქმევინე და საკუთარი თავის ექსპლოატაციის უფლება მივაცემინე", — თქვა მამამისმა.
ფოტო: NEWS1
ბატონი იანგი მისმა ბრაზმა სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში მიიყვანა. შვილის გარდაცვალებით დამძიმებული მამა მუხლებზე დაეცა და კონგრესმენებს შეევედრა, მისი შვილის გარდაცვალების გარშემო არსებული გარემოებები შეესწავლათ.
"ჩემი შვილი მოკვდა. ამას მთელ სამყაროს გავაგებინებ. ბოლომდე გამოვიძიებ ამის მიზეზს", — თქვა მან.
დეოკ-ჯინისა და სხვების ამბავმა პრეზიდენტ მუნ ჯე-ინის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც კურიერების სამუშაო პირობების გადახედვა მოითხოვა და განაცხადა, რომ ისინი პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდ სირთულეებს გადააწყდნენ.
ზეწოლა განსაკუთრებით მწვავეა სამხრეთ კორეაში, სადაც ამანათების სახლში მიტანას საათებში ელიან და არა — დღეებში.
"გვინდა, რომ ვიცოცხლოთ"
აგვისტოში საქმეში სამხრეთ კორეის შრომის სამინისტრო ჩაერია და ქვეყნის წამყვან ლოგისტიკურ კომპანიებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ დეკლარაციაზე, რათა მძღოლებს საკმარისი დასვენების საშუალება მისცემოდათ და მუდმივ ზეგანაკვეთურ ცვლებზე მუშაობა არ მოსწეოდათ. სამმა უდიდესმა ფირმამ — CJ Logistics-მა, Coupang-მა და Hanjin Transportation-მა — კურიერების გარდაცვალების გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.
CJ Logistics-მა განაცხადა, რომ ის უფრო მეტ მძღოლს დაიმატებდა და დარწმუნდებოდა, რომ ინდუსტრიული უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა ყველა კურიერს ექნებოდა. Coupang-ის თქმით, ის უფრო მეტ ხალხს დაიქირავებდა და თან აღიარებდა, რომ ეს "არ იყო საკმარისი". Hanjin Transportation-მა პირობა დადო, რომ თანამშრომლებს სამუშაოს დატვირთვას შეუმცირებდა.
თუმცა მუშაკების მიერ ხელმოწერილი კონტრაქტების უდიდესი ნაწილი შუამავლის როლის შემსრულებელ დამოუკიდებელ აგენტებთანაა და არა — თვითონ კომპანიასთან, რის გამოც მათ შრომითი კანონი არ იცავს. პროფკავშირების ლიდერებმა თქვეს, რომ საწყობების უმეტესობაში ჯერ კიდევ არ უნახავთ პერსონალის რაოდენობის დაპირებული ზრდა.
ფოტო: BBC
განვითარებულ ქვეყნებში კურიერებს პანდემიით განპირობებული ახალი ყოველდღიურობის მძიმე ტვირთი დააწვათ. სამხრეთ კორეაში გამოწერილ ნივთებზე მოთხოვნა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება, კორონავირუსმა კი ონლაინ გამოწერისადმი ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა და წელს ეს რიცხვი ორჯერ უფრო დიდი იყო. ონლაინ შოპინგისას ადამიანებთან ინტერაქცია საჭირო არ არის, თუმცა ტრანზაქციაში ადამიანები მაინც მონაწილეობენ.
წინა კვირაში სეულის გარეუბანში არსებულ ერთ-ერთი უზარმაზარ საწყობთან Lotte Global Logistics-ის ასობით მუშა იყო შეკრებილი და უკეთეს ანაზღაურებასა და პირობებს ითხოვდა. მათი მთავარი შეძახილი იყო: "გვინდა, რომ ვიცოცხლოთ".
48 წლის კიმ დუკ-იეონს ოჯახისთვის არ უთქვამს, რომ გაფიცულთა რიგებში იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ ანაზღაურების გარეშე ის ერთ დღესაც ვერ გაძლებდა.
"აქამდე ეს სამუშაო უბრალოდ რთული მეგონა, თუმცა განსაკუთრებით წელს, როცა კორონავირუსის გამო შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა, სიტუაცია ბევრად უარესია. რაც უფრო მეტს ვმუშაობდი, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მეც მოვმკვდარიყავი", — თქვა მან.
ფოტო: BBC
სანამ პროფკავშირის მარში წინ მიიწევდა, საწყობიდან იმ სატრანსპორტო ლენტების უწყვეტი რახარუხის ხმა ისმოდა, რომლებიც ყველანაირი ფორმისა და ზომის ათასობით ყუთისა და ტომრის შენობაში გადაადგილებისას იქით-აქედან სისინებდნენ. მიტანის სერვისისთვის განკუთვნილი ასობით ფურგონი ზუსტად ჩამწკრივებულიყო ერთმანეთის გვერდიგვერდ და ძალიან ცოტა თავისუფალ სივრცეს ტოვებდა. სანამ გზას გაუდგებოდნენ, მძღოლებს თავიანთი შეფუთვების სორტირება უწევდათ.
დუკ-იეონი საწყობში დაახლოებით დილის 6:30-ზე მიდის და სანამ გზას გაუდგება, ოთხი-ხუთი საათი ამანათების დახარისხებისა და შეფუთვისთვის სჭირდება. სატვირთოს შევსება გიგანტურ ასაწყობ პაზლს ჰგავს — სივრცეში სხვადასხვა ზომის დიდი და პატარა ყუთები უნდა შეატიო. არცერთი ამანათი არ უნდა დაგრჩეს.
იქაურმა მძღოლებმა თქვეს, რომ მათ თითო ამანათში 800 კორეულ ვონს უხდიან (დაახლოებით $0.70), წელს კი მათ ყოველდღიურად დაახლოებით 350 ამანათის მიტანა უწევთ. უმეტესობას ასევე იმათი ხელფასის გადახდა უწევთ, ვისაც საწყობის ქვედა სართულზე მოაქვთ შეფუთვები, აგრეთვე მათ უნდა გადაიხადონ ჯარიმა, თუკი ამანათი დაგვიანდება ან დაიკარგება.
ფოტო: BBC
მალევე Lotte Global Logistics-მა პროფკავშირებთან უთანხმოება მოაგვარა. კომპანიამ იმის პირობაც დადო, რომ დამატებით ათას მუშას მიმართავდა დახარისხების სადგურებში და ჯარიმებს გააუქმებდა.
43 წლის სამი შვილის დედამ, შინ ბოკ-სუნმა, თქვა, რომ მას იმედი აქვს, ერთხელაც სამუშაო საკმარისად შემცირდება იმისთვის, რომ ღამით შვილების ნახვა შეძლოს.
"ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვართ. ისეთი მომხმარებლებიც არიან, რომლებიც მაღაზიიდან უკვეთავენ პროდუქტებს და განუწყვეტლივ რეკავენ იმის საჩივრით, რომ ამ შეკვეთით ლანჩი ან სადილი აქვთ მოსამზადებელი. თუკი შეკვეთა იმავე დღეს არ მიდის, მომხმარებლები რეკავენ და ამბობენ: 'ეს ზედა დღეს სახლიდან გასვლისას უნდა ჩამეცვა. ასე გვიან რატომ მოდის?'", — თქვა მან.
ფოტო: BBC
იმის რაღაც ნიშნებიც არსებობს, რომ კურიერების გარდაცვალებამ სამხრეთკორეელ მომხმარებლებზე გავლენა იქონია. ზოგიერთი ბინის ფანჯარასთან ჩანს აბრა, რომელზეც აწერია: "ძვირფასო კურიერებო, არა უშავს, თუკი დააგვიანებთ". ზოგან ხალხი კურიერებს ცხელი ყავითა და საუზმით ხვდება. სოციალურ ქსელებში ტრენდული გახდა ისეთი ჰეშთეგები, როგორებიცაა #it_is_ok_to_be_late ("დაგვიანებას არა უშავს"), #Thankyoudeliverymen ("მადლობა, კურიერებო") და #weneedtostopthedeathofdeliverymen ("კურიერების სიკვდილი უნდა შევაჩეროთ").
სავარაუდოა, რომ კორონავირუსის პანდემია ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება და, შესაძლოა, მან ჩვენი შოპინგის ჩვევები დიდი ხნითაც შეცვალოს. კურიერების დაფასების ეს პატარა გამოხატულებები მნიშვნელოვნად არ შეცვლის მასზე არსებულ მოთხოვნას, თუმცა ამგვარი ჟესტები მხოლოდ მისასალმებელია მძღოლების მხრიდან, სანამ ისინი ხანგრძლივი ცვლისთვის ემზადებიან.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები